x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ტოპ 5 მძიმე მრეწველობის გიგანტი საბჭოთა საქართველოში
1)თბილისის საავიაციო ქარხანა № 31-1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისთანავე ტაგანროგის და სევასტოპოლის ქარხნების ევაკუაცია მოხდა თბილისში.


ომის დროს ქარხანა ფრონტს ამარაგებდა ლაგგ-3, ლა-3 და იაკ-3 მიერიშე თვითმფრინავებით.ომის დასრულების შემდეგ ქარხანში დაიწყო პირველი საბჭოთა რეაქტიული თვითმფრინავის იაკ-15-ის გამოშვება.მას მოჰყვა მას მოჰყვა იაკ -17, იაკ-23 და ორადგილიანი საწვრთნელი რეაქტიული იაკ-23. 1950-იანი წლებიდან ქარხანამ დაიწყო მიქოიანის მიგ-15 და მიგ-17მოიერიშე თვითმფრინავების წარმოება. 1957 წლიდან იწყებს ორადგილიანი საწვრთნელ-მოიერიშე თვითმფრინავის მიგ-21და მისი მოდიფიკაციების წარმოებას, რომელიც 25 წლის განმავლობაში დარჩა კონვეიერზე.

1979 წელს ქარხანამ გამოუშვა პირველი სერიული სუ-25. დღემდე "Frogfoot" სუ-25-ის ტიპის 800-მდე სხვადასხვა მოდიფიკაციის თვითმფრინავი მიაწოდა ქარხანამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვყნის დამკვეთებს.

80-იან წლებში ქარხანა ჩაერთო პროგრამა"ბურანში" (კოსმოსური შატლის საბჭოთა ანალოგი), რისთვისაც სხვადასხვა ნაკეთობების მიმწოდებელი იყო. 1990-იანი წლებიდან ქარხანა ასევე აწარმოებდა ჰაერი-ჰაერი ტიპის რ-60(30 000 რაკეტა)და რ-73 მართვად რაკეტებს (წელიწადში 6000 რაკეტა).


image


2) თემქ-(თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა)-1939 წელს გადაწყდა ელმავლების და ვაგონშემკეთებელი საამქროს გაფართოება; ამისთვის გამოიძებნა ახალი ადგილი ქალაქის გარეუბანში.

ქარხნის მშენებლობა 1942-დან 1947 წლამდე მიმდინარეობდა, ხოლო 1957 წლიდან ქარხანამ პროფილი შეიცვალა და დაერქვა ელმავალმშენებელი ქარხანა.ამავე წელს გამოდის პირველი ელმავალი Н8-201.

ამის შემდგომ ქარხანა უშვებდა მუდმივ ძაბვაზე მომუშავე ელმავლებს:ВЛ8, ВЛ10, ВЛ10у, ВЛ11, ВЛ15;აგრეთვე სამრეწველო კოქსის ელმავლებს: ЭК13, ЭК14.რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას მიეწოდებოდა, ესენია თურქეთი, ინდოეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია, ჩინეთი, ირანი, პაკისტანი, ფინეთი, ალჟირი და სხვა ქვეყნები.

ВЛ-8В – იყო მსოფლიოში პირველი ელმავალი ძაბვაზე იმპულსური რეგულირებით.

ქარხნისთვის რეკორდული გამოდგა 1983 წელი-ამ წელს დამზადდა 138 ლოკომოტივი.

image



3)რუსთავის მეტალურგიული ქარხანა-რუსთავში დიდი მეტალურგიული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება 1940 წელს სსრ კავშირის მთავრობამ მიიღო.

თავდაპირველად, სამშენებლო მოედანი თბილისის ერთ-ერთი გარეუბანში უნდა ყოფილიყო იყო, მშენებლობა დაიწყო 1941 წელს, მაგრამ ომის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყდა ქარხანა რუსთავში გადაეტანათ. 1944 წელს მშენებლობა განახლდა, ხოლო 1947 წელს ქარხანა ნაწილობრივ ამოქმედდა. პირველი ფოლადი 1950 წელს დამზადდა.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანას ნედლეული მიეწოდებოდა ტყვარჩელისა და ტყიბულის, დაშქესანის რკინის საბადოდან, ჭიათურის მანგანუმის საბადოდან, საბჭოთა პერიოდში ქარხანა აწარმოებდა კოქსის, აგლომერატის, რკინის, ფოლადის, დასრულებული ნაგლინი პროდუქტების, ცხელნაგლინ და ცივ ნაგლინ ფოლადის მილებს. ქარხანა აწარმოებდა უნაკერო მილებს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ახლო აღმოსავლეთის ნავთობის საბადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში წლიური წარმოების მაქსიმალური მაჩვენებელი იყო:

