x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ნეილონის პროთეზი
  • პროთეზირება და მისი სახეები
კბილების პროთეზირება ორთოპედიის ნაწილია, რომელიც აღადგენს დაკარგულ კბილებს. პროთეზირება ეხება როგორც ადამიანის ესთეტიკურ მხარეს, ასევე მისი კბილებისა და ორგანიზმის ჯანმრთელობას მთლიანობაში. პროთეზის ორი სახე არსებობს მოსახსნელი და მიოუხსნელი.მოუხსნელი პროთეზები მაგრდება სპეციალური სტომატოლოგიური ცემენტით ერთხელ და მრავალი წლის მანძილზე. მოუხსნელი პროთეზირება გამოიყენება, როდესაც ყბა-კბილოვანი სისტემა ჯერ კიდევ საკმაოდ მყარია. მისი დადებითი მხარეა მაქსიმალური კომფორტი გამოყენების დროს და საიმედოობა.

  • რა არის მოსახსნელი პროთეზი
მოსახსნელი პროთეზები გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს დაკარგული აქვს კბილების უმრავლესობა ან ისინი საერთოდ აღარ ქვს. მოსახსნელ კონსტრუქციებს ამზადებენ ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ მეზობელ კბილებს შორის მანძილი ძალიან დიდია ხიდის დასაყენებლად.მოსახსნელი პროთეზის ერთ-ერთი სახე არის ნეილონის პროტეზები.

  • ნეილონის პროთეზი
ნეილონი ნახევრადგამჭვირვალე ელასტიური მასალაა, რომლიც კარგ იმიტაციას უკეთებს პირის ღრუს ლორწოვან გარსს. ნეილონის პროთეზები წარმოდგენილი იყო ჯერ კიდევ 1953 წელს აშშ-ში, მაგრამ ფართო გავრცელება მოგვიანებით ჰპოვა.ახალი თაობის ძალიან მსუბუქი და ელასტიური კბილის ასეთი პროთეზებით აღდგება კბილთა მწკრივის მთლიანობა მეზობელი ჯანმრთელი კბილების მოქლიბვის გარეშე. ისინი უფრო კომფორტულია და ნაკლებად ჩანს ვიდრე მათი წინამორბედები - აკრილის მოსახსნელი პროთეზები. გარდა ამისა, ისინი განსხვავდებიან უკუჩვენებების მინიმალური რაოდენობით და პრაქტიკულად არ იწვევს ალერგიის გამოვლინებას.

  • ნეილონის პროთეზის დადებითი მხარეები

ფიქსაციის მომენტი ნეილონის პროთეზებს უკეთესი აქვთ ვიდრე მათ აკრილის ანალოგებს. მნიშვნელოვანია ესთეტიკა. ნეილონის პროთეზები ნახევრადგამჭვირვალეა და მისი საფიქსაციო ელემენტები – დენტაალვეოლური კლამერები – თითქმის შეუმჩნეველია. ბაზისისა და კლამერების ფერი ირჩევა ღრძილის ფერიდან გამომდინარე.მომავალი პროთეზის ფორმა და დიზაინი დგება ღრძილის აგებულებიდან გამომდინარე. ყველაფერი ეს საშუალებას იძლევა, პროთეზი გავხადოთ შეუმჩნეველი. ნეილონის პროთეზს აქვს გამჭვირვალე ვარდისფერი ღრძილის ტიპის სამაგრები, რომელსაც ასევე აქვს ელასტიურობა. და ეს ამაგრები თავსდება კბილის არა ყელის მიდამოში, არამედ შენარჩუნებლი კბილების გარშემო ღრძილზე. ამრიგად, სამაგრები აბსოლუტურად უხილავია პირის ღრუს ვარდისფერი ლორწოვანი გარსის ფონზე.აქვთ სტატიკური და დინამიკური ცვეთის დაბალი კოეფიციენტი, სტაბილური პარამეტრები, დამახსოვრების მაღალი ელასტიური უნარი და ბიოთავსებადობა. თავის მახასიათებლებს ინარჩუნებენ სხვადასხვა პირობებში, მათზე უარყოფითად არ მოქმედებს მაღალი ტენიანობა, ქიმიური ნივთიერებები და მუდმივი ციკლური დაძაბულობა.არ საჭიროებს გასაკუთრებულ მოვლას და მასთან შეგუება ადვილია. ჰიპოალერგიული მასალაა, იგი არ იწვევს ალერგიას ისეთ ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა აკრილზე, ვინილზე, ლატექსზე და სხვადასხვა ლითონებზე. ნეილონის პროთეზი ერთადერთი გამოსავალია მათთვის ვინც იტანჯება ალერგიით და მათთვის ვისაც არ სურს ორგანიზმში ალერგენების დაგროვება.ნეილონის პროთეზების უნიკალურობა მდგომარეობს მასში, რომ ნაკლული კბილების აღსადგენად არ საჭიროებს გვერდზე მდომი კბილების დაქლიბვას და დამუშავებას. ნეილონის პროთეზი მკვრივია და უძლებს დიდ დატვირთვას. მისი გატეხვა საკმაოდ ძნელია, ამასთან პროთეზი პლასტიური, რბილი და მსუბუქია, რის გამოც მათგან გამოწვეული დისკომფორტი მინიმალურია შეგუების პერიოდში. ნეილონი აბსოლუტურად არა ჰიგროსკოპიული ნივთიერებაა – იგი არ იწოვს წყალს და სუნებს, ე.ი. იგი დაცულია დაავადების გამომწვევი მიკრობებისაგან.რბილი ნეილონის პროთეზები თანაბრად ანაწილებენ საღეჭ დატვირთვას და არ აწვებიან დარჩენილ კბილებს. ამიტომ მათი გამოყენება შეუძლიათ პაროდონტიტით დაავადებულ პაციენტებსაც, როგორც მაშინირებელი კონსტრუქციის ერთ-ერთი ელემენტი.

