x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"6 თვეში ქორწილი მაქვს... არ მინდა გათხოვება, სიკვდილი მინდა"

imageპროექტი „დამიცავი, პატარა ვარ“, რომელიც შექმნილია ორგანიზაცია „საფარის" მიერ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით 17 წლის გოგონას ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით:

გამარჯობა.
ჩემი ისტორია დევს აქ, მაგრამ ბოლო არ დამიწერია... ამიტომ გთხოვთ, წაიკითხოთ...
ეს ჯოჯოხეთი ერთი წლის წინ დაიწყო... მაშინ 17-ის ვიყავი. ჩემს უბანში გოგოები არ იყვნენ და ამიტომ სულ ჩემს ძმასთან და მის მეგობრებთან ერთად ვიყავი და სულაც არ მაწუხებდა ის ფაქტი, რომ გოგო მეგობრები არ მყავდნენ.
ერთ დღეს ჩემმა ძმამ უცხო (19 წლის) ბიჭი მომიყვანა და მითხრა, რომ ეს მისი ახალი მეგობარი იყო და მალე დავმეგობრდებოდით, იმიტომ, რომ ძალიან კარგი ბიჭი იყო.
მეორე დღეს მეგობრობა გამომიგზავნა და მეც დავიმატე. პირველი, რაც მომწერა, ის იყო, რომ შეყვარებული მყავდა თუ არა ბიჭისთვის ნაკოცნი მქონდა თუ არა და ასეთი რაღაცეები. სულ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა და ამიტომაც, მათთან ერთად აღარ დავდიოდი. როგორც ჩანს, ამან ძალიან გააბრაზა და კატეგორიულად მოითხოვდა ჩემს წამოსვლას. მავიწროვებდა... სულ ჩემთან ახლოს ჯდებოდა, წელზე ხელს მხვევდა თუ ამის საშუალება მიეცემოდა, საჯდომზეც. ხმას არ ვიღებდი, რადგან არ მინდოდა, ჩემი ძმა ცუდ მდგომარეობაში ჩამეგდო...
ერთ დღეს, ჩემი ძმა მეგობრებთან ერთად წავიდა ჩხუბზე და მეც მასთან დამტოვა, სამწუხაროდ...
თავიდან გვერდზე მომიჯდა და ლოყაზე მაკოცა. არ მესიამოვნა და გადავჯექი. ძალიან გაბრაზდა და ყვირილი დაიწყო, არაფერი არ მოგწონს და უგულოდ მექცევიო... შემდეგ მომვარდა და ტუჩებში კოცნა დამიწყო. ხელი ვკარი და უკვე გაქცევას ვაპირებდი, რომ ხელი მტაცა პირზე ხელი ამაფარა. საძინებელში შემათრია და საწოლზე დამაგდო, შემდეგ ზევიდან დამაწვა და ყურში მეჩურჩულებოდა "ამის გაკეთებას არ ვაპირებდი, შენ მაიძულე". შემდეგ გაჩერდა და მითხრა "თუ მეტყვი, რომ გიყვარვარ, გაგიშვებ". ვუთხარი, ძალიან ძალიან მიყვარხარ-მეთქი. მან მითხრა, "არ მჯერა საყვარელო, ახლა ჩემგან ვეღარაფერი გადაგარჩენს". გამაუპატიურა და დამემუქრა, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი ჩემს ძმას არ აცოცხლებდა. შემეშინდა... შემდეგ რეგულარულად მაშანტაჟებდა და მასთან დაწოლას მაიძულებდა. ხმას ვერ ვიღებდი...
ერთ დღეს, ჩემი ძმა შემოვიდა და დაინახა როგორ მკოცნიდა. მე, რა თქმა უნდა, ვტიროდი კოცნის დროს. იმ უსინდისომ უთხრა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და იმიტომ ვტიროდი, რომ მეშინოდა, ჩემს ძმას არ გაეგო... ღმერთო, მან თქვა, რომ არა უშავს და ეს არ დაგვემალა, წინააღმდეგი არ იყო... უკვე ყოველთვის შეეძლო ძალადობა... ჩემს ძმასთან მხოლოდ მკოცნიდა, მაგრამ მაშინაც გული მერეოდა... იმ დამპალს მართლა ვუყვარდი (იმიტომ გამაუპატიურა, რომ მე არ მიყვარდა) ჩემთან სახლში მოვიდა და მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა. უარი რომ მეთქვა, ძმა მომკლავდა... დავთანხმდი საცოდავად... 6 თვეში ქორწილი მაქვს... არ მინდა გათხოვება, სიკვდილი მინდა...
შენიშვნა:მთავარი ფოტო პირობითია
0
540
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0