x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
რას ამბობდნენ ვაჟა, ილია და აკაკი ქალებზე? - იხილეთ მათი გამონათქვამები, რომლებიც ქალებს ეძღვნებათ
   რას ამბობდნენ ვაჟა,  ილია და აკაკი ქალებზე?იხილეთ მათი გამონათქვამები, რომლებიც ქალებს ეძღვნებათ:


“ქალებს შეუძლიათ არამც თუ ხელით გარჯა, შრომა, საქმის კეთება, არამედ გონებითაც, ჭკვითაც და არც რთსა და არც მეორეში მამაკაცს არ ჩამოუვარდებიან. ამ პატიოსანს გაზრახვას შესდგომიან ამერიკაში და, როგორც ჰნახავთ, საკვირველის ძლევამოსილობითაც შეუსრულებიათ”-ილია ჭავჭავაძე


„შორს არ არის ის დრო, როდესაც დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისი კუთვნილის ადგილის დასაჭერად.“-ილია ჭავჭავაძე


"მეუღლე ნიშნავს უღლის ცალსა, თანასწორად გაბმული ცხოვრების უღელში ქალი და კაცი ერთი მეორის დაუჩაგვრელად უნდა მიისწრაფვოდნენ თანასწორად. მეორე სიტყვა „ცოლი“ მომდინარეობს „ცვალისგან“, ესე იგი საჭირო დროს ერთი მეორის ადგილის დამჭერი“-აკაკი წერეთელი



“საზოგადოდ ქალებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც ბარომეტრს ჰაერის ცვლილებაში. თუ ქალები მაღალ საფეხურზე დგანან ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში, მაშინ იმ ხალხსაც დარი უდგას და თუ დაბლად არიან, ხალხის ცხოვრებაც იცარება"-აკაკი წერეთელი


„მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულეობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ საკითხზე გაჭიანურებულ პასუხს არ მოგცემ… მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას… დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა, ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება“-ვაჟა ფშაველა


"უმორჩილესად ვსთხოვ ჩვენებურის ქალების მოსარჩლე მანდილოსანს, ეს ჩემი ჩარევა პირად პოლემიკაში არ მიიღოს. ღმერთმა დამიხსნას ამგვარის რეგვნულის გამბედაობისგან! ის მირჩევნია, ღამე მთვარეს შევყეფდე და დღემზეს და მომავალს ღრუბლებს, მინამ ქალს მეცნიერული ბაასი გავუმართო, როგორის ჭკუის და განათლებისაც არ უნდა იყოს ის”-ვაჟა ფშაველა

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0