x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პუტინის უკანონო ქალიშვილი, რომელიც დამლაგებლისგან ეყოლა უკვალოდ გაქრა
image

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ითვლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკანონო შვილად, ორ თვეზე მეტია არ გამოჩენილა სოციალურ ქსელებში, რაც იწვევს მის მიმდევრებში შეშფოთებას იმის გამო, რომ ის უცებ გაჩუმდა.



ლუიზა როზოვა, იგივე ელიზავეტა კრივონოგიხი, რეგულარულად აქვეყნებდა ინსტაგრამზე პოსტებს 1 ოქტომბრამდე. მას შემდეგ მისი აქტივობა შეწყდა



მას შემდეგ, რაც გასულ წელს რუსულმა ვებგვერდმა „პროექტმა“ იგი „ამხილა“, სტუდენტი გახდა სოციალური ქსელის ვარსკვლავი 82 5000 გამომწერით, შექმნა საკუთარი მოდის ხაზი და გახდა მოთხოვნადი დიჯეი. ბოლო თვეებში იგო პარიზში იმყოფებოდა, მიუხედავად Covid-19 შეზღუდვებისა.



მაგრამ ახლახან იზრდება შეშფოთება მოზარდის მიმართ, რომელიც საოცრად ჰგავს პუტინს, მისი ბოლო პოსტი თითქმის სამი თვის წინანდელია, სადაც ლეპტოპის გვერდით საბნის ქვეშ გამშვერილი მისი ფეხის ფოტო გაავრცელა.

image



"შენ რაღაც მიზეზის გამო მთლიანად უარი თქვი "ინსტაგრამზე"... გთხოვ დაბრუნდი ლიზა", - წერს მისი ერთ-ერთი გამომწერი. მეორე კი ეკითხება: „რა მოხდა? მამამ აგიკრძალა მდიდრული ცხოვრების დეტალების გამოქვეყნება?”


საკუთარ პლატფორმაზე 206 პოსტი გამოაქვეყნდა როზოვამ, სადაც ის ცდილობს ყოველთვის დამალოს საკუთარი სახე.

როზოვას დედამ, 46 წლის სვეტლანამ, რომელზეც ამბობენ, რომ პუტინის საყვარელია, განარისხა რუსეთის ლიდერი, როდესაც მან მონაკოში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

image


ცნობებით დაადასტურა, რომ წყვილს კავშირი აქვს მონაკოსთან, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ კრივონოგიხი ფლობს 4 მილიონი დოლარის ღირებულების ბინას მონტე კარლოში, რომელიც მისთვის ოფშორული ფირმის მეშვეობით შეიძინა მისი ქალიშვილის დაბადებიდან მალევე.


კრივანოგიხის საკუთრებაშია ბინა მეოთხე სართულზე რომელიც მდებარეობს Monte Carlo Star, საკულტო კაზინოს ქვემოთ. მისი სხვა აქტივები, რომელთა უმეტესობას ასევე აკონტროლებენ ოფშორული ფირმები, მოიცავს იახტას, ისევე როგორც წილებს რუსეთის ზოგიერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფო ფირმაში.

imageფოტოზე 46 წლის სვეტლანა კრივონოგიხი, პუტინის სავარაუდო საყვარელი და დამლაგებელი, როემლიც მილიონერი გახდა



არც კრივონოგიხს და არც მის ქალიშვილს არ გაუკეთებიათ კომენტარი ამ ქონებაზე, სამაგიეროდ ოქტომბერში სატელევიზიო გადაცემაში პუტინმა მოსთხოვა ზოგიერთ "ელიტურ" ჟურნალისტს შეეწყვიტათ „ ჭუჭყიან თეთრეულში ქოთიალი“. პუტინმა ასევე დაბლოკა ვებ-გვერდი "პროექტი" რომელმაც გამოაშკარავა მილიონერად ქცეული დამლაგებელი ქალბატონი, პუტინის სავარაუდო სავარაუდო საყვარელი, მისი „74 მილიონი მიზნეს ბიზნეს იმპერია“ და ქალბატონი როზოვა.


imageფოტოზე ლუიზა როზოვა(კრივომოგიხი), რომელიც ძალიან ჰგავს პუტინს



0
321
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0