x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
არსენ ვენგერი: შეგვიძლია ჩემპიონები გავხდეთ

imageარსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, აუტსაიდერის, საუთჰემპტონის განადგურების (6:1) შემდეგ, განაცხადა, რომ თავის გუნდს შესწევს ძალა პრემიერ-ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად.
ლუკას პოდოლსკისა და სანტი კასორლას ლიდერობით, მეთოფეებმა მოიპოვეს თავისი მეორე გამარჯვება სეზონის სტარტზე და მიუახლოვდნენ სატურნირო ცხრილის მწვერვალს. ვენგერი მიიჩნევს, რომ თავისი გუნდი ბევრს მიაღწევს, თუ გააგრძელებსამავე სულისკვეთებით თამაშს.
„ტიტულის დაუფლებისთვის კარგი შანსები გვაქვს, მაგრამ, პირველ რიგში, სტაბილურობა გვჭირდება. ამის გასაკეთებლად საკმარისი უნარი გაგვაჩნია, მაგრამ, ყველაზე მეტად, რაც ახლა გვჭირდება, მონდომებაა.“

„წინ რთული კვირა გვაქვს, რადგან სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში მონპელიეს ვესტუმრებით, კვირას ვითამაშებთ პრემიერ-ლიგაში მანჩესტერ სიტისთან. ამის შემდეგ კიდევ ორი საინტერესო კვირა გვექნება, რადგან დაველოდებით მატჩს ჩელსის წინააღმდეგ.“

„ამ მატჩების შემდეგ საკუთარ გუნდზე უფრო მეტი გვეცოდინება, მაგრამ უკვე ვხედავ დადებით ენერგიასა და თამაშის სურვილს, რაც საკმაოდ პოზიტიურ იმედებს მიჩენს. ეს ყველაფერი შესანიშნავია, “ - ციტირებს ვენგერს BBC.

1
45
1-ს მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
45
  
2012, 17 სექტემბერი, 14:53
არსენალს კაი ხანს ჩრდილოეთ ლონდონის ჩემპიონობაც სანატრელი ექნება
0 1 1