x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
7 რჩევა ქალწულობის დაკარგვის შემდეგ(+16)

image
ქალწულობის დაკარგვა ნიშნავს, რომ თქვენი ყვავილი მოწყვეტილია და იწყება ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. ეს გარკვეულად ცოტა საწყენიცაა და ამავე დროს სასურველიც. დეფლორაცია ბუნებრივი პროცესია, რომლის კულტამდე აყვანა ან, პირიქით, შიში არ არის საჭირო. აქ მნიშვნელოვანია არა აპკის ფიზიოლოგიური მთლიანობა, არამედ ცვლილებებისთვის ფსიქოლოგიური მზადყოფნა. დიდხანს არ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ გოგონას უნდა ჰქონდეს პოზიტიური განწყობა და ჰყავდეს საიმედო პარტნიორი.პუბლიკაციაში შევეხებით იმ ძირითად საკითხებს, რაც გოგოებმა ქალწულობის დაკარგვის შემდეგ უნდა გაითვალისწინონ.



  • ეს იშვიათად ხდება ისე ლამაზად, როგორც ფილმებში ხდება.


თუ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვეულებრივ "პირველად" ხდება ახალგაზრდებს შორის, რომლებსაც უჭირთ განმარტოებისთვის შესაფერისი ადგილის პოვნა. ორივე ნერვიულობს და არ იცის როგორ მოიქცეს. ... ეს არ არის კატასტროფა, ეს არის ცხოვრება. უკეთესი იქნება, თუ ბიჭმა დანამდვილებით იცის, რომ ნაზად უნდა მოიქცეს და შეძლოს პარტნიორის მოდუნება. მაგრამ თუ ორივესთვის ეს პირველი სექსია, არ იჩქაროთ საკმარისია იგრძნოთ მიზიდულობა, ერთმანეთის სიამოვნების სურვილი


  • პირველ ჯერზე ძალიან ცოტა გოგონა განიციდის ორგაზმს


არის შემთხვევბი, როდესაც ბევრი განიცდის გამოხატულ სექსუალურ კმაყოფილებას პირველი აქტის დროს, მაგრამ ეს მაინც არ არის კანონზომიერება. უმეტესობას დრო სჭირდება იმისთვის, რომ ეროგენულმა ზონებმა „გაიღვიძონ“ და გაეცნონ თავიანთ სხეულს და გაიგონ მისი "სურვილები". მით უმეტეს, თუ ბიჭს მეტი გამოცდილება არ აქვს და ასევე უნდა გაიგოს რა სად არის და როგორ არის.


  • ამიტომ, ცუდი დასაწყისი არ არის განაჩენი.


რა თქმა უნდა, ამ საკითხში აჩქარება საჭირო არ არის. მაგრამ თუ ორივე ასე ძალიან ცდილობდით, მაგრამ ყველაფერმა მაინც ბუნდოვანად, უცებ და გაუგებრად ჩაიარა, არ იდარდოთ. თქვენს ქუჩაზეც იქნება დღესასწაული, მაგრამ უნდა მოემზადოთ ამისთვის. შეიტყვეთ მეტი ზოგადად სექსის და თქვენი სხეულის შესახებ და კონკრეტულად მის მახასიათებლებზე. ეს არის კითხვა, რომელიც ებადება გოგონას ქალიშვილობის დაკარგვის შემდეგ. თანდათან ხვდება, რა და როგორ მოსწონს ინტიმში და შეუძლია პარტნიორს უთხრას ამის შესახებ.


  • არ მისცეთ უფლება სხვა ადამიანების მონაყოლმა ზღაპრებმა და რაღაც სექს-ისტორიებმა გავლენა მოახდინოს თქვენს გამოცდილებაზე.



ყველას აქვს თავისი ისტორია და პირველი სექსი. შესაძლოა, ნატოს შეყვარებული ღელავდა პირველი სექსის დროს "გამბედაობისთვის" დალია და აღებინა. ლალის კი ბოლო მომენტში შეეშინდა და აქამდე არაფერი გამოსდის.ნინოს საშინელი ტკვილები ჰქონდა, აი მარინას პირველივე ღამეს თვრამეტჯერ ჰქონდა განუწყვეტელი ორგაზმი . ეს მათი ცხოვრებაა (ან ფანტაზია). შენ გექნება ისე, როგორც უნდა იყოს.



