x
image
თეონა გორდეზიანი
ბავშვის განვითარების და სწავლების უნივერსალური პრინციპები

"ბავშვის განვითარების და სწავლების უნივერსალური პრინციპები."
ძალიან ბევრი ტრენინგების და სასწავლო ვიდეოების მოსმენის მერე, მივედი დასკვნამდე რომ არსებობს რამოდენიმე რამოდენიმე საბაზისო პრინციპი, უბრალოდ ყველა თავისებურად უკეთებს ინტერპრეტაციას.
მოდით დავიწყოთ:
1. კანონზომიერებები- ადამიანის განვითარება შედგება გარკვეული განვითარების კიბისგან, თითოეული საფეხურის გავლა საჭიროა შემდეგ საფეხურზე ასასვლელად, მაგრამ ვის რამდენი დრო სჭირდება თითოეულ საფეხურზე, ეს ინდივიდუალურია.
დაიმახსოვრეთ ბავშვის კოგნიტური, სოციალური, მოტორული თუ ნებისმიერი სხვა სფეროს განვითარება ესეც გაწერილი კიბეა და უნდა იპოვო კონკრეტული ბავშვი რომელ საფეხურზეა ამ ეტაპზე.
მაგ: თუ ჯერ ჯდომა არ ისწავლე, შემდეგ ხოხვა და ბოლოს ფეხზე დადგომა, მანამდე სირბილს ვერ ისწავლი. ესეც მოტორული კიბე.
კანონზომიერებები გეხმარება არ დაიკარგო ადამიანის განვითარების უსასრულობაში და ორგანიზება გაუკეთო საკუთარ ცოდნას და მონაცემებს.
2. ნებისმიერი ქმედებას და ქცევას რიტმის გრძნობა არეგულირებს, რომლის დარღვევა იწვევს უკვე სხვადასხვა სახის დარღვევებს.
მაგ: თუ ზედმეტად სწრაფად და აქტიურად აკეთებ რამეს არ იცავ რიტმს უკვე ჰიპერაქტიური ან თვითრეგულაციის სირთულეები გახასიათებს, როცა ზედმეტად ნელა ყურადღების კონცეტრაცია და აღმასრულებელი ფუნქციის სირთულეები.
3. ნებისმიერი რამის სწავლა გამოიხატება მარტივი ფორმულით- ახალი ცოდნა დაშენებული ძველზე. ნებისმიერი ახალი მონაცემი უნდა დააკავშირო რაიმე ნაცნობ საგანთან.
4. თუ გინდა ბავშვის ყურადღება მიიპყრო, ჯერ მისი შეგრძნებები უნდა ჩართო აქტივობაში. ბავშვის შეგრძნებების განვითარება ყურადღების განვითარების საფუძველია. ყურადღება კი ნებისყოფას და თვითრეგულაციას ავითარებს.
5. როდის ინტერესდება რაიმე საკითხით? როცა ის თქვენს მიზნებში, ინტერესებსა და გეგმებში შედის. ბავშვებიც ასე არიან, თუ აქტივობა ან თქვენი შემოთავაზება არც მის გემოვნებას, ინტერესებსა ან მიზნებში არ შედის სავარაუდოდ ნაკლებად ჩაერთობა მასში. ბავშვის ინტერესები უმთვარესია.
6. ნებისმიერი უნარის განვითარების ეტაპი დგება მაშინ როცა შინაგანი მზაობა და გარეგანი ხელშეწყობა თანხვედრაშია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ხელშეწყობა, ასევე მისი ბუნებრივი შინაგანი მზაობა კონკრეტული უნარისთვის.
7. მეტყველება არა მხოლოდ საკუთარი სურვილების და სხვებთან ურთიერთქმედების ინსტრუმენტია, არამედ საზღვრების დაწესების და საკუთარი მართვის კომპონენტსაც შეიცავს.
მაგ: როცა ვინმე გეტყვის "სათამაშო მათხოვე"- სიტყვა "მათხოვე" თავისთავად გეუბნება რომ დროებით აძლევ სათამაშოს შენს მეგობარს და არავინ არაფერს გართმევს.
ფრაზა "გაბრაზებული ვარ"- კი აღარ ითხოვს ზედმეტ არაადეკვატურ ქმედებებს, რადგან შენი ემოცია უკვე ისედაც გასაგებია. ანუ ემოციის მართვაში გეხმარება.
8. და ბოლოს მიუხედავად ამდენი ცოდნისა ფსიქოლოგიასა თუ პედაგოგიკაში ნებისმიერი ბავშვის სწავლება უკიდურესად ინდივიდუალურია.
imageimage

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0