x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"პრეზიდენტს არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და ასევე, არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი"- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

image

"პრეზიდენტს, მითუმეტეს საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე PosTV-სთან საუბრისას ამბობს.


მისი თქმით, პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში სიმბოლურია, ამიტომ დაუჭირეს მხარი სალომე ზურაბიშვილს.


"ჩვენ რომ ვიცოდით რა სისტემა იყო, იმიტომ დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს მხარი პრეზიდენტის პოზიციაზე და არა პრემიერის პოზიციაზე. ჩვენ რომ გვდომოდა, რომ სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ დავუჭერდით მხარს არა პრეზიდენტის პოსტზე, რომელიც არის სიმბოლური, არამედ პრემიერის პოსტზე. მაგრამ რატომ არ გავაკეთეს ეს? იმიტომ, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილს. ნდობა გვაქვს მის მიმართ, რომ ის სწორად განახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

ჩვენ პრეზიდენტს იმ როლში დავუჭირეთ მხარი რაც კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული. პრეზიდენტი სიმბოლურად არის გარანტი კონსტიტუციის დაცვის და როდესაც თავად არღვევს კონსტიტუციას არის საფრთხის შემცველი მოვლენა."- განაცხადა მან.

0
175
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0