x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
ჭაბუა ამირეჯიბის 7 საოცარი ფრაზა
ჭაბუა ამირეჯიბის 7 საოცარი ფრაზა


იხილეთ ჭაბუა ამირეჯიბის 7 საოცარი ფრაზა:


1"ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა."


2."ბოროტ კაცს შეეშინდეს იქნება კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს."



3."არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი - მსჯავრია, ღვინო - მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა."


4."ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე - მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე - მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან. ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერის და სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს."


5."სიყვარული მოწონებაა, გატაცებაა ალბათ, ხორციელია ეგ. სიყვარული სულიერია, ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი, რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობებს სიყვარული..."


6."საგნები და მოვლენები კი არ ანიჭებენ კაცს ბედნიერებას, არამედ ჩვენი დამოკიდებულება მათდამი, ამიტომაც ბედნიერება ჩვენს ხელშია."


7."ნამდვილი მწერალი აღიარებს ერთ პრინციპს-ურთულესიც კი იმდენად სადად, გონმისაწვდომად თქვას, რომ ნებისმიერი მკითხველისთვის ადვილი აღსაქმელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიტერატურა თავის დანიშნულებას მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლებს."

0
262
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0