x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ვის ირჩევ ?
ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელ facebook-ზე ძალიან ხშირად უცხო ადამიანებისაგან მომდის წერილი კითხვით თუ ვის ვაძლევ ხმას არჩევნებზე და რომელი პოლიტიკური პარტიის მჯერა. არ ვიცი, ეს ახალი ინტერაქტივია თუ უბრალოდ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ხალხის ინტერესი უფრო მატულობს, მაგრამ მე ამ კითხვაზე არ მაქვს კონკრეტული პასუხი რომელიც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სახელით გამოიხატება.

იშვიათად ვუყურებ პოლიტიკურ გადაცემებს, მაგრამ საკმაოდ კარგი მეხსიერება მაქვს და მახსოვს ის პოლიტიკური მოვლენები რაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში განვითარებულა.

მე მჯერა, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას რომელიც არ უნდა იყოს ეს აქვს თავისი მიზნები და გარკვეული სახის რესურსები, თუნდაც დიდი ენთუზიაზმი, რომ ეს მიზნები და დაპირებები შეასრულოს. ჩემთვის პრობლემა ხალხშია !


მე მახსოვს თუ როგორ გიჟდებოდა ხალხი ზვიად გამსახურდიაზე, მე მახსოვს როგორ დაუჩოქეს ედუარდ შევარნაძეს და სთხოვეს პრეზიდენტად დარჩენილიყო, მე 2003 წლის ნოემბერიც მახსოვს და 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიც მახსოვს.



პრობლემა იცით რაშია? ამ ყველა მოვლენის დროს პროტესტს ერთი და იგივე ხალხი გამოხატავდა, ამდენწლიანი გამოცდილების შემდეგაც კი ვერავინ ვერაფერი ისწავლა. ყოველთვის როცა ახალი პოლიტიკური ლიდერი გამოჩნდება, ხალხი აიტაცებს მას და ამ მუხტის ფონზე ან რევოლუცია ხდება, ან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ინიშნება და ზუსტად ეს ხალხი, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ითხოვდა ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის სათავეში მოსვლას გარეთ გამოდის და ახლა სხვას ითხოვს, რაღაც არ მოსწონს, რაღაცას აპროტესტებს.


პრობლემა სწორი არჩევანის გაკეთებაშია და სანამ ამას არ ვისწავლით, მანამ ასე გაგრძელდება, თორემ ყველასათვის ცხადია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს საკუთარი ამბიციები გააჩნია და იბრძოლებს ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად, რასაც 100% ვამართლებ.

2
12
3-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
12
  
2012, 16 სექტემბერი, 11:48
100% გეთანხმები....
2012, 15 სექტემბერი, 23:28
++++++++++++++++++++++++++++
0 1 2