x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
პულპის რეაქტიული ცვლილებები და პულპიტი
პულპის რეაქტიული ცვლილებები

პულპის რეაქტიულ ცვლილებებს მიეკუთვნება:სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის მოშლა, ატროფია, დისტროფია, ნეკროზი, ჰიალინოზი, პულპისშდა კისტები და კალცინოზი.

სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის მოშლა ვითარდება როგორც ადგილობრივ, ისე ზოგადი დარღვევების შედეგად. პულპაში შეიძლება განვითარდეს იშემია, ჰიპერემია, სისხლჩაქცევები, შეშუპება, სისხლძარღვების თრომბოზი და ემბოლია. პულპიტის მიზეზი ხშირად სისხლჩაქცევებია. პულპის ატროფია იწყება
უჯრედების დაზიანებით.

უჯრედების რაოდენობრივი შემცირების ფონზე მკვეთრად იცვლება პულპის შემაერთებელ ქსოვილოვანი სტრომა, რის გამოც პულპა იღებს ბადისებრ შესახედაობას. სტრომაში აღინიშნება კოლაგენური ბოჭკოების მუკოიდური შეშუპება და ფიბრინოიდული ცვლილებები.


ნეკროზი შეიძლება განვითარდეს დახურული ჩირქოვანი პულპიტის დროს. თუ პულპაში კარიესული ღრუდან მოხვდება ანაერობული ფლორა, ყალიბდება პულპის განგრენა. პულპის ჰიალინოზის დროს ზიანდება მისი სისხლძარღვები და კოლაგენური ბოჭკოები. ზოგჯერ პულპაში ჩნდება წვრილი ამილოიდური სხეულაკები. არაიშვიათად პულპაში გვხვდება კალცინოზი. კალციფიკატები აუარესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს პულპაში, ხოლო თან დართული კარიესი აღრმავებს პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობას.

პულპიტი


პულპიტი

პულპიტი არის კბილის პულპის ანთება. პულპიტის მიზეზები მრავალფეროვანია,
თუმცა წამყვანი როლი ენიჭება ინფექციებს. ყველაზე ხშირად პულპიტით რთულდება საშუალო ხარისხის და, უპირატესად, ღრმა კარიესი, როდესაც მიკრობები და მათი ტოქსინები პულპაში აღწევს ან დენტინის გაფართოებული არხების გავლით, ან პირდაპირ კარიესული ღრუს ფსკერიდან მისი პენეტრაციის დროს. იშვიათად, ინფექცია პულპაში შესაძლოა შეიჭრას კბილის აპიკალური ხვრელიდან პერიოდონტიტის, პაროდონტიტისა და პაროდონტული ჯიბის არსებობის დროს, იშვიათად ლიმფო ან ჰემატოგენურად, სეფსისის არსებობისას. პულპიტს იწვევს კბილის ტრავმაც და ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედება კბილზე. იმის გამო, რომ პულპიტი მიმდინარეობს დახშულ სივრცეში, მას ახასიათებს არა ერთი თავისებურება (ვენური შეგუბება, სტაზი და სხვ.), რაც, თავის მხრივ, ამძიმებს ანთებით პროცესს, იწვევს დისტროფიებს და, ხშირად, პულპის ნეკროზს.


ლოკალიზაციის მიხედვით, პულპიტი შესაძლოა იყოს გვირგვინის, ტოტალური და ფესვის, ხოლო მიმდინარეობის მიხედვით – მწვავე, ქრონიკული და ქრონიკული გამწვავებით.



