x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ქუთაისში ახალგაზრდა კაცი ცოლის ბიძაშვილმა მოკლა - რა იყო მკვლელობის სავარაუდო მიზეზი?
image31 მარტს მძიმე დანაშული მოხდა ქალაქ ქუთაისში. ახალგაზრდა გოგომ ახალგაზრდა მამაკაცს ყელი გამოჭრა. შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, 25 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანება ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

მამაკაცი დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩა­ზე გა­იქ­ცა. სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

image


სამართალდმაცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. იგი 1995 წელს დაბადებული ს.ყ. აღმოჩნდა.ნივთმტკიცებად ამოიღეს მკვლელობის იარაღი.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


როგორც ირკვევა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს და გარ­დაც­ვლილს, ტიტე კორძაძეს ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი ჰქონ­დათ. გარ­დაც­ვლი­ლი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის სიძე იყო.


ტიტე კორ­ძა­ძის მე­უღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.მკვლელობაში ბრალდებული მისი ბიძაშვილი სწორედ მას აბრალებდა მეუღლის მკვლლეობას, სწორედ ეს გახდა საბარაუოდო მკვლელობის მიზეზი.


"როგორც თქვეს გოგონა, ცოლის ნათესავი იყო და ადანაშაულებდა თურმე შენ მოკალი ჩემი ბიძაშვილიო, მე ასე გავიგე."


"რო­გორც ამ­ბო­ბენ, გო­გო­ნა ტი­ტეს ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას აბ­რა­ლებ­და, რაც კონ­ფლიქ­ტის და შემ­დეგ მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­და" - ამ­ბო­ბენ ადგილობრივები.

image

"ვაი ეს რა ცუდი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, რა და­ე­მარ­თა უფალ­მა და­უმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ... ჯერ ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი ცოლი, ახლა ეს, რა უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და მათ ოჯახ­ში..."


"ტიტე მთე­ლი სო­ფე­ლი დაგ­ტი­რის, სული გვეწ­ვის ალალ­მარ­თა­ლო ბიჭო! უბო­რო­ტო, კე­თი­ლო... მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა, რომ ამ­ბო­ბენ ღმერ­თსაც კარ­გე­ბი უნ­დაო. კარ­გი არა სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყა­ვი შენს სა­ხელს და­ვი­წყე­ბა არ უწე­რია"-წერენ სოციალურ ქსელში.

image


0
2058
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2058
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0