x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134668
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
"საქართველოს ხელისუფლებავ, ხვალ დილამდე გიყურებთ."- რას წერს ნიკა გვარამია
image

"მოლდოვამ გლოვის დღე გამოაცხადა ბუჩაში მომხდარი გენოციდის გამო.

საქართველოს ხელისუფლებავ, ხვალ დილამდე გიყურებთ." - წერს მის "ფეისბუქ ქვედზე ნიკა გვარამია.
image
შეგახსენებთ, რომ, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ გააკეთა.
დაღუპულებს მას შემდეგ მიაგნეს, რაც ქალაქები რუსული ალყისგან და ჯარებისგან გათავისუფლდა. უკრაინელმა პროკურორებმა მხოლოდ კვირას შეძლეს ქალაქ ბუჩაში, ირპინსა და ჰოსტომელში პირველად შესვლა, ისინი ომის დანაშაულებს იკვლევენ. პროკურატურა ამბობს, რომ ზოგიერთი მოწმე იმდენად ტრავმირებულია, რომ არ შეუძლიათ ლაპარაკი.


ბუჩას მერმა ქალაქის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ რუსებმა 300 ადამიანი მოკლეს. მისი თქმით, გარდაცვლილები ნახეს მასობრივ საფლავებში, ცხედრების ნაწილი ქუჩებში იყო. ცხედებს ემჩნევათ ძალადობის კვალი, როგორც ჩანს ოკუპანტებმა მათი ნაწილის დაწვა სცადეს.


შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ თქვა, რომ აშკარაა, რომ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ მას არ სურს ზუსტად თქვას რამდენი იყო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მცდელობები ამ ტერიტორიაზე ნაღმების გასასუფთავებლად.

რუსეთი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მისმა ჯარებმა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს. მოსკოვი ამბობს, რომ არცერთ მცხოვრებს არ განუცდია რუსული ძალების მხრიდან ძალადობა და დაადანაშაულა კიევი დასავლური მედიისთვის შექმნილ პროვოკაციაში.

image

"ერთად დავანთოთ სანთლები უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნისთვის" - უკრაინაში დაღუპულთა პატივის მისაგებად დღეს, 20:00 საათზე მოქალაქეებმა პარლამენტის წინ აქცია დააანონსეს.

"პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან შევიკრიბოთ, რათა პატივი მივაგოთ რუსეთის მიერ უკრაინაში მოწყობილი გენოციდის მსხვერპლებს. დავუფასოთ უკრაინას მსოფლიო თავისუფლებისათვის თავგანწირული ბრძოლა და გაღებული მსხვერპლი", - წერენ ორგანიზატორები.



0
341
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0