x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ არ ებრძვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკომანიას და ნარკომანებს

image ჩემთვის ნარკომანი პოტენციური კრიმინალია, რადგან უამრავი ფაქტი ვიცი როცა ნარკომანებმა ნარკოტიკის საყიდი ფულის არქონის გამო რამდენიმე ოჯახი დააყაჩაღეს. ზუგდიდში მუშაობდა რუსი ეროვნების ძალიან ცნობილი ნევროპათოლოგი მამაკაცი, რომელმაც უამრავი ნევროლოგიური აშლილობის მქონე პაციენტი განკურნა, ნერვოზის "მეფეს" ეძახდნენ ზუგდიდში ამ ადამიანს.
ერთ გვიან საღამოს კი რამდენიმე კაციანი ნარკომანების ჯგუფი, რომლებიც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული შეუვარდა ამ ექიმს სახლში, ჯერ მოწამლეს ძაღლი რომელიც ექიმის ოჯახს ჰყავდა, გადაძვრნენ ღობეზე რადგან ჭიშკარი ჩაკეტილი იყო და სახლში შეჭრა დააპირეს. მათ ექიმთან ნარკოტიკები ეგულებოდათ, კარის შემტვრევის პროცესში ექიმმა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა კარის მიმართულებით და დაჭრა ერთერთი მომხდური რომელიც ძმასთან ერთად იყო დასაყაჩაღბლად მისული, ერთერთმა ნარკომანმა სახლს მეორე მხრიდან მოუარა და ავტომატის ჯერით ჩაცხრილა ექიმი.
ნარკომანეი იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ, რადგან სროლის ხმაზე მეზობლები გამოვიდნენ ეზოებში და მილიციასაც დაურეკეს (მაშინ შევარდნაძის შავბნელი ზეობის პერიოდი იყო და პოლიცია ჯერ კიდევ მილიციად იწოდებოდა).
ყაჩაღებმა დაჭრილის გადაყვანა ვერ შესძლეს და იძულებული გახდნენ იქვე დაეტოვებინათ (ძმა დაჭრილ ძმას რომ დატოვებს წარმოგიდგენიათ ალბათ, როგორი "დამპალი" ნარკომანი უნდა ყოფილიყო).
მილიციის ოპერატიული ჯგუფიც მალევე მოვიდა რომელსაც სისასტიკით და დაუნდობლობით ცნობილი სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი მეთაურობდა, დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადას შეგნებულად არ წააყვანინეს, გამოვტეხავთ და მის თანამზრახველებზე ინფორმაციასაც გავიგებთო.
დაჭრილმა მკვდარი და ცოცხალი არ დაუტოვა გინების გარეშე არც მილიციელებს და არც მის დამტოვებლებს, სამწუხაროდ ვერც მილიციამ გაიგო თანამზრახველებზე რამე და დაჭრილიც სისხლისაგან დაიცალა.
რატომ მოვყევი ამ ფაქტის შესახებ?-მოგახსენებთ ამასაც, გუშინ ზუგდიდის ცენტრში "ავერსის" აფთიაქის წინ თავშეყრილი ნარკომანების ჯგუფი ღიად და დაუფარავად შუა ქუჩაში, გუბერნიის შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში იკეთებდა წამალს.
პოლიციის საპატრულო მანქანამაც გაიარა, მაგრამ რეაგირება არ ჰქონია.
არ ვიცი რა ვიფიქრო, ძალოვნებს სურთ ნარკომანები ათასგვარი ქიმიით შეჯერებულმა ნარკოტიკებმა შეიწიროს თუ უბრალოდ ხედავენ დიდი ხნის სიცოცხლე ისედაც არ უწერიათ და თვალს არიდებენ.
მოგეხსენებათ სკოლების რაოდენობა შეამცირეს სოფლებში, ჩემი სოფლის მიმდებარე სოფელი მგლებმა ააწიოკეს და დაშვებულ იქნა ლიმიტი მათ გამოსახშირად, გამოცდილ მონადირეებს მეც ვახლდი, მგელი როგორც წესი ხეობას მიჰყვება ხოლე და აუცილებლობით გამოწვეული მდგომარეობის გარდა ღია ველზე დღისით არ გადავა.
სკოლის უკან გასასვლელის ჩაკეტვამ მე მომიწია, თუმცა მონადირე ძაღლებმა მგელი ბევრად ადრე ააგდეს ბუნაგიდან და ხეობის თავშივე მოკლეს მონადირეებმა.
ჩემს იქ დგომას უკვე აზრი არ ჰქონდა და რადგან თავსხმა წვიმა დაიწყო, სანამ მანქანა მოვიდოდა თავი სკოლას შევაფარე, საშინელება დამხვდა შესასვლელშივე, დაახლოებით 50 ერთეული ინსულინის გასაკეთებელი ერთჯერადი ნემსი მაინც ეყარა მიმოფანტულად.
პოლიცია ინფორმატორების ნაკლებობას ნაღდად არ უჩივის და საინტერესოა ნარკოდამოკიდებულებს რატომ არ მიხედავენ.
მეტადონის პროგრამა სრული უაზრობა, რომ გამოდგა ესეც ფაქტია, ნარკომანებს დასალევი წყალში გარეული მეტადონი დაწესებულებიდან პირით გამოაქვთ, ჭურჭელში ასხამენ, ათასგვარ ქიმიურ პროცესს უტარებენ და მერე ყიდიან.
ნარკომომხმარებლები უკვე ნარკო "ბარიგებად" იქცნენ.
შეიხედეთ ნებისმიერ შესაბამის დაწესებულებაში, სადაც მეტადონის პროგრამის შესაბამისად ნარკომანებს წყალში გახსნილ მეტადონს აძლევენ ერთჯერადი ჭიქებით და ნახავთ საკუთარი თვალით თუ რა ხდება.
გამოსწორებული ნარკომანი მე ჯერ არ შემხვედრია, სამკურნალო მეთოდი არაა ეფექტური, მეტიც უფრო მეტად ვრცელდება ნარკომანია.
მოვუწოდებ შსს-ს მიხედოს ნარკომანების თარეშს, თორემ მერე უკვე გვიან იქნება.
გაჰყვნენ გზისპირებს და ნახავენ რამდენი ერთჯერადი ნემსი ყრია გზის პირებზე.
ნარკომანია სენია, მაგრამ მას ეფექტური მკურნალობა და ზედამხედველობა ჭირდება.
წამლის "ბარიგებს" კი შეწყალება არ უნდა ეხებოდეთ, სამუდამო პატიმრობა მისჯილი "ლეგენდარული" ზუგდიდელი წამლის "ბარიგა" ქალი 2 წელია რაც ციხიდან გამოვიდა, დარწმუნებული ვარ ისევ ძველ "პროფესიას" დაუბრუნდება, რადგან ადრეც რამდენიმეჯერ იყო დაკავებული და ციხიდან გამოსვლის მერე იგივე საქმით კავდებოდა მალევე.

0
188
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
188