კლინიკურად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მწვავე პულპიტს. იგი მიმდინარეობს რამდენიმე სტადიად და იწყება კეროვანი სეროზული ანთებით, რომლის დროსაც პულპაში ვლინდება მკვეთრად გამოხატული ჰიპერემია და სეროზული შეშუპება. ზოგჯერ აღინიშნება წერტილოვანი სისხლჩაქცევები, აგრეთვე, ნერვული ბოჭკოების მსუბუქი დისტროფია. პროცესი
გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში, რასაც თან სდევს ნერვული ბოჭკოების დისტროფიული ცვლილებების გაღრმავება მიელინის დაშლით. ყალიბდება კეროვანი ან დიფუზური ჩირქოვანი პულპიტი.კეროვანი ჩირქოვანი პულპიტი შემოსაზღვრული პროცესია და ვლინდება პულპის აბსცესის სახით. დიფუზური ჩირქოვანი პულპიტის დროს პროცესი მოიცავს მთელ პულპას, ანუ ყალიბდება ფლეგმონური ანთება. პულპას აქვს მონაცრისფრო შესახედაობა და დაზიანებულია მისი ყველა სტრუქტურული ელემენტი.

კარიესული ღრუს პენეტრაციისას პულპაში შესაძლოა მოხვდეს ანაერობული ფლორა და განვითარდეს პულპის განგრენა. პულპა გარდაიქმნება მონაცრისფრო- შავ, უსტრუქტურო, ფაშარ მასად, რომელიც ზოგჯერ შეიცავს ცხიმოვანი მჟავების კრისტალებსა და პულპის ფესვის ნაწილზე ვითარდება აპიკალური პერიოდონტიტი.

მწვავე პულპიტი გრძელდება 3-6 დღე.

ძირითადი სიმპტომებია:ძლიერი ტკივილი, შეტევითი ხასიათის ტკივილი, ტკივილის გაძლიერება ღამით, გარდა ამისა, ტკივილი ვრცელდება სამწვერა ნერვის ტოტების გასწვრივ.ჩირქოვან ფასაში გადასვლისას ტკივილი ძლიერი და მოპულსირე ხდება.თუ ტკივილი 2 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა დიფუზური ანთების მანიშნებელია.ზოგჯერ მწვავე ანთება გადადის ქრონიკულში და მიმდინარეობს ტალღისებურად გამწვავებისაა და რემისიის მონაცვლეობით.

ქრონიკული პულპიტი ხშირად ვითარდება როგორც დამოუკიდებელი ავადმყოფობა, ზოგჯერ კი არის მწვავე პულპიტის გამოსავალი.

მორფოლოგიური ცვლილებების ხასიათის მიხედვით არსებობს ქრონიკული პულპიტის შემდეგი სახეები: განგრენული, გრანულაციური (ჰიპერტროფიული) და ფიბროზული.



პულპიტის ხშირი გართულებაა პერიოდონტიტი.

მწვავე ნეკროზულ-განგრენული პულპიტიმწვავე ჩირქოვანი პულპიტიქრონიკული განგრენული პულპიტი უსტრუქტურო მარცვლოვანი მასა,  მიკროორგანიზმების გროვებიქრონიკული ფიბროზული პულპიტი პულპის სკლეროზი და ბადისებრი ატროფია,  ფსევდოკისტები,  პეტრიფიკატები,  დენტქრონიკული გრანულაციური პულპიტი ლიმფოციტები,  მაკროფაგები,  ნეიტროფილები,  ანთებითი ჰიპერემია,  ოდონტობლა მკურნალობა: არსებობს ორი მეთოდი-კონსერვატიული და ქირურგიული.

კონსერვატიულისას ნარჩუნდება სიცოცხლის უნარის მქონე ნერვი და პულპა ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების მოქმედებით, ასევე კალციუმის შემცველი პრეპარატებით.
ქირურგიული-გულისხმობს პულპის ამოკვეთას ორი მეთოდით: ვიტალურად ან დევიტალურა. ვიტალური გულისხმობს პულპის ამოღებას ანესთეზიის თანხლებით, ხოლო დევიტალური- პულპის ნერვის სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვით სპეციალური პრეპარატებით და შემდეგ ამოკვეთას.

პულპიტის პროფილაქტიკა არის კარიესის დროული მკურნალობა.

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ჯანაშია ნათია
ჯანაშია ნათია
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0