620, 000 ტონა კოკსი
1 200 000 ტ.აგლომერატი;
1 450 000 ტ.ფოლადი
700, 000 ტ. თუჯი;
500 000 ტ.უნაკერო მილები;
130, 000 ტ. ფურცელი;
1 200 000 ტ.მილსადენი.

image


4-ქუთაისის ავტოქარხანა-. იგი დაარსდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945 წლის დადგენილებით და ეწოდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა.პირველი ავტომობილი კონვეირიდან 1951 წლის 18 აგვისტოს გამოვიდა, ეს იყო კაზ–150.

თავის არსებობის მანძილზე ქარხანამ 8 სახეობის სატვირთო გამოუშვა, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს რომ სწორედ ქუთაისში საბჭოეთში პირველად შეიქმნა უკაპოტო, კაბინიანი ავტომობილი, (მძღოლის საძინებლით) შემუშავებული ქართველი კონსტრუქტორების მიერ."კოლხიდა"(კაზ-606). ქარხანა წელიწადში 20000 ავტომობილს უშვებდა და დასაქმებული იყო 16 000 კაცი.

image

5) ფოთის გემთმშენებელი ქარხანა-წყალქვეშა ფრთიანი კატერის "კომეტას" წარმოება ფოთში 1962 წელს დაიწყო, სულ დამზადდა 39 ეგზემპლიარი, 1981 წლიდან იგი "კოლხიდამ " შეცვალა.

სულ 40 ეგზემპლიარი დამზადდა.

მისი ანალოგი "კომეტასგან" განსხვავებით "კოლხიდა" ბევრად გაუმჯობესებული და სრულყოფილი იყო.მაგალითად ხომალდის კორპუსი არგონ რკალური და კონტაქტური მიდუღებით იყო შეკრული, მთავარი გემბანის ქვეშ სიგრძეზე 9 ნაკვეთური დაყოფილი იყო წყალგაუმტარი ტიხრებით, რომელი კატერის ჩაძირვას გამორიცხავდა ნებისმიერ ორი ნაკვეთურის გავსების შემთხვევაში.კიჩოზე სალონს არ გააჩნდა საქარე მინები.კატერს ჰქონდა სპეციალური საცავი ბაგაჟისთვის.

ხომალდი დადიოდა შავი ზღვის, ბელომორსკ-ონეჟსკის, მდ.ნევის, ლადოგის ტბის ხაზებზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კატერების უმეტესობა გაყიდეს, ზოგი ჯართად იქნა დაჭრილი ან რესტორნად გადაკეთდა.(მაგალითად კაფე "გლორია'' ვლადივოსტოკში.)

დღეს-დღეობით "კოლხიდას" რამდენიმე ეგზემპლიარს საზღვარგარეთ იხილავთ.იტალიაში-ტირენიის ზღვაზე, (კომპანია volaviamare.), საბერძნეთში, ეგეოსისა და იონის ზღვაში, (კომპანია hellenic seaways და სხვა.)ტაილანდში, აგრეთვე ხომალდები ტურისტული მარშრუტებით დადიან პოლონეთში, ხორვატიაში, ესპანეთში, ტანზანიაში და ვიეტნამში.

1988 წელს ფოთში დამზადდა ხომალდის გაუმჯობესებული ვარიანტი "ალბატროსი", თუმცა ამ ხომალდის მხოლოდ ერთი ეგზემპლიარის გამოშვება მოესწრო.იგი გაყიდული იქნა და ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში დაცურავს რეისით კვიპროსი-ლიბანი.(მას flying star ჰქვია.)

image

პ.ს.-რა თქმა უნდა ტოპ 5 გიგანტ საბჭოთა საქართველოს საწარმოთა ნუსხაში მოხვედრას უდავოდ იმსახურებდა კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხანა, თუმცა სამწუხაროდ ინტერნეტსივრცეში არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება მის შესახებ.

1
1068
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1068
  
2017, 2 ოქტომბერი, 19:43
დღეს კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოიერიშეები არა ყავს–ნონსენსია...
0 1 1