x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
პირის ღრუს სპეციალური მომზადება
პირის ღრუს სპეციალური მომზადება

კბილების ნაწილობრივი დაკაოგვის დროს სპეციალური მომზადება წარმოებს ამ პაციენტებისთვის შედგენილი ორთოპედიული მკურნალობის გეგმის მიხედვით. იგი მოიცავს თერაპიულ, ქირურგიულ და ორთოპედიულ ღონისძიებებს.

სპეციალური თერაპიული ღონისძიებები

სპეციალურ თერაპიულ ღონისძიებებს მიეკუთვნება: კბილების დეპულპაცია.პულპის მოცილება საჭიროა: 1) მაგარი ქსოვილების სქელი შრის მოცილების აუცილებლობის დროს, კბილის მოსამზადებლად ნახევარგვირგვინის, ჩანართის, პლასტმასის, ფაიფური ან ლითონ-კერამიკის გვირგვინისთვის თუ რენტგენოლოგიურად განისაზღვრება კბილის ფართო ღრუ. ამ შემთხვევაში, მაგარი ქსოვილების შემდეგ რჩება დენტინის თხელი შრე, რომელიც ვერ იცავს პულპას.შესაძლებელია, აგრეთვე, პულპის გახსნა; 2) კბილის მნიშვნელოვანი მეზიალური დახრილობის დროს, როდესაც აუცილებელია ხიდისებრი პროთეზის საყრდენი -კბილების პარალელობის შექმნა; 3) ოკლუზიური ზედაპირის დამრღვევი კბილის გვირგვინის მნიშვნელოვანი დამოკლების აუცილებლობის დროს; 4) დაზიანებული პაროდონტის მქონე წინა კბილების გამაგრების წინ, როდესაც საჭიროა კლინიკური გვირგვინის სიმაღლის შემცირება. გარდა ამისა, ამ ჩვენებებს მიეკუთვნება ისეთი ენდოდონტიური მანიპულაციები, როგორიცაა მოდელირების ან კბილის ხელოვნური ტაკვის შექმნის წინ ფესვის არხების გახსნა და გაფართოება.


პირის ღრუს სპეციალური ქირურგიული მომზადება

ეკზოსტოზების მოცილება. ეკზოსტოზები ეწოდება ძვლოვან წარმონაქმნებს ძვლის ზედაპირზე (მათ შორის ალვეოლურ ნაწილზე) და ყბის სხეულზე შვერილების, ბორცვების, მახვილ- და ბლაგვწვერიანი.ქედების სახით, ისინი შედგებიან ღრუბლისებრი და კომპაქტური ქსოვილისგან, აღინიშნება ზედა და ქვედა ყბაზე და არის ალვეოლური ქედის ასაკობრივი ცვლილებების შედეგი.

ზედა ყბაზე ეკზოსტოზები, ძირითადად, მდებარეობს ალვეოლური ნაწილის ვესტიბულურ ზედაპირზე, ქვედაზე - მისი ენისმხრივი ზედაპირის სიმეტრიულად, ხშირად პრემოლარების, იშვიათად სხვა გვერდითი კბილების ან ეშვების მიდამოში. ქვედა ყბის სიმეტრიულად განლაგებული ეკზოსტოზები აღინიშნება კბილების ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის მქონე პაციენტების 5-10%-ში და ეწოდება ქვედა ყბის მორგვები.

ეკზოსტოზების კლინიკურ სურათში მცირეა სიმპტომატიკა, ამიტომ პაციენტები მათი არსებობის შესახებ, ძირითადად, იგებენ ექიმებისგან, რომლებიც ეგზოსტოზებს აღმოაჩენენ პროთეზირების წინ გამოკვლევის დროს ეკზოსტოზები დაფარულია გათხელებული ლორწოვანი გარსით, რომელიც ადვილად წყლულდება პროთეზით ზეწოლის დროს. ამ მიზეზით და, აგრეთვე, იმიტომ, რომ ისინი

ხელს უშლიან პროთეზის ჩასმას, მათ აცილებენ. ეკზოსტოზების მოცილება ქვედა და ზედა ყბაზე ხორციელდება ტრაპეციისებური განაკვეთით, რომლის ფუძეც მიმართულია გარდამავალი ნაოჭისკენ. განაკვეთების ასეთი მიმართულების საშუალებით შესაძლებელია ამოვჭრათ ლორწოვანი გარსის ტრაპეციისებური ნაკვეთიი, რომელსაც ექნება მკვებავი ფეხი.

