x
დედუქციის მეცნიერება და სადაზვერვო ანალიტიკა
image


დედუქციის მეცნიერება დღითიდღე უსაფრთხოების უცვლელი ნაწილი ხდება. მსჯელობათა სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, ვგულისხმობთ ინდუქციასა და აბდუქცია, ამ უკანასკნელ კვაზი-ხელოვნური ტრანსფორმაციის პოტენციალი აქვს.(Bibel & Kreitz, 2001). დედუქციური მსჯელობა მათემატიკური ისტორია აქვს, თუმცა მისი წილი დაზვერვის კვლევებში ჯერ კიდევ შეუსწავლელია .



ჩვენ, სადაზვერვო მეცნიერებებში, აზროვნების ორ პოპულარულ მიდგომას ვიცნობთ - სისტემურს და კრიტიკულს. სისტემური აზროვნება გულისხმობს სისტემის შემადგენელი ნაწილების ანალიზს, რათა გაირკვეს თუ რათა შეფასდეს თუ როგორ მუშაობს ხსენებული სისტემა უფრო დიდი სისტემის კონტექსტში (Meadows, 2009). კრიტიკულ აზროვნება თავის თავში მოიცავს როგორც აზროვნების საბოლოო პროდუქტს, აგრეთვე აზროვნების პროცესის ხარისხს - მეტა-კოგნიტური და კოგნიტური ელემენტების გენერალურ ერთობლიობას (Moore, 2007). თავის მხრივ, დედუქციური მსჯელობა გულისხმობს მრავალი ზოგადი წინაპირობიდან დასკვნის გამოტანას, მაშინ როცა აბდუქციური და დედუქციური მსჯელობებითავის მხრივ, დედუქციური მსჯელობა გულისხმობს მრავალი ზოგადი წინაპირობიდან დასკვნის გამოტანას, მაშინ როცა აბდუქციური და ინდუქციური მსჯელობები ზოგადი ჭეშმარიტებიდან ცდილობენ პროგნოზების გაკეთებას (Reichertz, 2014). სამივე მათგანი აქტიურად გამოიყენება დაზვერვის ანალიზის პროცესში, თუმცა დედუქცია, როგორც თავად მეცნიერება არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი ინტეგრალი. თუ დედუქცია გამოყენებადია ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ მისი გაფართოება და საფრთხის პრევენციისთვისაც ეფექტურად გამოყენებაა შესაძლებელი. ამ ჰიპოთეზის მთავარი არგუმენტი გახლავთ დედუქციის სამეცნიერო ბუნება მოუყაროს თავი სისტემური და კრიტიკული აზროვნების პრინციპებს, კერძოდ, მრავალი ზოგადი წინაპირობიდან ფოკუსირების ხარისხით შეაფასოს რა როლს თამაშობს ზოგადი წინაპირობა უმაღლეს კონტექსტში. შეიძლება, ადამიანური თვალსაზრისით ეს ინტელექტის ხარისხზე იყოს დამოკიდებული (არაწრფივი დაპროგრამება), მაგრამ ტექნოლოგიის შემთხვევაში სრულად მიღწევადია (წრფივი დაპროგრამება) - ამაში ხელოვნური ინტელექტი მოიაზრება. ხელოვნური ინტელექტი ყველაზე ადაპტირებული მექანიზმი იქნება კონტრ-ტერორისტული სადაზვერვო სპეციალური აქტივობებისთვის, თუმცა მის დახვეწამდე სოციალურ და ტექნიკურ ასპექტებს კოორდინირება მოუწევთ. ფინანსურ მეცნიერებას უკვე აქვს აპლიკაციები, რომელიც წარსულზე დაყრდნობით მომავალს აფასებს, მაგრამ დაზვერვის მეცნიერებები ჯერ კიდევ შორს დგას პროგნოზის ტექნიკური მოდელირებისგან. ეს შესაძლებელია აიხსნას სხვადასხვა მოტივაციით, მაგალითად, გაჩნდება კონტრ-არგუმენტი რომელიც დედუქციური მსჯელობის ტექნოლოგიურ დასკვნას არასანდოდ ან/და არავალიდურად მიიჩნევს, ეს ადამიანის ქცევის ციფრებში გაზომვას ჰგავს.


რა შეგვიძლია ვასწავლოთ სისტემას, რომელიც დედუქციაზეა ორიენტირებული? პირველ რიგში დაზვერვის სამსახურების ანალიტიკოსებმა სისტემას სტანდარტების ჩარჩო უნდა შეუქმნან, ამავე სისტემის თავისებურებებიდან გამომდინარე:


  • დედუქციური სისტემა ორიენტირებულია ალბათობის მაქსიმალურ დაბალ დონეზე, ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს მდგომ ალტერნატივასთან დასაახლოვებლად;
  • დედუქციის სისტემას სჭირდება მაღალი ხარისხის მონაცემთა მრავალფეროვნება - მეტი მონაცემი პირდაპირპროპორციულია სანდო ალტერნატივის შერჩევის ხარისხთან;
  • დედუქციის სისტემას ჭირდება ზოგადი რეალობის აღქმისა და ანალიზის მაღალი კოეფიციენტი;
  • დედუქციის სისტემა შექცევადი ხასიათისაა - თუ მას ჭეშმარიტების პოვნა უჭირს (მონაცემთა სიმცირის გამო), ამის საპირწონედ ირაციონალური დასკვნები უნდა გამორიცხოს, კონკრეტულ მოცემულობაში.


