x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პირველი სიყვარული არასდროს ქრება ასჯერ, რომ დაქორწინდეთ - რეალური ისტორია
image პირველი სიყვარული საოცრებაა, ადამიანი პოზიტივის პიკზეა, ბედნიერია და ეს ბედნიერება სახეზეც აწერია.


ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ რეალური ისტორია რომელიც ჩემს კლასელს და მეგობარს გადახდა თავს.


გოჩას (სახელი შეცვლილია) და ჩემი გაცნობა უკრაინიდან ჩვენი ოჯახის დაბრუნების მერე მოხდა როცა ზუგდიდის ერთერთ სკოლაში მივედი სწავლის გასაგრძელებლად.


ახალ მოსულს მუდამ სხვა თვალით უყურებენ მოზარდები არც მე ვიყავი გამონაკლისი და სკოლაში მისვლის დღესვე მომიწია ჩხუბმა კლასელთან, რომელმაც სცადა სლავური გარეგნობის გამო კლასელების წინ დავემცირებინე, როგორც "ვიღაც ჩამოთრეული". ბებია უკრაინული ფესვების მქონე რუსი მყავს და სლავური იერი მაქვს, მაშინ ეს უფრო მკვეთრად იყო გამოხატული.
მოკლედ არ გამოვიდა უჩხუბრად და კლასელის ცემამ მომიწია, "რემბო" მე არ ვიყავი, მაგრამ სადესანტო ჯარების ოფიცერი მამის დამსახურებით ჩემი ასაკის მოზარდისათვის მართლა კარგად შემეძლო თავის დაცვა.



ნაცემ კლასელს სხვა კლასელები გამოესარჩლნენ და ალბათ კარგადაც მომხვდებოდა, მაგრამ გოჩა სწრაფად ჩადგა ჩვენს შორის და კლასელებს მშვიდი ხმით მიმართა: ამ ბიჭს ხელი რომ ახლოთ იცოდეთ თავს შეგაკლავთ!
ყველა გაჩერდა, მე გაოცებისაგან ძალიან დავიბენი რადგან ვერ მივხვდი რატომ გამომექომაგა ბიჭი რომელიც იმ დღეს ვნახე პირველად.


გაიარა დღეებმა და კლასელებთან ურთიერთობა დალაგდა გოჩა და მე კი განუყრელი მეგობრები გავხდით.


აღმოჩნდა, რომ პარალელურ ქუჩაზე ცხოვრობდა ჩვემი სახლიდან სულ რაღაც 300 მეტრში.


ისე დავახლოვდით დასვენების დღეებში გოჩასთან ხშირად ვრჩებოდი სახლში სტუმრად, ისევე როგორც გოჩა ჩვენთან.


ერთმანეთში დასამალიც არაფერი გვქქონდა და ერთხელაც გოჩამ მითხრა მეორე სკოლიდან ერთი გოგო მიყვარს, მაგრამ ვერ ვეუბნები ვერაფერს მერიდებაო.
უკრაინაში მსგავს სიტუაციებს მიჩვეული ვიყავი იქაური თავისუფალი მენტალიტეტის გამო და გოჩა ისე "დავქოქე" ერთხელაც ბოტანიკურ ბაღში მიმავალ მის შეყვარებულს გოჩამ მორიდებულად, მაგრამ რაც მთავარია გაბედა და სიყვარული აუხსნა, აუხსნა და საპასუხოდ სილაც მიიღო.


მოვიდა სახლში და მე და ჩემს ძმას მოგვიყვა თავს გადამხდარზე, ჩემი ძმა ლევანი მუდამ "მასხარა" ტიპი იყო და გოჩა სასაცილოდ აიგდო, გოგოს სიყვარული აუხსენი თუ პირდაპირ ცოლობა სთხოვე სილა რომ "გაჭამაო"!
ლევანი მეორე ოთახში გავაგდე, როგორც იქნა და გოჩას ისევ მოვაყოლე რა და როგორ მოხდა.


