x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინდოეთში დააკავეს "საქორწინო აფერისტი", რომელმაც 27 ქალზე იქორწინა
image

66 წლის მამაკაცს, რომელმაც სავარაუდოდ, 27 ქალი შეირთო ცოლად, ინდოეთში უკვე შეარქვეს ყველაზე დიდი "საქორწინო აფერისტი".ხანმოკლე ქორწინება გრძელდებოდა იმ დრომდე, სანამ მათგან მოპარული ფულებით არ გაიპარებოდა.წერს Daily mail-ი


ბიბჰუ პრაკაშ სვეინის მსხვერპლთა შორის იყო სასაზღვრო პოლიციის მაღალი რანგის ოფიცერი, დიპლომიანი ბუღალტერი, მასწავლებლები, ექიმი და უზენაესი სასამართლოს ორი ადვოკატიც კი.



მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო აღწერილი, პროფესიით როგორც "მკერავი" და სიმაღლით სულ 155 სმ იყო, თაღლითმა შეძლო 40 წელს გადაცილებული წარმატებული ქალების მოტყუება, იგი ქალებს თავს აცნობდა, როგორც მაღალანაზღაურებადი სამედიცინო მუშაკი, განაცხადეს გამომძიებლებმა.


image

რათა ეზრუნა სტატუსზე, იგი იყენებდა ყალბ პირადობის მოწმობებს და სარეკომენდაციო წერილებს, რათა გაეძლიერებინა თავისი ავტორიტეტი და ოჯახური წარმომავლობა.


აფერისტის სამიზნე იყო წარმატებული, კარიერისტი, მაღალანაზღაურებადი ქალები.



თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დაქორწინდა 14 ქალზე, თუმცა სამართალდამცავები აცხადებენ, რომ თაღლითის მსხვერპლი გაცილებით მეტი ქალია.


გამოცემა Hindustan Times-ის ცნობით, სულ 27 მსხვერპლი იყო. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მას ტელეფონში შენახული ჰქონდა ქალების სახელები და ასევე საიდან იყვნენ ისინი. სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, ის კონტაქტში იყო 70-75 სხვა ქალთან, რომლებიც შესაძლოა შემდგომი მსხვერპლი გამხდარიყვნენ.აქედან ორთან უკვე ჩანიშნული ჰქონდა ქორწილი თებერვლის და მარტის თვეში.



ინდოეთის პოლიციამ რამდენიმე თვიანი დევნის შემდეგ საბოლოოდ შეძლო სვეინის ადგილსამყოფელის დადგენა და დაკავება, მას უამრავი ყალბი პირადობა და 128 ყალბი საკრედიტო ბარათი უპოვეს. ამის გარდა გაირივა, რომ მან 13 ბანკი მოატყუა.


”ის ამას სჩადიოდა პირველ რიგში ფულის გამო და გარკვეული სექსუალური სიამოვნებისთვის, ” - განუცხადა AFP-ს პოლიციის მაღალჩინოსანმა სანჯიევ სატპათიმ.



სვეინი დაიბადა ოდიშის აღმოსავლეთ შტატის ერთ პატარა სოფელში, პირველად დაქორწინდა 1978 წელს და პირველი ცოლისგან ეყოლა სამი შვილი, რომლებიც ამჟამად ორი ექიმია და ერთი სტომატოლოგი .


მას შემდეგ, რაც სვეინმა ლაბორანტის განათლება მიღო, ის დაშორდა ოჯახს და გადავიდა შტატის დედაქალაქ ბჰუბანესვარში, სადაც ექიმად გაასაღა თავი, იქვე 2002 წელს დაქორწინდა ექიმზე, მის მეორე ცოლზე. მეორე ცოლის მიტოვების შემდეგ იწყება თაღლითის ბობოქარი თავგადასავლი


”მას შემდეგ, ის იყენებდა რამდენიმე სახელს, როდესაც ეძებდა ცოლებს ინტერნეტში და თან ყოველთვის ექიმად ან პროფესორად წარაგდენდა თავს" ​​- დასძინა სატპატიმ.


image

ასევე იხილეთ

ჩვენში ცნობადი სახე და ამჟამად აშშ-სი მცხოვრები იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ იგი ეძებს იდეალურ მამაკაცს, თუმცა არა თავისთვის, როგორც ჩანს ახლობელისთვის, ამასთანავე ახლად გამომცხვარი მაჭანკალი ირწმუნება, რომ მათი ბედნიერების გარანტიც კი იქნება. "ვეძებ ძა...

პროექტი დამიცავი, პატარა ვარ, რომელიც შექმნილია ორგანიზაცია საფარის" მიერ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით 17 წლის გოგონას ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით: გამარჯობა. ჩემი ისტორია დევს აქ, მაგრამ ბოლო არ დამიწერია... ამიტომ გთხოვთ, წაიკითხოთ... ეს ჯოჯოხეთი ერთი წლის წინ დაიწყო... მაშინ 17-ის ვი...

ისრაელში ქალაქ ბაერ-შევის მცხოვრები ქალი ქმარს ეწუწუნებოდა მოწყენილობისა და დეპრესიის გამო, რომელიც მას ბოლო პერიოდში აწუხებდა. ის ხშირად ოხრავდა და სევდიანად იხსენებდა ბავშვობის დროინდელ ბალეტის გაკვეთილებს. მამაკაცმა ვერ იპოვა ბალეტის კურსები მოზრდილებისთვის, მაგრამ მან მტკიცედ გადაწყვიტა საყვარელი ცოლი დეპრესიისგან ეხსნა, ...

მაშინ 19 წლის იყო კორტნი აირლენდ-აინსვორტი, როდესაც "ინსტაგრამზე"30-მდე ყალბი პროფილი შექმნა, შემდეგ კი პოლიციას განუცხადა, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებების უკან მისი ყოფილი შეყვარებული ლუი ჯოლი იდგა, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. გოგონა ყოფილი შეყვარებულის სახელით საკუთარ თავს მუქარის შემცველ წერილ...

ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი ინციდენტი მოხდა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში. ადგილობრივმა საქორწინო სახლმა უკვე მოახერხა ყველაზე სწრაფი განქორწინების რეგისტრაცია და ძნელად თუ ვინმე შეძლებს ამ რეკორდის მოხსნას, რადგან საქმრო ოფიციალურად დაშორდა პატარძალს ქორწილის დროს, იუწყება გამოცემა Gulf News. ასეთი ელვისებური გაყრას, კო...

1
183
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
183
  
2022, 20 მარტი, 22:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1