x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და გაწუწკებული საზოგადოება, რომელიც კუჭის იქით ვერაფერს ხედავს
image პანიკა არმიაებს ანადგურებს არა თუ საზოგადოების ფსიქოლოგიურად მოუმზადებელ ნაწილს.


აგიხსნით მარტივად-პანიკისას საზოგადოებაში ირთვება "დომინოს პრინციპი" ანუ მიყოლებით ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის პანიკური შიში რაღაცის მიმართ და ეს რაღაცაა პირველწყარო, რომელიც ავრცელებს შგნებულად თუ შეუგნებლად დეზინფორმაციას, რომელიც მთიდან დაგორებული მცირე გუნდასავით დიდდება, იზრდება და ფართოვდება საზოგადოებაში.


რაზე მაქვს საუბარი!-საუბარია 2 დღეში დაცარიელებულ დახლებზე, მოსახლეობაში ვიღაცამ ან უნებურად ან შეგნებულად გაავრცელა დეზინფორმაცია, შქრის მარაგი იწურება რუსეთ-უკრაინის ომის გამო ამ ქვეყნებიდან შაქრის შემოტანა გამორიცხულია და ცუდად გვექნება საქმეო.


აჰყვა ამ დეზინფორმაციას თუ ინფორმაციულ დივერსიას საზოგადოების გარკვეული ნაწილი და 2 დღეში პრაქტიკულად დააცარიელეს სუპერმარკეტების დახლები, აქაც ეშმაკურად გათვლილმა მენეჯმენტმაც ითამაშა თავისი როლი, დეფიციტის გამო სუპერმარკეტებმა გაასამმაგეს პროდუქციის ფასები.



გაქრა დახლებიდან შაქარი, მარილი, ბურღულეული და ბევრი სხვა რამეც.
რუსეთიდან ხორბლის შემოტანის გაძვირების გამო იმპორტიორებს უწევთ ფქვილის შემოტანა, რომელიც ბუნებრივია გაძვირებული იქნება.


გამახსენდა 2008 წელი, როცა ომში მონაწილე შვილებთან დასარეკად მოსახლეობა მობილურის 5 ლარიან ბარათბს 15-20 ლარად ყიდულობდა, წარმოიდგინეთ როგორი ღორი უნდა იყოს ინდივიდი (პიროვნებას ვერ ვუწოდებ ასეთებს) გაჭირვებისას სხვისი გაჭირვების ხარჯზე ფულის შოვნაზე იზრუნოს.


საწვავზეც იგივე ხდება, მესმის მსოფლიო ბაზარზე ფასებმა აიწია, მაგრამ დავიჯერო ყველამ 2 დღის წინ შემოიტანა საწვავი გაძვირებულ ფასად?


არა ბატონებო და ქალბატონებო, ესაა დაუსჯელობის სინდრომით გაზულუქებული არაკაცების გამდიდრების წყურვილით გამოწვეული ფასების ზრდა და არა რეალობით გამოწვეული.


მესმის დღს შემოტანილი საწვავი გააძვირო ან პროდუქტი, მაგრამ ადრე შემოტანილ საწვავს და პროდუქტს ფასს ასე მკვეთღად, რომ მოუმატებ გარეწარი ხარ და იმ გარეწრობით ნაშოვნი ფულით ვერ იხეირებ.


და ბოლოს!-პრაქტიკულად არა ვართ შაქრის მხრივ რუსეთზე და უკრაინაზე დამოკიდებული და ხელოვნურად ნუ ქმნით კრიზისს, რომელიც ისევ თქვენ დაგარტყამთ ხელოვნურად გაზრდილი ფასებით.


აგერაა სტატისტია საიდან შემოდის საქართველოში შაქარი და მერე მიხვდებით თუ როგორ გაგაცურეს!!!


image


0
98
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
98