x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალი, რომელმაც ლიფტში უკრაინის დროშის სტიკერი ჩამოგლიჯა, ქართველია
image
მაშინ როცა ქართველი მებრძოლები სიცოცხლეს სწირავენ უკრაინის თავისუფლებას და შესაბამისად საქართველოს საქმეს აკეთებენ, სამწუხაროდ გამოჩნდა ახალგაზრდა ქართველი ქალი რომელმაც ბათუმში ლიფტში გაკრული უკრაინის ეროვნული დროშის სტიკერი ჩამოგლიჯა.


არ ვიცი ამ ადამიანს რა მოტივი ამოძრავებდა ამისათვის, მაგრამ თავისთავად ფაქტი ამაზრზენია.


ყველაფერს რომ ხაზი გავუსვათ უკრაინა ახლა აკეთებს იმას რის გაკეთბასაც ჩვენ შვეცადეთ 2008 წელს. აქედან გამომდინარე, როგორც ქართველი ძალიან ვარ გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ამ ქალის მოქმედებით.


ახლა კი წერს, რომ მას ეს უკრაინის სიძულვილით არ გაუკეთებია, მაგრამ ეს თავის გამართლებისათვის გადადგმული ნაბიჯი უფროა ვიდრე სიმართლის თქმა და რეალური მიზეზის აღიარება.



მე არ ვიცი და ვერ ვიტყვი ამ ქალს რუსული სისხლიც აქვს და ეს ამოძრავებდა თუ არა, მაგრამ ასეც რომ იყოს ეს არ ამართლებს, მეც მყავს ბებია რუსი უკრაინიდან, მაგრამ აბა გაბედოს ვინმემ და უთხრას რომ რუსეთის დიქტატორი კარგი კაცია, კინწისკვრით გააგდებს სახლიდან.


თან წესით არაა გაჭირვებაში მყოფი დაჩაგრო, რუსეთის დროშა რომ ჩამოეხია სადმე დიდ მადლობას ვეტყოდი, მაგრამ არა უკრაინის დროშას ეცა მაინცდამაინც.


image

0
341
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
341