ალვეოლური ნაწილის რეზექცია. ალვეოლური ქედის რეზექცია საჭიროა მისი პიპერტროფიის დროს, როდესაც იგი იზრდება და ჯირკვდება იმდენად, რომ ხელს უშლის პროთეზირებას. ქედის ნაწილის მოცილების შემდეგ შესაძლებელია პროთეზის ბაზისის ჩასმა. შეცდომის თავიდან ასაცილებლად ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს ზედმიწევნითი კლინიკური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები ახალწარმონაქმნების არსებობის გამოსარიცხად. ალვეოლური ნაწილის მოძრავი ლორწოვანი გარსის მოცილება. ალვეოლური ქედი დაფარულია მცირედმოძრავი ლორწოვანი გარსით, რომელიც მჭიდროდ

არის დაკავშირებული ძვლისსაზრდელასთან. თუმცა, ალვეოლური ნაწილის სწრაფი ატროფიის დროს მის ზედაპირზე წარმოიქმქნება ჭარბი ქსოვილი ქედის სახით, რომლის მფარავი ეპითელიუმის ქვეშაც მდებარეობს კარგად განვითარებული ლორწოვანქვეშა ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილი, ლორწოვანი გარსის მცირე სიმარბისა და ასევე მცირე მოძრაობის დროს პროთეზირება

შესაძლებელია ოპერაციის გარეშე. აშკარად გამოხატული მოძრაობისას ქედი უნდა მოცილდეს სოლისებრი რეზექციით.

ლორწოვანი გარსის იმების მოცილება. განასხვავებენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჭიმების ორ სახეობას. პირველს მიეკუთვნება ენის, ტუჩების, ლოყების ლაგამი, რომელიც ზღუდავს ამ ორგანოების მოძრაობებს. მათი მდებარეობა მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია. ეს ნაოჭები ხელს უშლიან პროთეზირებას მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ემაგრებიან ალვეოლური ქედის მწვერვალს. ლორწოვანი გარსის ჭიმების მეორე სახეობაა სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ნაწიბურები, რომლებიც ვითარდება დამწვრობების, ნეკროზებისა და სხვა პათოლოგიური პროცესების შემდეგ, ნაწიბუროვანი ჭიმები სერიოზული დაბრკოლებაა მოსახსნელი პროთეზებით პროთეზირების დროს.

საპროთეზო სარეცელზე ან მის საზღვარზე მდებარე შეცვლილი ქსოვილების ნაწიბურების მოცილება რთულია. მათიი ჩვეულებრივი ხაზოვანი დასერვა ჭრილობის კიდეების შემდგომი დაახლოებით, სრულდება ახალი ნაწიბურის წარმოქმნით, რომელიც კიდევ უფრო მეტად ართულებს პროთეზირებას. ლორწოვანი გარსის იმ ნაწიბუროვანი ჭიმებისა და ლაგამების მოცილება, რომლებიც ხელს უშლიან პროთეზირებას, შესაძლებელია სამი მეთოდით: ადგილობრივი ქსოვილების პლასტიკით, კანის თავისუფალი გადანერგვით ან ნაწიბურების ამოკვეთით (ჭრილობის შემდგომი ეპითელიზაციით პროთეზის ქვეშ).ნაწიბურების ამოკვეთის დროს ადგილობრივი ქსოვილებით პლასტიკა ხორციელდება სხვადასხვა მეთოდით, ისინი ყოველთვის არ იძლევიან კარგ შედეგებს.უფრო ეფექტურია კანის თავისუფალი გადანერგვა ტირშის მეთოდით.