ბევრი რომ არ გავაგრძელო გოჩას ვურჩიე იხიბარი არ გაეტეხა და სიყვარულზე უარი არ ეთქვა, ერთხელაც მე და გოჩა ქალაქის საფეხბურთო მოედნის წინ მდებარე მეორე საშუალო სკოლისაკენ გავემართეთ, სკოლაში ახლობლები მყავდა უკვე და ასე ვთქვათ მიმესვლებოდა.


გოჩამ შეყვარებულის დანახვაზე წასვლა დააპირა, მაგრამ ისე ვტაცე ხელი წასვლის ნება არ მივეცი. ახლობელ ბიჭებს კი ვუთხარი ასე და ასეა საქმე მეთქი.
კარგი გოგოა, უბრალოდ უკარებაა და გოჩამ თუ არ იაქტიურა არფერი გამოვა ძმაოო-ასე მიპასუხეს.


გოჩამაც "გამოიღვიძა" და ნათიას (სახელი შცვლილია) სახლის წინ და ეზოში სიურპრიზებმაც იმატა, ჯერ ასფალტზე გადაჭრილი სანთლებით გული ავუნთეთ რაზეც, ვიღაც თუჯისთავა ავტოინსპექტორმა ლამის სამმართველოში წაგვიყვანა.
მეორედ ფუმფულა დათუნია დავუკიდეთ ჭიშკარზე, დაბადების დღეს მაშინ საკმაოდ ძვირადღირებული უზარმაზარი "ბარბის" თოჯინა. ყინულიც დაიძრა და პირველი შეხვედრაც მოხდა "გასილაქების" გარეშე.


გოჩა ბედნიერებისაგან "ცაში დაფრინავდა", ნათიასაც გამოუკეთდა ხასიათი. წყვილს უკვე ერთმანეთის ნახვის გარეშე ერი დღის გაძლებაც კი არ შეეძლო. სკოლა დავამთავრეთ, გოჩამ და ნათიამ თბილისს მიაშურეს სწავლის გასაგრძელებლად, მე კი უკრაინის სამხედრო სასწავლებელი ვარჩიე და უკრაინაში წავედი მამასთან ერთად.


მაშინ მობილურები სად იყო და ფოსტიდან ვურეკავდი გოჩას, მისგან ვიგებდი ყველაფერს, არასდროს დაგვიმალია ერთმანეთისთვის არაფერი.


ერთხხელაც გოჩამ მითხრა ნათიას ვიღაც საბურთალოელი ბიჭი გადაეკიდა, ადამიანური ენა არ ესმის და ვიცი ცუდ ამბავს შემამთხვევსო.


ნათიას შენ უყვარხარ და ეგ ვინაა დაივიწყე მეთქი. სამწუხაროდ იმ ააკაცმა ნათიას გასაქანი არ მისცა გზაზე ხვდებოდა, უნივერსიტეტის კარებთან ხვდებოდა, აუდიტორიაში ეჭრებოდა.


ნათიამ ითმინა, ითმინა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი გოჩას მოუყვა. გოჩამ ბიჭს შეხვედრა სთხოვა, შეხვედრაზე ჯგუფელთან ერთად მისული გოჩა ყოველგვარი საუბრის გარეშე აბეზარმა ბიჭმა და მისმა მეგობრებმა სასტიკად სცემეს და საშინლად ნაცემი იქე დატოვეს.


გოჩა დედით სვანია და მამით მეგრელი, არც გენეტიკური ვაჟკაცობა აკლდა და არც მეგრული სიფიცხე (მეგრელიც და სვანიც ქართველი რომაა იმედია ამის ახსნა არ დამჭირდება ზოგიერთი "პროდვინუტისთვის").


გოჩა ბინაში დარჩა მანამ, სანამ სახიდან სილურჯეები საკმაოდ არ გადაუვიდა და ზუგდიდში ჩავიდა, ბაბუას დანატოვარ ორლულიან თოფს ლულა გადაუხერხა, ვაზნები იყიდა და თბილისში დაბრუნდა. დაბრუნდა და ის აბეზარი ბიჭი საკმაოდ მიყრუებულ ადგილზე დაიბარა, თან მარტო წავიდა.


