x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფუჯისავა- მომავლის "ჭკვიანი" ქალაქი იაპონიაში
imageფუჯისავა, მომავლის ქალაქი, რომელიც კომპანია Panasonic-მა ააშენა და მის მაცხოვრებლებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის, ამასთანავე მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას.


ფუჯისავას(Fujisawa) მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, ქალაქი გათვლილია 3000 მოქალაქეზე და 1000 საცხოვრებელზე. ყველა დაგეგმილი სამუშაოები 2018 წლისთვის დასრულდება.


ყველა საცხოვრებელში შექმნილია უმაღლესი კომფორტი, რომელიც ამასათანავე ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვის ხარჯზეა მიღწეული.


image


სახლების სახურავზე, ქუჩის განათების ქვეშ და მიწის ნაკვეთების პერიმეტრებზე განლაგებული კომპლექსური პანელები გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, რომელიც მზის ენერგიისგან მიიღება.


სახლის პატრონი და სახლში განლაგებული ტექნიკა მობილური მოწყობილობით უკავშირდება ერთმანეთს.მაგალითად: კონდიციონერი ირთვება მხოლო მაშინ, როდესაც პატრონი სახლშია.მეტიც, ჭკვიან მოწყობილობას შეუძლია განსაზღვროს სახლის რომელ ნაწილში იმყოფება პატრონი და მხოლოდ ის ნაწილი გაათბოს.

image

სენსორული ქუჩის განათება იმ შემთხვევაში ინთება, თუ თუნდაც ერთი ადამიანი გადაადგილდება ქუჩაში(მიჰყვება და გზას უნათებს)


ქალაქ ფუჯისავას მთლიანი ცხოვრება დამოკიდებულია ელექტროენერგიაზე.აქ არ არის ტრადიციული ბენზინზე მომუშავე ავტომობილები, თუ საკუთარი ტრანსპორტი არ ყავს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იქირაოს ელექტრომობილი, ელექტროსკუტერი ან ველოსიპედი.


ჯერჯერობით ფუჯისამა არაა მთლიანად ავტონომიური.

ელექტროენერგიის მხოლოდ 30 %-ს იღებს ალტერნატიული წყაროებიდან – პირველ რიგში მზის პანელებით.

მიწისძვრისა და ძაბვის გათიშვის შემთხვევაში ქალაქს თავისუფლად შეეძლება ელექტროენერგიით მომარაგება, ასევე ცხელი წყლის მიწოდება სამი დღე-ღამისგანმავლობაში. ყველა მოწყობილობა, რომელიც ქალაქში არის დამონტაჟებული გათვალისწინებულია ენერგიის ეკონომიური ხარჯვის მოთხოვნებზე.




1
227
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
227
  
2016, 16 მარტი, 12:52
მიწიერი სამოთხეა
0 1 1