x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ლორიას ბრწყინვალე თამაშმა “რეალის” და “ბარსას” ყურადღება მიიქცია

გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაშმა საქართველო-ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია. თბილისის “დინამოს” 26 წლის მეკარემ არაერთხელ გადაარჩინა საკუთარი კარი აშკარა გოლს და მძიმე ტრავმის გამო მეორე ტაიმში მოედნის დატოვება მოუწია.
თამაშის მეორე დღესვე ესპანურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართველის მიმართ დაინტერესებას იჩენენ: მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა”, რომლებსაც პრობლემები აქვთ მეორე მეკარის პოზიციაზე და ამ ადგილას ახალი ფეხბურთელი სჭირდებათ. მოვლენების განვითარებას უახლოეს დღეებში უნდა დაველოდოთ - ამ დროის განმავლობაში გაირკვევა, თუ რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია. image

0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:ვაჟიკო
ვაჟიკო
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0