სასის მორგვის მოცილება. მოზრდილებში სასის ნაკერის გამობურცული ფორმის დროს ვითარდება მორგვი - სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის მკვრივი ძვლოვანი შვერილი, რომელიც ხშირად დაფარულია გათხელებული ლორწოვანი გარსით.თუ სასის მორგვი (ტორუსი) ხელს უშლის პლასტმასის პროთეზით პროთეზირებას (რომელიც მასზე ბალანსირებს, იწვევს ნაწოლებს, ხოლო პროთეზის სხვაკონსტრუქცია მიუღებელია) მაშინ მორგვს აცილებენ. თუმცა, ეს ძალიან იშვიათად ხდება.პირის ღრუს პროთეზირებამდე ჩასატარებელ სპეციალურ ქირურგიულ ღონისძიებებს, აგრეთვე, მიეკუთვნება: ანომალურად მდებარე ან გადანაცვლებული კბილების ამოღება მაშინ, როდესაც მათი კონსერვატიული თერაპია უშედეგოა; ალვეოლოპლასტიკა; პირის ღრუს ფსკერის ჩაღრმავება; გინგივექ-ტომია; იმპლანტაცია და სხვ.

პირის ღრუს სპეციალური ორთოპედიული მომზადება

კბილთა მწკრივების დეფორმაციები, ძირითადად, ართულებენ, ზოგჯერ კი შეუძლებელს ხდიან პროთეზირებას. კბილ-ალვეოლური დაგრძელების დროს კბილები აღწევენ მოპირდაპირე ყბის ალვეოლური ნაწილის ლორწოვან გარსამდე და ამით ამცირებენ სივრცეს პროთეზისთვის. მეზიალური გადანაცვლების დროს კბილის გადახრა დეფექტის მხარეს არღვევს კბილების პარალელობას და ართულებს პროთეზირებას. ოკლუზიური ზედაპირების უმნიშვნელო დეფორმაციებმა შეიძლება ხელი არ შეუშალოს პროთეზირებას. ღრმა დარღვევების დროს კი პროთეზირება შეუძლებელია წინასწარი სპეციალური ორთოპედიული მომზადების გარეშე.

კბილთა მწკრივების ოკლუზიური ზედაპირების დეფორმაციებს აცილებენ ალვეოლათაშორისი სიმაღლის გაზრდის, წამოწეული და გადახრილი კბილების დამოკლების, სპეციალური აპარატ-პროთეზებით კბილების გადანაცვლების(ორთოდონტული მეთოდი), წინასწარი კომპაქტოსტეოტომიის შემდეგ დასაკბეჩი პროთეზებით კბილების გადანაცვლების (აპარატურულ-ქირურგიული მეთოდი), წამოწეული კბილების ამოღებისა (ქირურგიული მეთოდი) და სპეციალური პროთეზირების გზით.მეთოდის არჩევა დამოკიდებულია დეფორმაციის ხასიათზე, გადანაცვლებული კბილების პაროდონტის მდგომარეობაზე, პაციენტის ასაკსა და მის ზოგად სტატუსზე.

ოკლუზიური ზედაპირის გასწორება ალვეოლითაშორისი სიმაღლის მომატების გზით.

მეთოდი მიზანშეწონილია ვერტიკალური გადანაცვლების სუსტად გამოხატული ფორმის დროს, შემცირებული ალვეოლათაშორისი სიმაღლით. ამ უკანასკნელის გაზრდა ხორციელდება ხელოვნური გვირგვინების, ხიდისებრი და სხვა პროთეზების ხარჯზე. ალვეოლათაშორისი სიმაღლის მომატების მეთოდს არჩევენ კონკრეტული კლინიკური სურათის შესაბამისად. არსებობს ზოგადი წესები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება უხეში შეცდომების თავიდან აცილება (მაგ.: ალვეოლათაშორისი სიმაღლის ერთმომენტიანი გაზრდა არ უნდა მიმდინარეობდეს კბილების 1-2 მმ-ზე მეტად დაცილებით).უფრო მეტი დაცილება ნებადართულიია, თუ აღინიშნება ალვეოლათაშორისი სიმაღლის მნიშვნელოვანი შემცირება სახის ქვედა ნაწილის სიმაღლის შეცვლით (მაგ. : კბილების მომატებული ცვეთის დროს). ამის გაკეთება საჭიროა ორ ეტაპად, რათა თავიდან ავიცილოთ საფეთქელ-ქვედაყბის სახსრისა და საღეჭი კუნთების (ტკივილი, კუნთების გადაღლა და სხვ.) უსიამოვნო გართულებები.ალვეოლათაშორისი სიმაღლის გაზრდა არ უნდა მიმდინარეობდეს შენარჩუნებულ კბილებზე მრავლობითი კონტაქტების დაკარგვით და ქვედა ყბის მოსვენების მდგომარეობაში კბილთა მწკრივების დაშორების აღკვეთით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალვეოლათაშორისი სიმაღლის შემანარჩუნებელი კბილები აღმოჩნდება ფუნქციური გადატვირთვის მდგომარეობაში.

