x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
კატარული გინგივიტი ბავშვებში
კატარული გინგივიტი
გინგივიტი არის კბილების ანთება რომელიც გამოწვეული ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორების არახელსაყრელი ზემოქმედებით. რომლის დროსაც კბილ-ღრძილოვანი კავშირი არ არის დარღვეული.

აღსანიშნავია კატარული გინგივიტი, რომელიც ვითარდება როგორც ადგილობრივი ფაქტორების კერძოდ: პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის, ყბა-კბილთ ანომალიების და დეფორმაციების, ბჟენისა და პროთეზირების დეფექტებსი და სხვა დროს, ასევე ზოგადი ფაქტორების ფონზე. კატარული გინგივიტი ხშირად ახალვს თან ისეთ დაავადებებს როგორიცაა გულ-სისხძარღვოვანი სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სისხლმბადი სისტემის დაავადებებს. აგრეთვე ჰიპოფიზის, ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების ფუნქციური დარღვევების, ინფექციური დაავდებების, სხივური დაზიანების შემთხევევაში.

კატარული გინგივიტის დროს პაციენტი უჩივის ღრძილებში არასასიამუვნო შეგრძნებას, ქავილს ზოგჯერ პირის ღრუდან არასასიამუვნო სუნს, ჭამისა და კბილების წმენდის დროს ღრძილებოდან სისხდენას. მწვავე ან ქრონიკული პროცესის გამწვავებული მიმდინარეობის დროს საკვების მიღებისას ტკივილები ძლოერდება მექანიკური და ქიმიური გაღიზიანების გამო. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პირის ღრუს ობიექტური დათვალიერებისას განისაზღვრება ღრძილის ლორწოვანი გარსის მკვეთრი ჰიპერემია, ღრძილის ზედაპირი გლუვია, პრიალა, შეშუპებული და ზონდირებით სისხლმდენი.


ბავშვებში კატარული გინგივიტი გვხვდება კბილების ამჭრისა და ცვლის პერიოდში. ასევე მწვავე ინფექციური და სხვა ზოგადი სომატური დაავადებების დროს.

კატარული გინგივიტით დაავდებული ბავშვების კბილებზე ხშირად აღინიშნება რბილის ნადები ჭარბი რაოდენობით, რომემლიც ზოგჯერ შეფერილია სისხლის პიგმენტებით ან საკვების საღებავი ნივთიერებებით.

ქრონიკული კატარული გინგივიტი გამოირჩევა ხანგრძლივი, მდორე მიმდინარეობით და დაავადების სუსტად გამოხატული სიმპტომებით. ანთებითი პროცესი შეიძლება შემოიფარგლოს კბილთაშუა დვრილებით და კიდოვანი ღრძილით ან გავრცელდეს ღრძილის ალვეოლურ ნაწილზე.

ქორნიკული კატარული გინგივიტით დაავადებული პაციენტები იშვიათად მიმართავენ ექიმს. ბავშებში და მოზარდებში კატარული გინგივიტის გამოვლენა უმეტესად გეგმიური სანაციის ან სხვა მიზეზების გამო სტომატოლოგთან მიმართვის დროს ხდება.

კატარული გიგინგივიტის ხანგრძილვმა მიმდინარეობამ, რაციონალური თერაპიის ჩაუტარებლობის შემთხვევაში შეიძლება უფრო აგრესიული დაავადება გამოიწვიოს კერძოდ: ჰიპერტროფიული ან წყლულოვანი გინგივიტი, ასევე გენერალიზებული პაროდონტიტი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გამოკვლევის დროს მოხდეს კატარული გინგივიტის ადრეული გამოვლინება, რასაც გარკვეული სამკურნალო-პროფილაქტიკური მნიშვნელობა აქვს.



0
52
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0