  • ნეილონის პროთეზის უარყოფითი მხარეები
ნეილონის პროთეზებს აქვთ მნიშვნელოვანი ნაკლი. სამწუხაროდ, პროთეზის ელასტიურობა დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაჩქარებული ატროფიის მიზეზი. შეიძლება წარმოიქმნას ნაწოლი, რის გამოც პაციენტი ხშირად მიმართავს ექიმს.ნეილონის პროთეზები პრაქტიკულად არ ექვემდებარება შეკეთებას, მათი გაწმენდა ძნელია – ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი და პასტა მათ ზედაპირზე ღრმა ნაკაწრებს ტოვებს, რაც ნადების დაგროვებას იწვევს.ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ცუდი სუნი ან ანთება.ნეილონის პროთეზების მნიშვნელოვანი ნაკლია ისიც, რომ ისინი კბილებს გადასცემენ მხოლოდ ჰორიზონტალურ დატვირთვას, ბუგელისებური პროთეზები კი გადასცემენ ვერტიკალურსაც.ნეილონის პროთეზები საკმაოდ ძვირია, ახალი პროდუქტია ბაზარზე და ძნელია მათი შეძენა. ბაზის მომატებული მოქნილობის გამო, იგი თანდათან იცვლის ფორმას მუდმივი საღეჭი დატვირთვის გამო. და უკვე ვერ შეუძლია უზრუნველყოს ღეჭვითი დატვისთვის თანაბრად განაწილებას .დაყენების შემდეგ, არაპროგნოზირებადი დეფორმაციების გამო შეიძლება მას დასჭირდეს მრავალჯერადი გამოსწორება.ყოველივე ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ნეილონი აკრილისა და ბუგელისებური პროთეზების ღირსეული შემცვლელი არ არის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნეილონის პროთეზების გამოყენება გამართლებულია, ზოგიერთში კი არა. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში კი დაგეხმარებათ ექიმი.

  • მეილენის პროთეზების ჩვენებები და უკუჩვენებები
პროთეზირების ეს ვარიანტი რეკომენდებულია მათთვის ვისაც არ სურს:

1.დაიმუშაოს (დაიქლიბოს) კბილები გვირგვინების, ხიდების და ა.შ. ქვეშ; 2.ჩაიტაროს კბილების იმპლანტაცია; 3.ჰქონდეს ლითონის, უშნო კლამერები პირის ღრუში; 4.ჰქონდეს თუნდაც მცირეოდენი ალერგიული რეაქციები ან გალვანიზმი (რეაქცია სხვადასხვა ლითონებზე) 5.აქვს პაროდონტიტი 6. კბილების ნაწილობრივი არარსებობა, 7. კერამიკული გვირგვინები ფინანსურად მიუწვდომელია 8.დიდი ტეპექტების დროს

  • უკუჩვენებები
1.ლორწოვანი გარსის მაღალი ატროფიის დროს. უკვე ვთქვით, რომ ნეილონის პროთეზები იწვევს ლორწოვანი გარსის ატროფიას დაახლოებით 1 მმ წელიწადში (5 მმ 5 წელიწადში).და თუ ჩვენ გავაკეთებთ ნეილონის პროთეზებს მივიღებთ უპრო ცუდ მდგომარეობას. 2.კბილების მორყევის და ღრძილების ანთების დროს. ფაქტია, რომ ნეილონის პროთეზის სამაგრები ზუსტად ეკიდება ღრძილებს შენარჩუნებული კბილების გარშემო და უზრუნველყოფს მათ დატვირთვას. ანთებითი ღრძილების დატვირთვა გამოიწვევს ანთების მომატებას და ძვლის ქსოვილის სწრაფ ატროფიას კბილების გარშემო, ამ კბილების მორყევის ზრდას. 3. სტომატოლოგიური ხასიათის მწვავე ანთება, საყრდენი კბილების დაბალი გვირგვინების დროს