ოკლუზიური ზედაპირის გასწორება კბილების დამოკლების გზით. ეს მეთოდი მიეკუთვნება კბილთა მწკრივების ოკლუზიური ზედაპირის დეფორმაციების გასწორების უფრო მარტივ მეთოდებს. კბილის დამოკლების სიდიდის საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი არ არის მხოლოდ პირის ღრუს გამოკვლევა. უნდა მოხდეს არტიკულატორში დამაგრებული დიაგნოსტიკური მოდელების შესწავლა.კბილების სხვა ზედაპირების დამოკლება ან პრეპარირება ხორციელდება პულპის შენარჩუნებით ან მოცილებითა მცირე დამოკლება, რომელიც არ სცილდება კბილის ბორცვებს და არ არის ძლიერ მტკივნეული, შესაძლებელიაპულპის შენარჩუნების დროს, საჭიროების დროს აუცილებელია კბილის მაგარი ქსოვილების მნიშვნელოვანი შრის აღება და პულპის მოცილება. ახალგაზრდა პაციენტებს პულპას აცილებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ოკლუზიური ზედაპირის რღვევის შეჩერება შეუძლებელია ორთოდონტული გზით. იმ კბილებისთვის, რომლებმაც რაიმე მიზეზით ადრე დაკარგეს პულპა, დამოკლება გართულებების გარეშე ხდება. დამოკლების შემდეგ კბილებს ფარავენ ხელოვნური გვირგვინით.

ოკლუზიური დარღვევების გასწორების ორთოდონტული (აპარატურული) მეთოდი კბილთა მწკრივების დეფორმაციის დროს. კბილების მაგარი ქსოვილების შრის მოცილება, აგრეთვე, პულპის ამპუტაცია და ექსტირპაცია უვნებელი მანიპულაციები არ არის. ამიტომ გამოიყენება ოკლუზიური დარღვევების გასწორების ორთოდონტული მეთოდი, რადგან ამ დროს არა მხოლოდ ნარჩუნდება კბილები, არამედ ხდება ალვეოლური ნაწილისა და ოკლუზიური ურთიერთმიმართების ეფექტური გარდაქმნა. ოკლუზიური ზედაპირის დეფორმაციის სასინააღმდეგოდ იყენებენ სპეციალურ პროთეზებს. ისინი შეიძეება იყოს მოსახსნელი და მოუხსნელი. მოსახსნელი დასაკბეჩი პროთეზი არის კლამერული სამაგრების მქონე პლასტმასის პროთეზი . ხელოვნური კბილების ჩაყენებისას უმატებენ ალვეოლათა შორის სიმაღლეს ისე, რომ მათთან კონტაქტშია მხოლოდ გადანაცვლებული ანტაგონისტები. მზა დასაკბეჩ პროთეზს ამოწმებენ შეთანასოვნების დაშორების ხარისხზე და პაციენტს ასწავლიან მის გამოყენებას. მეორე და შემდეგ დღეებში შეასწორებენ პროთეზის ნაკლს, ხოლო პაციენტსაკვირდებიან 2-3 დღეში ერთხელ. შემდეგ საკონტროლო ვიზიტები ხორციელდება 2 კვირაში ერთხელ. პროთეზის ჩასმის შემდეგ კონტაქტში იმყოფება მხოლოდ ის კბილები, რომლებიც გადანაცვლდებიან. ყველა სხვა გამოთიშულია ოკლუზიიდან. კონტაქტში მყოფი კბილების პაროდონტი განიცდის გადატვირთვას, რის შედეგადაც ხდება ალვეოლური ქედის გადაწყობა. ამას საფუძვლად უდევს ატროფიული მოვლენები, რასაც თან ახლავს ღრუბლისებრი ნივთიერების ძვლოვანი ხარიხებისგათხელება და მათი გადაჯგუფება. ალვეოლური ნაწილი მოკლდება და მასთან ერთად გადანაცვლდება კბილები. კლინიკურმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ დასკბეჩი პროთეზის ბაზისის ზემოქმედებით ხდება უკბილო ალვეოლური ქედის ატროფიაც . მავთულოვანი კლამერებით პროთეზის ფიქსაციის დროს ატროფია აღინიშნება ბაზისის მთელ ზედაპირზე, ხოლო საყრდენ-დამჭერი კლამერებით ფიქსაციის დროს იგი უფრო მეტად არის გამოხატული დისტალურ ნაწილში. ამიტომ, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ საყრდენ-დამჭერ კლამერებს. გარკვეული დროის შემდეგ პროთეზის ხელოვნურ კბილებზე წააცხებენ სწრაფად გამყარებად პლასტმასას და ამგვარად კვლავ.ზრდიან ალვეოლათაშორის სიმაღლეს. ასე იქცევიან, ვიდრე ალვეოლური ქედის გარდაქმნა არ გამოიწვევს კბილთა მწკრივების ოკლუზიური ურთიერთმიგამოიყენება ოკლუზიური ურთიერთმიმართების გარდასაქმნელად კბილთა წკრივების, როგორც ჩართული, ასევე, დაბოლოებითი დეფექტების დროს.