დედუქციური სისტემა მკაფიოდ მიჯნავს დასკვნასა და დასკვნამდე მისვლის პროცესს. მეტიც, დედუქციური ანალიზი ვალიდურია, რადგან ამ სისტემაში თვალნათლივ ჩანს ის მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც დასკვნა გაკეთდა.


როგორ იმუშავებს დაზვერვის ანალიზში დედუქცია? ზემოთ ჩვენ ვთქვით, რომ ანალიტიკოსები, ხშირად, გაუთვითცნობიერებლად აქცევენ პროცესს დედუქციურ არეალში. დედუქციური სისტემა სხვადასხვა თეორიებისა და პრაქტიკების სახით არსებობს უსაფრთხოების მეცნიერებებში, რომელთაც სხვა სახელებით ვიცნობთ, მაგალითად, თამაშისა და ნიმუშის თეორიები წმინდად დედუქციური მსჯელობებია, სახეცვლილი ფორმით.


პრაქტიკული თვალსაზრისით, შეგვიძლია განვიხილოთ მაგალითი. ცნობილია ხუთი ცვლადი:


  • ავღანელი ლტოლვილების ზრდა ქაბულის დაცემის შემდეგ;
  • ტერორისტები ცდილობენ ტერაქტები ისტორიულ ტერაქტებს დაუმთხვიონ;
  • ავღანელ ლტოლვილებს თან მუქი შეფერილობის ჩანთები აქვთ;
  • მგზავრი ბლოკნოტით რომელზეც წერია შემდეგი სიმბოლოები C₄H₈Cl₂S;
  • ლტოლვილთა რაოდენობაში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს;
  • სოფელში მცხოვრები ადამიანები გაზით გაიგუდნენ და ცხედრებს თხევადი გაზისთვის არასიმპტომატური უცნაური გამონაყარი აქვს.

ქაბულის დაცემის შემდეგ მიგრაციის რიცხვი გაიზარდა და პოლიტიკური მოლოდინები მძიემა. დედუქციური სისტემის პროცესი შემდეგნაირად დაგენერირდება.:


  • დედუქციურმა სისტემამ უნდა გამორიცხოს ისეთი მონაცემები, რომელიც არ პასუხობს შეკითხვას მოხდა თუ არა ტერაქტი. ამ შემხვევაში სქესის სიჭარბე და ჩანთის შეფერილობა არაფრის მომცემია;
  • დედუქციური სისტემა ხსნის ყველა სამეცნიერო ჟურნალს, რაც შესაბამისობაში მოდის სიმბოლოებთან C₄H₈Cl₂S და გადის პასუხზე, რომ ეს ლეთალური ქიმიური აგენტის ე.წ ‘’მდოგვის გაზის’’ ფორმულაა, რომელსაც ბიოტერორისტები ხშირად იყენებენ;
  • დედუქციური სისტემა ეძებს ტერაქტების თარიღებს და არკვევს მომხდარა თუ არა წარსულში მოვლენა;
  • დგება შედარებითი ანალიტიკური დასკვნა - მოდიოდა თუ არა კონკრეტული ტერაქტი ქაბულიდან, ტრანზიციული ემიგრანტების რიცხვის ზრდით.

ზემოთ ხსენებულ მარტივ მაგალითზე შეგვიძლია ოქროს შუალედი გამოვკვეთოთ დედუქციის და მონაცემთა მეცნიერებას შორის. მონაცემთა მეცნიერება, მანიპულაციურია, ვიზუალიზაციის თვალსაზრისით და ამას ემატება ანალიტიკოსის ცდუნება მიიღოს ის შედეგი, რაც მის მოლოდინებთან ახლოსაა. თუ მონაცემთა მეცნიერება ცდილობს პროგნოზებზე გავიდეს, პრედიქციის და პრევენციის მოტივით, დედუქციის მეცნიერება კონკრეტული მოვლენის პირველწყაროს ამოცნობაზეა ფოკუსირებული.



წყაროები

Bibel, W., & Kreitz, C. (2001). Deductive Reasoning Systems. In J. D. Wright, International Encyclopedia of the Social & Behavioral Sciences (pp. 933-940). Amsterdam: Elsevier.

Meadows, D. H. (2009). Thinking in Systems. London: 2009.

Moore, D. T. (2007). Critical Thinking and Intelligence Analysis. Washington: National Security Agency.

Reichertz, J. (2014). Induction, Deduction, Abduction . In U. Flick, The SAGE Handbook of Qualitative Data Analysis (pp. 41-89). London: SAGE.

0
102
შეფასება არ არის
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0