  • პროთეზირების კლინიკური ეტაპები
ნეილონის პროთეზების დამზადების პროცესს ორი-სამი კვირა სჭირდება. ეს ხდება ასე:

1. ანაბეჭდის აღება 2. ცენტრალური ოკლუზიის განსაზღვრა, ასევე კბილების ფერის, ფორმის და ზომის განსაზღვრა 3. პროთეზის კონსტრუქციის მორგება სანთლის ბაზისზე 4. პროთეზის ჩასმა 5. საკონტროლო დაათვალიერება 6. პროთეზის კორექცია

იღებენ ასევე კომპიუტერის დამატებით სურათებს - ისინი საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად განვსაზღვროთ პირის ღრუს კონფიგურაცია და შევამციროთ შემდგომი შესწორებების რაოდენობა.პირველი ვიზიტის დროს ექიმი ამზადებს პაციენტის ყბის ანაბეჭდს, რის შემდეგაც მიაქვს ლაბორატორიაში, სადაც სადაც კეთდეს ნეილონის პროტეზი, სტომატოლოგიური ტექნიკოსი ქმნის თაბაშირს ყბის მოდელზე იქმნება პერსონალური დიზაინი მიღებული მოდელის საფუძველზე, პაციენტის მეორე ვიზიტის დროს სპეციალისტი აყენებს პროდუქტს, არეგულირებს მას და აწვდის ინფორმაციას თუ როგორ უნდა შეინახოს ნეილონის პროთეზები და პროთეზირების შემდეგ პირის ღრუს ჰიგიენა შევინარჩუნოს.

  • ნეილონის პროთეზის ფიქსაციის გზები
1.თუ პროთეზი ნაწილობრივია და მხოლოდ რამდენიმე დაკარგული კბილს ჩაანაცვლებს, პირის ღრუში სტრუქტურის დასაყენებლად, ნაწილობრივ მოსახსნელ მოდელზე არის პეციალური სამაგრები ვარდისფერი სილიკონისგან დამზადებული ნახევარწრიული ფორმით. ისინი საიმედოდ აფიქსირებენ პროთეზს საყრდენ კბილებზე და მათ, თავის მხრივ, არ ექვემდებარება წინასწარი მომზადება. 2.თუ პროთეზი ცვლის კბილების სრულიად დაკარგულ რიგს, ნეილონის პროტეზები ფაქტიურად ეწებება პირის ღრუს რბილ ქსოვილებს, ე.ი. ისინი ერთვის მხოლოდ ღრძილებს..ეს უზრუნველყოფს საკმარის ძალას, ხოლო შეწოვის ეფექტის გამო უკეთესად იჭერს პროთეზსს. პროთეზიის ფიქსაცია შეისაძლებელია ასევე ყბაში მოთავსებულ იმპლანტებზე.ამ შემთხვევაში, ძვალში მოთავსებულია რამდენიმე ინბლანტი, რომელზეც მიმაგრებულია პროთეზი. იმპლანტანტები თანაბრად ანაწილებენ ძვლის დატვირთვას და აუმჯობესებენ ფიქსაციას.

  • როგორ შევინარჩუნოთ პროთეზის პირვანდელი სახე
ნეილონის პროტეზების ტარება შესაძლებელია როგორც დღისით, ასევე ღამით ძილის დროს. მათი ამოღება საჭიროა მხოლოდ ჰიგიენური დასუფთავების მიზნით. უპირველეს ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ ჭამის შემდეგ ყოველთვის, სტრუქტურა უნდა გაირეცხოს უბრალო წყლით. მინიმუმ დღეში ორჯერ, სასურველია დილით და საღამოს, კარგად უნდა გაწმინდოთ პროდუქტი საკვები ნარჩენებისგან სპეციალური ფუნჯის გამოყენებით. ამავე დროს, ექსპერტები არ გირჩევენ გამოიყენონ აგრესიული პროდუქტები გათეთრების ეფექტით. კვირაში რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს აფთიაქიდან ანტისეპტიკური სითხეში მათი გარეცხვა.ბაქტერიული ნადების დაგროვების თავიდან ასაცილებლად რეკომენდიებულია წელიწადში ორჯერ პროფესიონალური წმენდა .

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ქათამაძე
ანა ქათამაძე
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0