x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეპერმა კანიე უესტმა გადაწყვიტა უსახლკაროდ დარჩეს,ხოლო საკუთარი სახლები ეკლესიად გადააკეთოს

image

ამერიკელი შემსრულებელი ილონ მასკის კვალს გაჰყვა.

პოპულარულმა ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა განაცხადა საკუთარი განზრახვის შესახებ-მოიშოროს მთელი თავისი უძრავი ქონება და დარჩეს უსახლკარო.

რეპერი და მილიარდერი საკუთარი კვადრატული მეტრების ეკლესიებად გადაქცევას გეგმავს. თავად უესტი ამ გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს კაპიტალიზმით იმედგაცრუებას. მისი აზრით, საზოგადოებამ კაპიტალისტური მოდელი სხვა რამით უნდა ჩაანაცვლოს. თუმცა, კონკრეტულად რით უნდა ჩანაცვლდეს - აღარ განმარტა.

- ჩვენ კაპიტალიზმის ძალაუფლების ქვეშ ვექცევით და ის გვკლავს. დროა შეცვალო ეს. ერთ წელიწადში უსახლკარო ვიქნები. მე ვაპირებ ჩემი ყველა სახლი ეკლესიებად გადავაქციო, - ციტირებს რეპერის ნათქვამს გამოცემა Complex-ი.

მისი თქმით, ეს არ იქნება მხოლოდ ეკლესიები, არამედ ჰოსტელის ან კომუნების მსგავსი დაწესებულება, სადაც ყველას შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს თავშესაფრის ან საკვების მიღებისთვის.

Bloomberg-ის მიხედვით, გასულ წელს კანიე უესტი ოფიციალურად ჩაეწერა მილიარდერთა სიაში, რადგან 43 წლის რეპერის ქონების ღირებულებამ 6.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემის მიხედვით, კანიე უესტის ქონების დიდი ნაწილი ტანისამოსის ბიზნესის შემოსავლებიდან მოდის. აღსანიშნავია, რომ რეპერი წარმატებით თანამშრომლობს Adidas-თან, სადაც მას საკუთარი ბოტასების ხაზი Yeezy sneaker-ი გააჩნია. კანიე უესტი ასევე ტანისამოსების მწარმოებელ ცნობილ ბრენდთან Gap-თანაც თანამშრომლობს.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, UBS-ის ანგარიშზე დაყრდნობით, რეპერის ჯამური შემოსავალი თებერვლის თვეში, 3.2-4.7 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი, ოფიციალურად უსახლკაროდ დარჩა - დეკემბერში მეწარმემ გაყიდა უკანასკნელი ქონება, რომელიც მას ფლობდა. მასკის ვილა კალიფორნიაში 32 მილიონ დოლარად გაიყიდა.

2017 წელს მასკმა 19 ჰექტარ მიწაზე მდებარე ქონება 23, 4 მილიონ დოლარად შეიძინა.





იხილე სხვა მსოფლიო სიახლეები

0
103
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0