ჩართული დეფექტების მიდამოში ოკლუზიის დარღვევის დროს 1-2 კბილის მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება სპეციალური ხიდისებრი პროთეზის დახმარებით, ხიდისებრი პროთეზებისთვის საყრდენი კბილები არ საჭიროებენ პრეპარირებას, ხოლო ხელოვნური გვირგვინების კიდეები არ შედიან ღრძილის ჯიბეში. ალვეოლათაშორისი სიმაღლის გაზრდა ხორციელდება ხიდისებრი პროთეზის შუა ნაწილზე, რომელიც ჩამოსხმულია ბადის სახით, რომელზეც ამაგრებენ პლასტმასის კბილებს. ალვეოლათაშორისი სიმაღლის განმეორებითი მომატება ხორციელდება სწრაფად გამყარებადი პლასტმასის შრის წაცხებით პროთეზის შუა ნაწილზე.

ოკლუზიური ზედაპირების დამრღვევი კბილების მდებარეობის შესაცვლელად საჭირო დრო დამოკიდებულია კბილთა მწკრივიბის დეფორმაციის ხარისხზე, გადანაცვლებული კბილების რაოდენობაზე, მათი პაროდონტისა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასაკს: რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, მით უფრო სწრაფად ხდება დეფორმაციის გასწორება.

მოხუცებულ და ხანდაზმულ ასაკში ოკლუზიური შეთანასოვნების გარდაქმნა ხდება ნელა და ხშირად წარუმატებლად. ამიტომ 40-50 წლის და უფროს ასაკში უმჯობესია უფრო რადიკალური მეთოდება.

ასაკის გარდა, მნიშვნელოვანია კბილების მდგომარეობაც. თანაბარი პირობების, კერძოდ: ერთნაირი ასაკის, გადანაცვლების ხარისხის, კბილების რაოდენობისა და პაროდონტის მდგომარეობის დროს, კბილების მდებარეობის შეცვლა ზედა ყბაზე უფრო სწრაფად ხდება. შეიძლება შეიქმნას სიტუაციაბი, როდესაც ოკლუზიური ზედაპირის დეფორმაციის აღკვეთა ვერ ხერხდება. აღნიშნულ მეთოდს შეიძლება ვუწოდოთ აპარატურილი, რადგან კბილების მდებარეობის შეცვლა ხდება აპარატ-პროთეზების საშუალებით. ამავდროულად, სრული უფლება გვაქვს მას ვუწოდოთ ფუნქციურიც, რადგან კბილების მდებარეობა და ალვეოლური ნაწილის სიდიდე იცვლება ფუნქციის შეცვლის მიხედვით. იმის გამო, რომ მსგავსი მეთოდი ხშირად გამოიყენება ორთოდონტიაში, სადაც კბილების მდებარეობა იცვლება ფუნქციური მოქმედების აპარატებით, აღნიშნულ მეთოდს უნდა ვუწოდოთ ორთოდონტული.

