x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
რობერტო მარტინესი: მსაჯები იუნაიტედს ეხმარებიან

imageუიგანის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა გააკრიტიკა მსაჯი, მაიკლ ოლივერი, მანჩესტერ იუნაიტედის წინაღმდეგ მატჩში ცუდად მუშაობისთვის, ასევე განაცხადა, რომ მასპინძელთა თავდამსხმელი, დანი უელბეკი იმსახურებდა ოლდ ტრაფორდის მინდვრიდან გაძევებას.
მარტინესი შოკირებული დარჩა იმ ფაქტით, რომ 27 წლის ოლივერმა შეხვედრის დასაწყისში დანიშნა თავისი გუნდის კარში თერთმეტმეტრიანი და აღშფოთების მიზეზიც ჰქონია, რადგან, ვიდეო-გამეორების შემდეგ ვნახეთ, რომ უიგანის მეკარეს, ალი ალ-ჰაბსის არ ჰქონია კონტაქტი უელბეკთან.
უიგანის მწვრთნელს რჩება შთაბეჭდილება, რომ მსაჯები ეხმარებიან იუნაიტედს, რადგან მატჩის მიწურულს, როცა წითელ ეშმაკუნებს უკვე განაღდებული ჰქონდათ გამარჯვება, უელბეკმა მიიღო მხოლოდ ყვითელი ბარათი ფრანკო დი სანტოსთან უკნიდან ფეხბში ვარდნისთვის.

„დღემდე სამჯერ ვესტუმრეთ იუნაიტედს და გაურკვეველი მიზეზის გამო, მსაჯები ყოველთვის ცდილობენ რაიმე სარგებელი მოუტანონ მათ. დღეს თერთმეტმეტრიანის დანიშვნა არასწორი გადაწყვეტილება იყო. მატჩის საბოლოო ანგარიში მრავალი მიზეზით არის განპირობებული, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ასე უნდა მომხდარიყო.“

„დღეს მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშეებმა რამდენიმე მომენტში ძალიან უხეშად ითამაშეს, ჩვენ რომ მსგავსი რამ გვექნა, რამდენიმე წითელ ბარათს აუცილებლად მივიღებდით.“

„ყოველ შემთხვევაში, დანი უელბეკის თამაში ფრანკოს წინააღმდეგ შემაშფოთებელია. ეს მომენტი ძალიან უყურადღებოდ დარჩა. მგონი, ჯერ თამაშის ახალი წესები არ შემოსულა, რაც არ უნდა იყოს, მე ასე ვიცი. იუნაიტედის მოთამაშე სუფთა წითელს იმსახურებდაცი, “ - ციტირებს მარტინესს Sky Sports-ი.

6
9
2-ს მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
9
  
2012, 17 სექტემბერი, 17:18
ვნახე თამაში :)
2012, 17 სექტემბერი, 14:53
ჩანს არ გინახავს თამაში, თორემ სხვა კომენტს დადებდი
2012, 17 სექტემბერი, 14:52
ისე, არ მიკვირს არსენალის ფანებმა რომ აიტაცეს მარტინესის სიტყვები. 8:2-ს აქვს ესეთი რეაქციები
2012, 17 სექტემბერი, 14:49
მარტინესი სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს!
2012, 16 სექტემბერი, 15:51
ნაღდია
2012, 16 სექტემბერი, 10:23
+10000
0 1 6