x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მეგი დე, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო, დღეს გავიდა ერთი წელი, როცა წახვედი და გაიხურე შენი მშობლიური სახლის კარები"
image

ახალციხელი ექთნის მეგი ბაქრაძის დედა ირმა სტეფნაძე სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მეგის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით.



"მეგი დე ჩემო გაუსაძლისო ტკივილო, დღეს გავიდა ერთი წელი როცა უკანასკნელად ნახე მამა დედმამიშვილები დიშვილები ავთო ძია, შემდეგ წახვედი და გაიხურე შენი მშობლიური სახლის კარები.Როცა უკანასკნელად მელაპარაკე. უკანასკნელად მითხარი დე ძალიან მენატრებიო;ნახევარი საათი ვილაპარაკეთ და მაინც არ გინდოდა რომ ტელეფონი გამეთიშა ნეტა რისი თქმა გინდოდა.შემპირდი რომ ხვალ დაგირეკავო ნევსს რო გავიკეთებო და გელოდებოდი დღესაც გელოდები მე ხო ყოველდღე გირეკავ მაგრამ დუმს შენი ტელეფონი აღარ მესმის შენი წკრიალა ხმა.როცა იაკობმმა დაგვტოვა მაშინ ყველა ჩემს გვერდით იყავით ახლა კი მარტო ვარ და ძალიან მიჭირს მაგრამ ასე მგონია გულის მაგივრად ქვა მიდევს მკერდში რო ამ ტკივილს ვუძლებ.დედმამიშვილის სიყვარული მე არ გამომიცდია მშობლებმაც ადრე დამტოვეს. Ქმარშვილით ვხარობდი და ეს სიხარულიც არ დამცალდა. ღᲛერთმა ნათელში მიმყოფოს შენი და შენი ძამიკოს სული"-წერს სოციალურ ქსელში ირმა სტეფნაძე.


შეგახსენებთ, 2021 წლის 18 მარტს, მეგი ბაქარაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი, ის ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

image

ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ჯანდაცვამ საქართველოში პირველად შემოტანილი "ასტრაზენეკა"-ს ვაქცინა მეგი ბაქრაძეს გაუკეთდა, რამდენიმე ევროპის ქვეყანამ შეაჩერა "ასტრაზენეკა"-ს გამოყენება, რადგან დაფიქსირდა თრომბის და გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა .საბოლოოდ დადგინდა, რომ "ასტრაზენეკა" 50 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში(განსაკუთრებით ქალებში) იშვიათად, მაგრამ იწვევდა თრობოზს და შესაბამისად აიკრძალა მისი გამოყენება თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაბამისი ასაკის პაციენტებში.


რა ვიცით მეგი ბაქრაძის გარდაცვალების წლისთავზე?არც არაფერი.


სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ რომ ქართველმა ექსპერტებმა პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადეს და ახლა საკითხის შესწავლაში თურქეთიდან მოწვეული ალერგოლოგ-იმუნოლოგი ჩაერთო.

image

«ბიურომ მოიძია თურქი სპეციალისტი რეანიმატოლოგი და ალერგოლოგ-იმუნოლოგი რომელიც ჩაერთო პროცესში და სავარაუდოდ მალე უკვე დაიდება დასკვნა, »— აცხადებენ ბიუროში.


«მეგის საქმე თაროზეა შემოდებული» — ამბობს გარდაცვლილი მეუღლე, მანუჩარ კობახიძე.


1
109
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
109
  
2022, 17 მარტი, 22:03
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1