x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134679
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508867
"ნაცები" ტყეზე ისე გულამოსკვნით ტირიან, თითქოს, ბოლო ამოსუნთქვამდე, თვითონ არ გადასცეს ტყე სამრეწველო ჭრისათვის" - ბიძინა გიორგობიანი
image

ქართველი ეკონომისტი და ეკოლოგი, საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი სოციალურ ქსელში წერს:


"ნაცები" ტყეზე ისე გულამოსკვნით ტირიან თითქოს 2007 წლიდან ვიდრე ბოლო ამოსუნთქვამდე, თვითონ არ გადასცეს ჩინურ და ბელგიურ ფირმებს 220.000 ჰა. ტყე სამრეწველო ჭრისათვის. მოსავლელად და რეკრეაციული მიზნით კი არა, სამრეწველო ჭრისათვის და ეს ტყეები (სამეგრელოში, თიანეთში, ახმეტაში, ყვარელში), დღეისათვის სრულად დეგრადირებულია.


ასევე დეგრადირებულია აჭარის ტყეები, სადაც მათ "ნაცი" პარლამენტარი იაშა შერვაშიძე და თურქი მეწარმეები ჭრიდნენ უმოწყალოდ. სწორედ "ნაცი" მოხელეები ( ყოფილი სატყეო სამსახურის უფროსი ზვიად ჭეიშვილი ლიცენზიის გაცემამდე, შემდგომში ჩინურ-ქართული კომპანია "ჯორჯიან ვუდ ენდ ინდუსტრიალ დევლოფმენთის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე) ხდებოდნენ ლიცენზირებული ჩინური ფირმის დირექტორები, ლიცენზიის გაცემიდან ერთი კვირის შემდგომ.


სამრეწველო ჭრისათვის გადაცემული ტყეებიდან, სამასალე მორი მიდის ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, სადაც 2007 წელს “ხე-ტყის” დამზადების 20 წლიანი ლიცენზიის ჩინელი და და მათ სახელს ამოფარებული ნაცი მეპატრონეები, ამუშავებენ. ქუთაისსა და სამეგრელოს სოფელ ლიაში ფუნქციონირებს მორის გადამამუშავებელი ორი ჩინური ქარხანა. ქუთაისში “ჰუალინგ ჯგუფის” აქვს ავეჯის საწარმო, მაგრამ ქართულ ბაზარზე მათი ნაწარმი, საერთოდ არ იყიდება.


ის პირწმინდად ექსპორტზე გადის. ასეა ეს ამბები, მეგობრებო და თუ ქართველმა ნახევარი ჰექტარი ტყის ნაწილი აუქციონზე, სარეკრეაციო მიზნით და ყველა კანონის დაცვით იქირავა, მხოლოდ მოწონებას იმსახურებს პირადად ჩემგან. მეტსაც ვიტყვი ნაცები და მათი ლიბერტალიანელი გურუ, კახა ბენდუქიძე საერთოდ აუქციონის წესით აპირებდნენ ტყეების გაყიდვას და ძნელი მისახვედრი არ იყო ვის ხელში აღმოჩნდებოდა იგი. იგივე ეხება კავკასიური სოჭის თესლის ლიცენზიას, მიწების მასიურ გაყიდვას უცხოელებზე და კიდევ უამრავ საკითხს, რომელსაც ნაცპარტია დღეს სხვას უკიჟინებს.

პ.ს. დავამატებ, ვიდრე ვინმე არანორმალურს ჩვენი ტყეების უცხოელ "ინვესტორებზე" გადაცემა მოუვა იდეად, სჯობს მის განსახელმწიფოებრიობაზე ვიფიქროთ. არსებობს აღმოსავლეთ ევროპაში აპრობირებული რამოდენიმე მეთოდი, რითც შეიძლება ტყეებს ქართველი მეპატრონეები გამოუჩნდეს, შემდგომი გაყიდვის აკრძლვის დათქმით და ტყეთსარგებლობის წესების სრული დაცვის პირობებში".

0
168
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0