x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მექსიკაში სახელმწიფო მოზარდებს 5 წლის ასაკიდან ასწავლის იარაღის გამოყენების წესებს, რათა თავის დროზე შესძლონ ნარკოკარტელებს წინააღმდეგობა გაუწიონ

image საბჭოთა კავშირის დროს დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეებს უტარებდნენ სამხედრო მიმართულების გაკვეთილებს, სადაც მოსწავლეებს მცირე კალიბრიან შაშანასთან და კალაშნიკოვის ავტომატთან ურთიერთობას და მათი მოხმარების წესებს ასწავლიდნენ.
გარდა ამისა მოსწავლეები სამხედრო ნაწილებთან არსებულ პოლიგონის სასროლეთებზე მიყავდათ და სროლითაც ათამდე ტყვიას ასროლინებდნენ კალაშნიკოვის სხვადასხვა მოდიფიკაციის ავტომატიდან.
სამწუხაროდ ეს კარგი საქმე დაიხურა სსრკ-ს დაშლის მერე (არა და რა კარგი საქმე კეთდებოდა ამით), ისე არ გამიგოთ თითქოს სსრკ-ს მივსტიროდე, სსრკ-ს ჰქონდა თავისი დადებითი მხარე, როცა მოსწავლეებს იარაღთან მოპყრობას ასწავლიდნენ.
სადღეიდოს მექსიკაში მოზარდებს 5 წლის ასაკიდან ასწავლიან სანადირო თოფით დაწყებული სხვადასხვა მოდელის და კლასის ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარების წესებს.
თავიდან ამ ინიციატივას საზოგადოება ძალზე უარყოფითად შხვდა, თუმცა მალევე მათვე გამოიჩინეს ინიციატივა რათა პატარა ასაკიდან ესწავლებინათ მოზარდეისათვის ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენების წესები უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
საზოგადოებას ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ უბიძგა მექსიკაში ნარკოკარტელების არსებობამ და მათი მებრძოლების მიერ საზოგადოების მათდამი არალოიალურად განწყობილი ნაწილის გარკვეული ნაწილის ხშირმა მკვლელობებმა.
ამ ბავშვების სახით სახელმწიფო წვრთვნის თაობებს, რომელიც შესძლებს საჭიროებისას ნარკოკარტელის მებრძოლებისაგან თავის და ოჯახის დაცვა შესძლოს და საჭიროებისას შესძლებს სხვების სიცოცხლეც დაიცვას.
სურათები რომელსაც ფოტოკოლაჟის სახით შემოგთავაზებთ მექსიკის გერეროს შტატშია გადაღებული.
ვფიქრობ პრაქტიკულად ომისმდგომარეობაში მყოფი საქართველოს დამამთავრებელ კლასებში სამხედრო თემატიკის გაკვეთილების ჩატარება არ იქნებოდა ურიგო საქმე, თუ მოსწავლეებს პრაქტიკულადაც შეასწავლიდნენ ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობის და გამოყენების წესებს. ამით პრაქტიკულად რეზერვსაც მოვუმზადებდით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს.
imageimage imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



















0
74
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
74