განათლება რომელია სწორი? 2022, 13 იანვარი, 18:13 ყველა ენაში დროთა განმავლობაში ბევრი რამ იცვლება. ზოგი ახალი სიტყვა მკვიდრდება, ზოგი კი დავიწყებას მიეცემა ხოლმე. თანამედროვეობის განვითარებასთან ერთად ეს პროცესი უწყვეტია... არც ქართული ენაა ამ მხრივ გამონაკლისი და უამრავი სიტყვის ჩამოთვლა შეიძლება რომელისაც აქვს ქართული შესატყვისი და მაინც ახალი დამკვიდრდა. რიგობითი რიცხვითი სახელის – პირველის – დაწერილობისათვის 2019 წელს შემუშავდა ნორმა, რომლის მიხედვითაც ეს სახელი არაბული ციფრით უნდა გამოისახოს ამგვარად: 1-ელი, 1-ელმა, 1-ელს, 1-ელის, 1-ელით, 1-ელად. მცდარად არის მიჩნეული მანამდე არსებული დაწერილობა: 1-ლი, 1-ლმა, 1-ლს და ა.შ. იხილეთ ნორმა რაოდენობით და რიგობით რიცხვით სახელთა მართლწერის შესახებ: 179 შეფასება არ არის
|