მეორე დღს შხვედრაც მოხდა გოჩა მარტო იყო მოსულები კი ხუთნი, გოჩას საუბარი არ დაუწყია ისე ამოიღო "აბრეზი" და ეგრევე დაახალა მუცლის არეში აბეზარ ბიჭს, მეორე ტყვია კი მის განუყრელ მეგობარს ესროლა რომელიც გოჩას ცემის დღეს განსაკუთრებით აქტიურობდა.


სხვებისთვის სიტყვაც კი არ უთქვამს ისე მიბრუნდა უკან. იმავე დღს მილიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა, სასამართლომ პრაქტიკულად არაფერი გაითვალისწინა და გოჩას 8 წელი მიუსაჯეს.


ადვოკატის მცდელობამ გაესაჩივრებინა სასჯელის ზომა შედეგი არ გამოიღო.
ის აბეზარი ბიჭი დახეიბრდა რადგან რამდენიმე საფანტმა ხერხემალი მძიმედ დაუზიანა, მეორე უფრო ადვილად "გამოძვრა", მას მხოლოდ ფეხი ჰქონდა მოტეხილი.


გოჩა საქართველოდან უკრაინაში გააგზავნეს ეტაპით. როგორც კი მომეცა საშუალება მაშინვე ვინახულე, საყვედურიც ვუთხარი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა უკვე.


ციხიდან 2 წელიწადში გოჩა ხარკოვთან მდებარე კოლონიაში გადააგზავნეს. მე ხარკოვში დავიბადე და გავიზარდე, ძალიან ბევრი ნაცნობიც მყავდა და ცალკე მამაჩემის და გოჩას მამის მცდელობით გოჩას კოლონიაში მფარველები გამოუჩნდა, გოჩა არ იყო კრიმინალური სამყაროს მოყვარული, თუმცა სწორედ მათი მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა კოლონიაში.


ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები არაფერს აკლებდნენ და უმცროს ძმასავით ყავდათ კოლონიაში.


ნათია?-იმ პერიოდში გოგოს მოტაცება ლამის მოდად იყო ქცეული და არდადეგებზე ზუგდიდში ჩასული ნათია სრულიად უცნობმა ბიჭმა მოიტაცა, სად არ ატარეს, სად არ მიიყვანეს, მაგრამ გოგომ საქმრო ახლოს არ გაიკარა.


ერთერთ ოჯახში მიყვანისას ოჯახის დიასახლისმა (ქალი როგორ უნდა უწოდო ასეთ ნაგავს) ბიჭს ურჩია გოგო გაეკოჭათ და ბიჭს ძალა ეხმარა, მერე არსად წავა და სხვა გზა რომ არ ექნება შეგირიგდებაო.


გოგო მიტოვებულ სახლში ძველისძველ საწოლზე დააბეს და ბიჭმა ისე გააუპატიურა ნათია ძალის გამოყენებით, მისი მეგობრები კი გოგოს კივილს დახვეწნა-მუდარას სიცილით პასუხობდნენ.


მოსახდენიც მოხდა და ბიჭმა ნათია თავის ოჯახში მიიყვანა, ნათიას მშობლებმა ნათია იქ არ დატოვეს და სახლში წაიყვანეს, ბიჭის წინააღმდეგ კი საჩივარი შეიტანეს.


ბიჭი და მისი მეგობრები მალე დააკავეს, ბიჭს 12 წელი მიუსაჯეს, მისი მეგობრებიდან ორს 3 წელი მიუსაჯეს, მესამეს კი 5 წელი. იმ ოჯახის დიასახლისს რომლის რჩევითაც იძალადეს ნათიაზე 6 წელი მიესაჯა ინფორმაციის დამალვისათვის და ძალადობაში ხელის შეწყობისათვის.


