x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საოცარი საზოგადოება გვყავს, მუდამ ვიღაცის თემა უნდა არჩიონ, მუდამ ვიღაც უნდა ყავდეთ საქებად ან საძაგებლად

image
ქართველ ერს საზოგადოების გარკვეული ნაწილი გვყავს, რომელსაც მუდამ ჭირდება ჭორი თუ მართალი, როგორც ჩანს ეს მათ სასიცოცხლოდ აუცილებელ "სტიმულს" აძლევს.
მესმის უცნობილსი ოჯახია ბაღაშვილების ოჯახი, ამაზე დავაც კი არ შეიძლება, მაგრამ სირცხვილია ხალხო სხვის პირად საქმეში ქექვა და სხვისი პრობლემის ფართოდ ტირაჟირება.
ჩემთვის არაა ცნობილი თუ რამ გამოიწვია ამ ოჯახის დანგრევა, მართლა გული დამწყდა, მაგრამ არაა ეს საკითხი არც ჩემი და არც სხვისი გასარჩევი.
ყვითელ პრესას და "ჭორ-მართლის" გასარჩევად შექმნილ ჯგუფებს ძალიან სერიოზულ თემებზე მომუშვე გამომცემლობები და საიტები დაემატა და არჩევენ თუ ვისი ბრალია ოჯახის დანგრევა.
ბატონმა გიამ და მისმა ყოფილმა მეუღლემ თავად იციან მიზეზები და ვაცალოთ ამ ადამიანებს ოჯახის დანგრევით გამოწვეული ტკივილების მოშუშება, ნუ ვიქექებით სხვის თეთღეულში, როგორც იტყვიან "ყველამ თავის მამიდას მიხედოს".
ამოვიდა უკვე ყელში ამდენი ლანძღვა-გინება რაც ამ ორი ადამიანის მისამართით იწერება, არაა ჩემთვის საინტერესო და არც თქვენთვის უნდა იყოს დიდად საინტერესო სხვისი პირადის გარჩევა.
რატომ ვტკენთ გულს ადამიანებს რომლებსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ?
უამრავი ოჯახი ინგრევა, მაგრამ არ ხდება მათი ოჯახის დანგრევის აფიშირება და ტირაჟირება, რადგან ცნობილი ოჯახია ახლა მთელ ქვეყანას უნდა მოვსდოთ მათი ოჯახის დანგრევის ამბავი?
სირცხვილია ხალხო, სირცხვილი. ყველამ ჩვენს საქმეს და თავს მივხედოთ, საუბედუროდ ეს შემთხვევა არც პირველია და არც უკანასკნელი.
ნუ გააზიარებთ სოციალურ ქსელებში ამ თემას, ჩემი ადამიანური თხოვნაა.



0
71
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
71