x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მანჩინიმ კრაუჩი კალათბურთელად "მონათლა"

imageმანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, დაიჩივლა, რომ სტოკის თავდამსხმელის, პიტერ კრაუჩის გოლი პრემიერ-ლიგის შაბათის მატჩი წესების დიდი დარღვევის ფონზე გავიდა.
ისევე როგორც წინა სეზონებში, მანჩინის გუნდი კვლავ ვერ ახერხებს გამარჯვებას ბრიტანიას სტადიონზე. უფრო მეტიც, მნიშვნელობა არ აქვს ლიდერი იქნები, თუ შესანიშნავ ფორმაში მყოფი. ახლა მანჩინიმ ყურადღება მსაჯთა ბრიგადის უყურადღებობაზე გაამახვილა, ვინაიდან კრაუჩს გოლის დროს თავი კალათბურთელი ეგონა.
„თუ თქვენ გსურთ საუბარი პირველ გოლზე, მოდით ვისაუბროთ. ეს არ იყო ფეხბურთი, ეს იყო კალათბურთი. არ ვიცი როგორ, მაგრამ მსაჯმა შეძლო ამ მომენტის ვერ დანახვა.“

„ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა - ამ სტადიონზე ყოველთვის გვექმნება რაიმე პრობლემა. ამჯერად ეს კიდევ უფრო რთული იყო, ვიდრე წარმოვიდგენდით. ნებისმიერი გუნდისთვის აქ თამაში ყოველწლიურად ძნელდება, “ - განაცხადა მანჩინიმ Sky Sports-თან ინტერვიუში.

1
69
4-ს მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
69
  
2012, 16 სექტემბერი, 10:44
+++
0 1 1