x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"მან ჩაიყვანა სპეცნაზი პანკისში და მთელ სოფელს აცემინა ქვებით"

"ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყოს ის, როცა მან ჩაიყვანა სპეცნაზი პანკისში და მთელ სოფელს აცემინა ქვებით, კაცი არ დაუსჯია მას.

ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყოს ის, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რაღაც გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი, შემდეგ გამოვიდა და... კლუბში ვინც იყვნენ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს არაერთგზის პოლიციელებს და გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის იმ ხალხს, რომელსაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს და ა.შ., აღარ გავაგრძელებ.

ასევე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება არის ის, როცა აბსოლუტურად გაუაზრებლად, უგუნურად დაგეგმილ ოპერაციას, მე ვგულისხმობ გავრილოვის ღამეს ჩატარებულ სპეცოპერაციას, გამოიყვანა სპეცნაზი პარლამენტის გარეთ, მაშინ როცა შიგნით უნდა ყოფილიყო, ნებისმიერი დამწყები სპეციალისტი მაგას აუხსნიდა. აცემინა სამი საათის განმავლობაში, ამას აყურებინა მთელს ქვეყანას, როგორ სცემდნენ აგრესიული ნაცმოძრაობის წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცნაზელებს, ეს არის სირცხვილი და ეს არის ინსტიტუტის დანგრევა", — განაცხადა ღარიბაშვილმაimage

0
175
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0