x
image
მანანა თურმანიძე
რა განსხვავებაა ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ მოქალაქეებს შორის
image


შექსპირის "ყოფნა არ ყოფნის" ცნობილი მონოლოგის მსგავსად "აცრა, არ აცრა" - საკითხავი გაგვიხდა და ეს დილემა საზოგადოებისთვის დაპირისპირების საგნადაც კი იქცა დღეს.


ცნობილია, რომ იმუნიზაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა მსოფლიოს ისტორიის მანძილზე და ის კაცობრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევადაა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, ანტივაქსერული მოძრაობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის, მთელ მსოფლიოში საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ერთობ ქმედუნარიანია. მათ სჯერათ, რომ აცრა უფრო მეტ ზიანს მოუტანს ადამიანს, ვიდრე აუცრელობა და ამიტომ ანტივქსერულ კამპანიებს აწარმოებენ.


ვრცელდება მრავალი აბსურდული მითი კოვიდ-19 -ის ვაქცინების წარმოშობასა და მათ შემადგენლობასთან დაკავშირებით და რადგან ადამიანების დიდი ნაწილი მიდრეკილია დაიჯეროს შეთქმულების თეორიები, ცხადია ანტივაქსრულ მოძრაობას მიმდევრები საქართველოშიც არაკანლები ჰყავს, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა კუთხეში.



საინტერესოა, როგორია რეალობა? საკითხი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღეს მსოფლიო უმკაცრესი გამოწვევის წინაშე დგას. კაცობრიობას ერთ-ერთ უმძიმეს პანდემიასთან უწევს ბრძოლა, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა და დღეისათვის 5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


ქვემოთ მოყვანილია არსებული სტატისტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით და ლოს ანჯელესის შტატის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები, განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ეს სტატისტიკა მთელს მსოფლიოში ჯერჯერობით მზარდია და ვერავინ პროგნოზირებს როდის დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს.


მაშ ასე, როგორია რეალობა? ინფექციის მაჩვენებლებმა ცხადყო, რომ სრულად აცრილ პირებს თითქმის ოთხჯერ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ დაინფიცირდნენ COVID-19– ით, ხოლო 14-ჯერ ნაკლები - რომ მოხვდნენ საავადმყოფოში.


იმ ფონზე, როდესაც COVID-19 აგრძელებს მატებას და დელტა ვარიანტი ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, ჯანდაცვის ოფიციალური პირები ხედავენ სულ უფრო მეტ დაცულობას იმ ადამიანებში, ვინც სრულად არის აცრილი, რადგან მათ აქვთ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის ბევრად დაბალი რისკი, იტყობინება ლოს ანჯელესის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი.


”მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ რისკები აცრილი პირებისთვის მნიშვნელოვნად მცირდება, საღი აზრის და უსაფრთხოების ზომების გამოჩენა ამ დროისთვის ყველამ უნდა უზრუნველყოს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ სრულად აცრილ ადამიანებსაც, დელტა ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევაში, აუცრელთა მსგავსად შეუძლიათ ვირუსის გადაცემა სხვა ადამიანებზე, ” განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალურმა დირექტორმა, ბარბარა ფერერიმ.


არავაქცინირებულთა შორის ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 243 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე, ხოლო სრულად აცრილთა შორის - 66 დაინფიცირებულს 100 000 ადამიანზე. სრულად ვაქცინირებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 14 -ჯერ ნაკლებია საავადმყოფოებში, ვიდრე ისინი, ვინც არავაქცინირებული ან ნაწილობრივ აცრილია. სრულად აცრილ ადამიანებზე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ოდნავ ნაკლებია, ვიდრე 1 ადამიანი 100, 000 მოსახლეზე და თითქმის არცერთი სიკვდილი არ არის დაფიქსირებული მათ შორის.


ისინი, ვინც სრულად არიან აცრილები, დაინფიცირების შემთხვევაში, ასევე გაცილებით მსუბუქად ავადდებიან და ნაკლებად იღუპებიან COVID-19– ით. ცნობისათვის, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას შორის, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნულის ტოლია დღეის მდგომარეობით.


ლოს-ანჯელესის შტატის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები იძლევა მყარ გარანტიას, რომ სრულად აცრილ ადამიანებს აქვთ შედარებით დაბალი რისკი, რომ დაინფიცირდნენ COVID-19 - ით და კიდევ უფრო დაბალი აქვთ მძიმე შედეგის მიღების რისკი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინფიცირდებიან.


ჩვენ გვახსოვს, მრავალი კომპანიის მიერ შემუშავებული სხვადასხვა ვაქცინა თუ სამკურნალო საშუალება კოვიდთან ბრძოლის მიზნით, მაგრამ ისინი არ იქნა დამტკიცებული და დაშვებული, რადგან ვერ აჩვენეს სანდოობის სასურველი ნორმები. „ვაქცინები გადიან კვლევებს, ვიდრე მათ დაამტკიცებენ და პრაქტიკაში შემოიღებენ. ექსპერტი ექიმები და მეცნიერები იცავენ მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს, როდესაც გადაწყვეტენ ვაქცინის ხელმისაწვდომობას საზოგადოებისთვის. ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვაქცინებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ უმნიშვნელო და დროებითია. სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათია. ადამიანს ბევრად უფრო დიდ ზიანს მიაყენებს დაავადება, ვიდრე მისი საწინააღმდეგო ვაქცინა.“ წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.


5
85
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
85
  
2021, 24 აგვისტო, 10:36
მადლობა კეთილი სურვილებისთვის. დრო გვიჩვენებს ყველაფერს...
2021, 24 აგვისტო, 5:05
დღეს გაჟღერდა სამწუხარო ფაქტი - ორჯერ აცრილი გარდაიცვალა, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, მძიმე დაავადებები ჰქონდა. ამას ვერაფრით ვერ დამალავდნენ, გამორიცხულია, აქამდე მხოლოდ ჭორები იყო. სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, მარტივი არითმეტიკაა - აცრა ჯობს აუცრელობას, მაგრამ სიფრთხილე მაინც უნდა გამოვიჩინოთ. ჯანმრთელობას ვუსურვებ თქვენს მამას.
2021, 23 აგვისტო, 17:18
ძალიან ბევრი ფაქტია უკვე, არ აჟღერებენ. მამაჩემიც სიცოცხლეს ებრძვის :(
2021, 21 აგვისტო, 12:15
ეს ჭორები მგონია, ოფიციალურ მონაცემებში მსგავსი რამ არ ჩანს და როგორ დავიჯერო ახლობლები გაჩუმდებოდნენ, ან მედია არ გააჟღერებდა?
2021, 20 აგვისტო, 15:41
ისიც თქვან, უკვე მერამდენე მოკვდა ორჯერ ვაქცინირებული. არანაირი თანხმლები დაავადება.
0 1 5