x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
შოთა რუსთაველის 14 აფორიზმი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს!
image

შოთა რუსთაველი- მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.


იხილეთ შოთა რუსთაველის 14 აფორიზმი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

1."უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან"


2.„სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა."

3."რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.“

4.„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი"

5.„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“

6.„ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.“

7.„რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა.“

8.„ბინდისფერია სოფელი ესე თურ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების.“

9.„კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი! არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი! დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.“

10.„არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.“

11.„განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი.“

12.„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი, მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტუ და ძალ-გულოვანი.“

13.„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ებით. უხვად გასცემდი, ზღვათაცა, შესდის და გაედინების.“

14.„ვა სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა შენებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.“

1
1066
3-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
1066
  
2022, 21 თებერვალი, 20:54
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤

№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1