ბედის ირონიით ის ბიჭი სწორედ იმ კოლონიაში მოხვდა, სადაც გოჩა იხდიდა სასჯელს, გაუპატიურებისათვის ციხეში შესულს იმ დროს ძალიან ცუდი რამ ელოდა, არაკაცი ჯერ კოლონიის "მაყურებელი კანონიერი ქურდის" სურვილით გოჩას შეახვედრეს, გოჩამ ის არაკაცი რასაც ჰქვია დალეწა, მერე კი ის გარეწარი გააგზავნეს იქ, სადაც შესვლას სიკვდილი ჯობდა.


გოჩამ 5 წელი მოიხადა, ამნისტია შეეხო და გამოვიდა. მე ამ დროს უკვე სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში ვსწავლობდი და დროც მეტი მქონდა და კიევის აეროპორტიდან მე გავაცილე გოჩა.


ზუგდიდში ჩასულ გოჩას ნათიამ შხვედრაზე უარი შემოუთვალა, დამივიწყე და ახალი ცხოვრება აიწყვეო. გოჩამ არ მოისვენა, მანამ სანამ ნათიას არ შეხვდა, ნათიამ იგივე გაუმეორა.


გოჩა მე ის წუთბი მთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება, ვერ გაგიწევ ნორმალურ ცოლობას, მე ისედაც განადგურებული ვარ და შენც გაგაუბედურებ, შენ კი ამას არ იმსახურებო.


რამდენი არ ელაპარაკა გოჩა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ნათიას მშობლებთანაც კი მივიდა, მაგრამ ნათიან ცოცხალი თავით არ დაიხია უკან თავისი ნათქვამიდან.
დრო გავიდა, გოჩას დევნილი გოგო გააცნეს, მალევე დაოჯახდნენ. გოჩამ მშობლების დახმარებით ჯერ პატარა მერე კი საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი ააწყო, 2 შვილიც შეეძინა გოგო და ბიჭი (ბიჭის ნათლია მე ვარ), იდეალური ოჯახის მამაა, მეუღლესაც ხელის გულზე ატარებს, მაგრამ ერთხელ როცა ჩემთან სახლში სუფრას ვუსხედით და ვსვამდით მითხრა: გუჯა, ხომ იცი რა კარგი გოგოა ჩემი ცოლი, შანსი არაა რამე ვაწყენინო, მაგრამ ნათია ჩემს გულში დარჩა და ასე ვარ გაწამებულიო.


ნათიამ ზუგდიდი დიდი ხნის წინ დატოვა, თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, არ გათხოვილა.


ერთადერთხელ შევხვდი სრულიად შემთხვევით, არ უცდია თავის არიდება, გოჩა და მისი ოჯახი როგორ არიანო მკითხა?


არ დამიმალავს და ვუთხარი დღესაც უყვარხარ მეთქი, ჩემი სახელით სთხოვე მეუღლეს ძველი სიყვარულის გამო გული არ ატკინოსო და მიუხედავად ჩემი თხოვნისა მიმეყვანა მის ბინამდე უარი მითხრა, გუჯა გზაში ისევ გოჩაზე მოგვიწევს საუბარი და გთხოვ გამიგოო.


ჩემი სასიმამრო თოფით დამდევდა თბილისში მეორედ არ გნახო ჩემს სახლთან გავლილიც კიო, მაგრამ როცა ჩემი მეუღლე ფანჯარაზე მიდგმული მათივე კიბით გადმოვიდა და ზუგდიდში ჩემთან ერთად წამოვიდა მიმიღო სიძედ, ღირსი ყოფილხარ რაკი შეგძლებია შენი სიყვარულის ბოლომდე დაცვაო.


ერთია როცა მშობელს არ უნდიხარ და მეორეა როცა გოგოს იტაცებ და ცხოვრებას უნგრევ.


გოჩამ იცის ამ სტატიის დაწერას რომ ვაპირებდი, დაწერე გუჯა იქნებ ვინმეს გამოადგეს, გონება გაუნათოს და სხვისი სიყვარული არ დაანგრიოსო-ნაღვლიანად მითხრა.


0
157
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
157