ოკლუზიის გასწორების კომბინირებული (აპარატურულოქარურგოვლი) მეთოდ კბილთა მწკრავების დეფორმაციების დროს.

ხანგრძლივმა მკურნალობამ, შესაძლო წარუმატებლობებმა გვაიძულა გვეძებნა მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა კბილების გადანაცვლების დაჩქარება და შედეგის მიღება იქ, სადაც ადრე ვერ ხერხდებოდა. ამ ძიებამ მიგვიყვანა ახალი მეთოდის შემუშავებასთან, რომელსაც ეწოდა აპარატურულ-ქირურგვიული. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ცნობილია, რომ ძვლის მეტ-ნაკლებად რბილი ნაწილი არის მისი ზედაპირული შრე - კომპაქტური ფირფიტა. ამ ფირფიტის შესასუსტებლადგამოიყენება კომპაქტოსტეოტომია .მეთოდი ითვალისწინებს პაციენტის თანმიმდევრულ კლინიკურ გამოკვლევას.უნდა გამოირიცხოს ქირურგიული ჩარევისთვის ხელშემშლელი ყველა პირობა, ზოგადის გარდა, აწარმოებენ ადგილობრივ გამოკვლევას კბილების, ალვეოლური ნაწილის დეფორმაციის მიდამოს რენტგენოგრაფიით, ყბების დიაგნოსტიკური მოდელების შესწავლით.პაციენტის გამოკვლევის შედეგების, მისი ფსიქიკის თავისებურებების, ოპერაციის მოცულობის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს ჩარევის ადგილის სა-კითხი. ხშირად ოპერაციებს აწარმოებენ ამბულატორიულ საოპერაციოებში და საჭიროა მხოლოდ იმ აპაციენტის ჰოსპიტალიზაცია, რომლებსაც სჭირდებათ სპეციალური მედიკამენტური მომზადება. მსგავსი საკითხის გადაწყვეტის დროს მნიშვნელოვანია, როგორც პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ასევე, დეფორმაციის ხასიათი, მისი ლოკალიზაცია (ზედა ან ქვედა ყბა), პაციენტის ასაკი. კომპაქტოსტეოტომიის უკუჩვენებები ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი ქირურგიული დახმარების დროს და, რაც ვერ მოცილდება წინასწარი მომზადებით. ოპერაციის ადგილობრივი უკუჩვენებებია პაროდონტოპათიები, კბილ-ალვეოლური დაგრძელების მეორე ფორმა, რომლის დროსაც აღინიშნება გადანაცვლებული კბილების ყელისა და ფესვების გაშიშვლება, მწვერვალის პაროდონტის ქრონიკული ანთების კერები, გადანაცვლებული კბილების ფესვების გვირგვინის კონვერგენცია, გადანაცვლებული კბილების ბლოკირება მეზობელი კბილებით.კომპაქტოსტეოტომია მდგომარეობს შემდეგში: ადგილობრივი გაუტკივარების შემდეგ, ღრძილის კიდიდან 0, 5 სმ დაშორებით აკეთებენ ალვეოლური ნაწილის ლორწოვანი გარსისა და ძვლისაზრდელას П-მაგვარ ან კუთხის განაკვეთს. ზედა ყბის აღნიშნული П-მაგვარი განაკვეთები უზრუნველყოფენ ფართო მიდგომას საოპერაციო ველთან, მაგრამ მოსახერხებელი არ არის დისტალური განაკვეთის ვესტიბულური მხრიდან ნაკერების დადების სირთულის გამო.