x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ვენგერის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

imageსაუთჰემპტონთან გამარჯვების შემდეგ მეთოფეთა თავკაცმა არსენ ვენგერმა მატჩის შემდეგ ტრადიციულად პრესკონფერენცია გამართა.
თამაშზე...
პირველ 45 წუთში განსკაუთებით კარგად ვთამაშობდით. სწრაფად ვამოძრავებდით ბურთს და პასის მაღალი ხარისხი გვქონდა. მართალია გაგვიმართლა რომ ორი გოლი მოწინააღმდეგემ საკუთარ კარში გაიტანა, მაგრამ გუნდს აშკარად პროგრესი ეტყობა წინა მატჩის შემდეგ. თამაში ძალიან კარგი საყურებელი გამოდგა. მეორე ტაიმში ტემპი და თამაშის ხალისი ოდნავ დავკარგეთ, ადამიანები ვართ და მოტივაცია დიდი როლს თამაშობს, თუმცა საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანეთ.
მომავალ დიდ თვეზე...
წინ დიდი კვირა გველის. ჯერ მონპელიეს ვმასპინძლობთ ლიგის პირველ მატჩში და შემდეგ სიტისთან გვაქ ურთულესი გასვლა, რის შემდეგაც ჩელსისთან გვიწევს თამაში. ამ მატჩების შემდეგ ჩვენ სრულიად დავინახავთ ჩვენი გუნდის ძალას, მაგრამ პოზიტიური ენერგია გუნდში ეხლავე იგრძნობა. გუნდში ყველა ცდილობს გუნდურად ითამაშოს და ეს ძალიან კარგია.

ჟერვინიოს ცენტრალურ თავდამსხმელად თამაშზე...
ყველამ კარგად იცით ჩვენ ვინგერებს თავდამსხმელებად ვაქცევთ ხოლო თავდამსხმელებს ვინგერებად. ჟერვინიო ამ პოზიციაზე აზიის ტურნეზე გამოვცადე როდესაც სიტის ვეთამაშებოდით და ძალიან მომეწონა. მუდმივად გონებაში მიტრიალებდა მისი კარგი თამაში წინა ხაზში. ის ძალიან სწრაფია და შესანიშნავად მოძრაობს ასე რომ მას ყველაფერი გააჩნია, რომ ცენტრალურ მცველს ხელიდან დაუსხლტეს.

სანტი კასორლაზე...
სანტი უბრალოდ ისეთი ფეხბურთელია რომელსაც უნდა უყურო. მუდამ გსურს რომ ბურთი მას ჰქონდეს. ის ტიპიური ესპანელი ნახევარმცველია. ძალიან ტექნიკურია, აქვს შესანიშნავი პასი და გუნდურად თამაშობს განა მეტი რა არის საჭირო, რომ ფეხბურთელით აღფრთოვანდე.

ლუკას პოდოლსკიზე...
უპირველეს ყოვლისა ლუკასს 101 მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული. ჩვენს საქმეში, როდესაც ერთხელ მიიღებ კარგ პასს კარგ სიტუაციაში და როდესაც შენ ბურთს ითხოვ უფრო გიადვილდება ადაპტაცია. როდესაც შენ ბრძოლა გიწევს და ნამდვილ ინგლისურ ფეხბურთში გითრევენ გაცილებით ძნელია ადაპტაცია. ლუკასი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და სასწაული "ფინიშერია". დღეს ძალიან ვღელავდი, რადგანაც არ მსურდა მისი ცენტრალურ თავდამსხმელად დაყენება. ლუკასი მარცხენა ფლანგს კარგად აბალანსებს ამიტომ არ მსურდა ეს ბალანსი დამერღვია, რომელმაც ლივერპულთან კარგად იმუშავა.

ფრენსის კოკელენზე...
სატრანსფერო ფანჯრის დროს იმიტომ არ ვიაქტიურე, რომ გუნდში გვყავდა კოკელენი, ფრიმპონგი და უილშერი რომელიც მალე დაგვიბრუნდება. ასევე დიაბი რომელიც ამ პოზიციაზე თამაშობს. ჩვენ რეალურად არც ერთი დაცვითი ნახევარმცველი არ გვყავს, რადგანაც როდესაც ბურთი გვაქვს ყველა შეტევაში მივდივართ.

უოლკოტის ცენტრში თამაშზე...
უოლკოტს იქაც შეუძლია თამაში. ამაზე ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ. მთელი კვირა გაცივებული იყო და გუნდთან ერთად მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა ამიტომ ძირითადში არ განვაწესე.

დიაბის მდგომარეობაზე...
დიაბი მონპელიესთან ითამაშებს. დღესაც შეეძლო თამაში, მაგრამ რისკზე არ წავედით.

შესნის შეცდომაზე...
ვიოცეჰი ძალიან გულდაწყვეტილი იყო. ერთადერთი ნეგატივური მხარე დღევანდელი თამაშისა სწორედ ისაა რომ გოლი გავუშვით, მაგრამ ამის მონელება შეგვიძლია. ხანდახან გოლს აუცილებლად გაუშვებ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:არსენალი
არსენალი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0