x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134644
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
"ამ სტატუსს რომ წაიკითხავ, 10-მდე დაითვალე და კომენტარი მერე დაწერე“ - ვის მიმართავს ვახო სანაია

image


"ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია სახელმწიფოს მიერ რეჟისორ რობერტ სტურუასთვის 1, 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფეისბუქმეგობრებს და არა მხოლოდ მათ საკუთარ თავზე აპრობირებულ ერთ ეფექტურ რჩევას აძლევს:


"არ შეიგინო… არ შეიგინო… არ შეიგინოოო… ამ სტატუსს რომ წაიკითხავ, 10-მდე დაითვალე და კომენტარი მერე დაწერე. არ აჰყვე ემოციებს. მე ასე ვქენი, როცა წერას მოვრჩი.


კიდევ ერთი ბოდვა ქონების მართვის სააგენტოს განცხადებიდან…


ეკონომიკის სამინისტროში რუსთაველის თეატრიდან შუამდგომლობა შემოვიდაო. ეს შუამდგომლობები და კოლექტიური და ანონიმური წერილები ხომ ააღორძინა წულუკიანმა… მოკლედ, მივუბრუნდეთ შუამდგომლობას – ასე და ასეო, სტურუა მაგარი რეჟისორია და მიწის ნაკვეთი მიეცით, რომ სახლი აიშენოსო. დააკვირდით – სახლი აიშენოსო. კარგი. გავყვეთ ამ ლოგიკას…


ჯერ ერთი, მე რატომ უნდა ვიზრუნო მთელი ცხოვრება ფულის მამაძაღლობით შოვნით დაკავებული სტურუას სახლზე, როცა დევნილებს თავზე ენგრევათ ბინები, მაგრამ “ოკ”. უბრალოდ ლოგიკას გავყვეთ. რადგან ეგეთი მაგარი ტიპიაო, მივეცითო მიწა და “ვაბშე” რატომ გიკვირთო. ხომ გახსოვთ, მიწა სახლის ასაშენებლად უნდოდა სტურუას. აბა რა აღმოჩნდა. ეგ მიწა ფიქციურად ვიღაც თავის ტიპს გადაუფორმა და ამ გზით გაყიდა. ამაში მიიღო 221 ათასი დოლარი.


ქონების მართვის სააგენტო ხომ იძახდა, მაგ მიწას სახლის ასაშენებლად ითხოვდაო. ახლა როცა მიწა გაყიდულია, ეს სააგენტო თავის განცხადებაში ლამაზად წერს:


"ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს მათ კომპეტენციას აღარ განეკუთვნება", – წერს ვახო სანაია.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას თბილისში, სოფელ თხინვალაში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველმა" გაავრცელა.


აღნიშნული ფაქტი იმ დოკუმენტებით დასტურდება, რომლის მიხედვითაც, სტურუა საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის მოთხოვნით მიმართავს, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს "ტვ პირველთან" სტურუა სახელმწიფოს მხრიდან მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.






0
313
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
313