x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"20 მარტისთვის თქვენ უნდა გქონდეთ მოფიქრებული კონკრეტული სურვილები, ჩამოყალიბდით რა გინდათ ამ წელიწადში" - მიხეილ ცაგარელის რჩევები

image
"ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 18 მარტს სავსემთვარეობაა... ადამიანებში მოზღვავდება უხვად მოჭარბებული ენერგიები... ამიტომ ნუ გადაიღლებით ფიზიკურად, სულიერად და ემოციურად, ნუ შეეჭიდებით ათას საქმეს ერთდროულად...


მოერიდეთ ნეგატივს მაქსიმალურად!!! რადგან შავი მთვარე ტყუპებშია და ახლა კუდის მოქნევის პერიოდშია სადაცაა (14 აპრილს) გამოვა ტყუპებიდან და კირჩხიბში გადასასვლელად ემზადება, ამიტომ ინფორმაციულ შტორმს გაამძაფრებს, რათა, მეტი ადამიანის გონება დაზაფროს ილუზიებითაც და რეალური პრობლემებითაც!... ამიტომ შეძლებისდაგვარად აერიდეთ ნეგატიურ ინფორმაციას!


ძალიან კარგია ლოცვა, მედიტაცია, გავგზავნოთ სამყაროში კეთილი სურვილები, სიყვარული, სინათლე, ყველას ყველას უსურვეთ სულის სიმრთელე, სიკეთე, სილაღე, თავისუფლება, სიყვარული, ყველა დალოცეთ მთელ დედამიწას სჭირდება სიყვარული ჟანგბადივით…


ასევე, ნუ დაივიწყებთ ჩვენი ქვეყნისადმი სასიკეთო სურვილების თხოვნა-ჩაფიქრებას, რადგან ჩვენი ქვეყანა რომ ძლიერია, ჩვენც გავძლიერდებით...ასევე, ძალიან კარგია იქნება თუ გადაახარისხებთ ნივთებს, ტანსაცმელს... და რომელსაც არ მოიხმართ, გასცემთ... ეს მნიშვნელოვანია, ოღონდ შემდეგ დღეებში დაარიგეთ და არა 18-ში.



ასევე, კარგია ფურცელზე ჩამოწერეთ დაუსრულებელი და დაუმთავრებელი საქმეები, ისეთი, რომლის დასრულებაც გერთულებათ... ეს საქმეები 30 დღის პერიოდზე გათვალეთ და არა მთელ ცხოვრებაზე. (20 მარტს, როგორც ვიცით ასტრონომიული ახალი წელია, ამის შესახებ შემდეგ დღეებში დავწერ ცალკე პოსტს.


20 მარტისთვის თქვენ უნდა გქონდეთ მოფიქრებული კონკრეტული სურვილები, ჩამოყალიბდით რა გინდათ ამ წელიწადში რეალურად პირადად თქვენს ცხოვრებაში რომ მოხდეს).


ყველას მშვიდობას გისურვებთ სიყვარულს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბედნიერ ღიმილს, კაშკაშა მზეს და ულევ სიხარულს თქვენ, თქვენს ოჯახებს, მშვიდობა ჩვენს ულამაზეს მადლიან საქართველოს, მშვიდობა უკრაინასდა მშვიდობა სრულიად სამყაროს!!" - წერს მიხეილ ცაგარელი

0
114
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0