x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508668
"ამის მთქმელსაც სულ დედა უნდა აგინო!" - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და პარალელებს 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომთან ავლებს. ტელეწამყვნი ასევე 27 თებერვალს საქართველო-რუსეთს შორის დაგეგმილი თამაშის ჩაშლის მოთხოვნას უერთდება და აცხადებს, რომ აღნიშნული მატჩი თბილისში არ უნდა ჩატარდეს.


"2008 წლის აგვისტოს განცდები მაქვს ზუსტად. “ჩვენ დავიწყეთ ომი“ -ს მტკიცებას ვინც გააგრძელებს ამის შემდეგ, პირდაპირ დედა უნდა აგინო! ???? !!!! “2008-ში, პროვოკაციას წამოეგო ხელისუფლება და ომის აცილება შეიძლებოდაო“-ამის მთქმელსაც სულ დედა უნდა აგინო!!!!! ????. ისტორია მეორდება ერთი ერთში..


Putin khuylo! (Путин хуйло!)


იმედია, საქართველო-რუსეთის რაგბის თამაშს მაინც გააუქმებენ თბილისში!! ვუერთდები მატჩის ჩაშლის მოთხოვნას!


რა აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრინაში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის? ამ წუთებში რა კეთდება, რომ მათ უკრაინა დატოვონ მშვიდობიანად? საზღვრები რომ ჩაიკეტება, გამოსვლა რომ შეუძლებელი იქნება. მერე გააკეთებს რამეს ჩვენი მთავრობა? ამდენი ხანი რომ არ გააფრთხილეს საკუთარი მოქალაქეები უკრაინის დატოვებაზე, ეს გავიგეთ. ახლა როგორ ვეხმარებით ამ ხალხს?"- წერს ინგა გრიგოლია.


შეგახსენებთ, რომ რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.


როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევშიც.


უკრაინის ხელისუფლება მზადაა, იარაღი დაურიგოს ყველას, ვინც ქვეყნის დაცვას გადაწყვეტს.


ბოლო ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მოქალაქეთა საერთო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.


"მივცემთ იარაღს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის დაცვა უნდა. მზად იყავით მხარი დაუჭიროთ უკრაინას ჩვენი ქალაქების მოედნებზე", — დაწერა დღეს ზელენსკიმ Twitter-ზე.



0
1174
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1174