.ინტიმური ცხოვრება უმჯობესდება წლების განმავლობაში.


არავინ იტყვის, რომ პირველი სექსი ცხოვრებაში საუკეთესო იყო. მას რა თმა უნდა ახსოვს, მაგრამ უსიამოვნო მომენტებიც კი წარსულს ჩაბარდება. ძალიან ბევრი გოგონა (და ბიჭებიც) ნერვიულობს ამ მომენტში, ამიტომ ისინი სრულად ვერ მიენდობიან გრძნობებსა და სასიამოვნო შეგრძნებებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ წყვილს წმინდა ტექნიკური პრობლემები აქვს და არა ემოციური.დროთა განმავლობაში ყველაფერი დაიხვეწება.


  • ტკივილი და სისხლდენა არ არის დეფლორაციის აუცილებელი პირობა .


ამ დროს ხშირად გოგონას უწევს ცრურწმენებთან გამკლავება, რომ მას ექნება ძლიერი ტკივილის განცდა და ყველაფერს დასვრის. საჭიროა განმარტება:. იმის გაგება, თუ რა ემართება გოგონას ქალწულობის დაკარგვის შემდეგ, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა გაითვალისწინოთ ისინი. იდეაში საქალწულე აპკი კი არ ირღვევა, არამედ ნაზად იჭიმება. ხშირად, ტკივილისა და სისხლდენას იწვევს ის ფაქტი, რომ გოგონა შეშინებულია .შიში კი სპაზმებს იწვევს, რაც თავისთავად საშოს კუნთების შეკუმშვას იწვევს. პენისისთვის იქ შეღწევა უფრო რთული ხდება. ამ დროს ბიჭების უმეტესობას არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ დაამშვიდოს გოგონა და მოიქცეს ნაზად და მოთმინებით. გარდა ამისა, საქალწულე აპკის ფორმა შეიძლება განსხვავდებოდეს - ზოგიერთი სახეობა უფრო მეტად მიდრეკილია გარღვევაზე, ზოგი კი დაჭიმვაზე. მნიშვნელობა აქვს სისხლძარღვების ადგილმდებარეობის თავისებურებასაც. ასევე, გოგონას საქალწულე აპკი შეიძლება დაბადებიდან არ ჰქონდეს. კიდევ ერთი ვარიანტია ის, რომ საქალწულე აპკი შეიძლება გაიჭიმოს და სისხლდენა არ ჰქონდეს თუ გოგონა ბავშვობიდანვე სპორტითაა დაკავებული, ანუ დეფლორაცია არ მოხდეს.


არის შემთხვევები, როდესაც მცირე სისხლდენა თითქმის ერთი კვირაც კი გრძელდება, ესეც ნორმაა. ეს უმეტესად ხდება მენსტრუაციის დაყოვნების ან ჰორმონალური ცვლილების გამო (და ეს სულაც არ არის ორსულობა). მაგრამ უმჯობესია ნებისმიერ შემთხვევაში მიმართოთ გინეკოლოგს.



  • ხდება ისე, რომ მაშინვე არ ხდება დეფლორაცია


თუ პირველად გოგონასთვის ძალიან მტკივნეული იყო და შეშინებული, შედეგად, პარტნიორი შეჩერდა და შემდეგისთვის გადადეს მორიგი მცდელობა. ამ შემთხვევაში საქალწულე აპკის დაჭიმვა შესაძლებელია რამდენიმე ეტაპად მოხდეს. ზოგჯერ ისეც ხდება, საქალწულე აპკი, იშვიათად, მაგრამ საბოლოოდ მშობიარობის შემდეგ ირღვევა. სხვათა შორის, მხედრის პოზას შეუძლია ამ პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტა.ზემოდან მჯდომი გოგონა უფრო კარგად აკონტოროლებს სქესობრივ აქტის მსვლელობას და ნაკლებად ეშინია შეღწევის.

0
399
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0