x
image
ლანა92
სცენა ფილმიდან "ცდუნება", რომელმაც ანჯელინა ჯოლსა და ანტონიო ბანდერასს დიდი პოპულარობა მოუტანა

image


კინოში ეროტიკული სცენები არ ჰგავს წიგნში აღწრილს. მსოფლიოს საუკეთესო მსახიობების წყალობით, ეკრანზე ისეთი ვნებები იფეთქებს, რომ აღნიშნული ჟანრის ფილმის მაყურებელთაგან არავინ რჩება გულგრილი. მგრძნობიარე და მკაცრი, სენტიმენტალური და ცხელი კადრები მათ ყურადღებას ადვილად იპყრობს. ეს თამამად ითქმის ფილმზე "ცდუნება".

კადრი ფილმიდან "ცდუნება"

image

მაყურებლის წინაშეა მაცდური ანჯელინა ჯოლი და ცხელი ანტონიო ბანდერასი. ახლა, ალბათ, ცოტას ახსოვს ეს სცენა, მაგრამ თავის დროზე ასეთი ტანდემი ეროტიკის ჟანრის მოყვარულთათვის ტვინისამაფეთქებელი გახდა.

ფილმის სცენარის თანახმად, ყავის მაგნატი ლუის ვარგასი გადაწყვეტს, დაქორწინდეს ამერიკელ ქალბატონზე, რომელთანაც, დიდი ხანია, რაც ელ. ფოსტით მიმოწერა ჰქონდა. ქალი მან მხოლოდ ფოტოზე იხილა და წარმოიდგინა იგი უბიწო, მკაცრ გოგონად. მძაფრი ვნებები იფეთქებს წყვილს შორის, როცა ერთმანეთს გაიცნობენ. ამ ყველაფერს თან ახლავს ემოციები და სკანდალები, ნაზი და მგზნებარე გრძნობები, რამაც მაყურებელი თავის დროზე ადვილად მოხიბლა. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ითქვას, რომ ფილმში "ცდუნება" გათამაშებულმა სცენამ ანჯელინა ჯოლსა და ანტონიო ბანდერასს კინოში დიდი პოპულარობა მოუტანა.


0
173
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0