უპირატესობა ენიჭება კუთხის განაკვეთს (განსაკუთრებით თუ გადანაცვლებული კბილების უკან მდებარეობს სწორ ოკლუზიაში მყოფი მოლარები). საოპერაციო ველის მცირე ხილვადობისას შეიძლება ვერტიკალური განაკვეთის გატარება. ქვედა ყბაზე კუთხის განაკვეთები, გაივლიან გვერდითი კბილების ღრძილის კიდის ქვემოთ და აფართოებენ საოპერაციო ველის მცირე ფართობს, რომელიც ქვემოდან შემოსაზღვრულია ყბა-ინის კუნთით.ამ კუნთის აშრევება მიზანშეუწონელია შესაძლო პოსტოპერაციული გართულებების გამო. ამიტომ, ქვედა ყბაზე უფრო მოხერხებულად ითვლება ორიზონტალური განაკვეთი კბილთაშორის დვრილებზე, თუმცა, მისი ნაკლია ის, რომ ნაფლეთის დამოკლება იწვევს კბილების ყელის რამდენადმე გაშიშვლებას. ზედა და ქვედა ყბებზე ვერტიკალური განაკვეთები ტარდება ისე, რომ ალვეოლური ნაწილის ლორწოვანი გარსის განაკვეთის ხაზი არ უნდა დაემთხვეს კორტიკოტომიის ხაზს. ამით თავიდან ავიცილებთ ძვლოვანი ჭრილობის ინფიცირებას იმ შემთხვევაში, როცა ნაკერის ხაზზე ლორწოვანი ნაფლეთების კიდეები არ იქნება ერთმანეთთან მჭიდროდ მიკავშირებული. ცნობილია კომპაქტოსტეოტომიის ორი მეთოდი: ხაზობრივი და დაცხრილული .ძნელია ვისაუბროთ რომელიმე მეთოდის უპირატესობაზე. მეთოდის არჩევა დამოკიდებულია გადანაცვლებული კბილების მოძრაობის მიმართულებასა და ანატომიურ-ტოპოგრაფიულ პირობებზე. ხაზობრივი კომპაქტოსტეოტომიის დროს კომპაქტურ ფირფიტას ხსნიან ბურღებით ვესტიბულური და სასის მხრიდან П-მაგვარად ღრუბლისებრი ნივთიერების გაშიშვლებამდე . ზედა ყბაზე კომპაქტოსტეოტომიის განივი ხაზი მდებარეობს ფესვების მწვერვალების პროექციის ზემოთ და დაახლოებით უტოლდება სიდიდეს, რომელზეც მოხდა გადანაცვლება. იმის გამო, რომ სასის ფესვები დაფარულია კომპაქტური ფირფიტის სქელი შრით, ბურთისებრი ბურღით სასაზე დამატებით აკეთებენ რამდენიმე ნახვრეტს ჭადრაკულად (მას დაცხრილულ კომპაქტოსტეოტომიას უწოდებენ).ქვედა ყბაზე ვესტიბულური და ენისკენა მხრიდან საჭიროა კომბინირებული კომპაქტოსტეოტომია, ენის მხრიდან კომპაქტოსტეოტომიის ჰორიზონტალური ხაზი გაივლის ყბა-ინის კუნთის მიმაგრების ხაზის ზემოთ. ფესვების ზედაპირულობის შემთხვევაში (მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად) ჰორიზონტალური კომპაქტოსტეოტომია ენის მხრიდან არ კეთდება, შემოიფარგლებიან მხოლოდ ვერტიკალურით. ნაკერებს ადებენ ჩვეულებრივად. პროთეზს ამზადებენ წინასწარ, ადრე აღწერილი მეთოდით. უმჯობესია ოპერაციამდე მხოლოდ პროთეზის ბაზისის დადება, ოკლუზიის დამაცილებელი კბილების გარეშე. პროთეზთან შეგუების შემდეგ აწარმოებენ კბილების ჩასმას. პროთეზის ჩასმა ხორციელდება ოპერაციიდან მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ, როდესაც ჩაცხრება ოპერაციის შემდგომი შეშუპება. კბილთა მწკრივების დეფორმაციის მქონე პაციენტების პროთიზირების დროს იყენებენ მოსახსნელ და მოუხსნელ პროთეზებს.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ქათამაძე
ანა ქათამაძე
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0