x
image
მანანა თურმანიძე
კორონა გამოცანა - ჩინეთი გადადის ბრძოლის ახალ ეტაპზე

image


კორონა გამოცანა - კორონავირუსით დაავადებული პაციენტები, რომლებიც ვუჰანში 70 დღის წინ გამოჯანმრთელდნენ, დადებითად რეაგირებენ ტესტირებაზე, რამაც ჩინელი ექიმების სრული გაოგნება გამოიწვია.

„იქნება კორონავირუსის მეორე ტალღა?“ წერდა ბრიტანული გამოცემა - გარდიანი (The Guardian) ორშაბათს.

„მაშინ, როდესაც ქვეყნები აპირებენ შეამცირონ შეზღუდვები, არსებობს საფრთხე, რომ მოსახლეობა ძალზე დაუცველი რჩება“.

დაავადების დაძლევიდან 70 დღის შემდეგ კორნავივირუსით დაავადებული პაციენტების ტესტირებამ ჩინეთში ისევ დადებით შედეგები აჩვენა.

კოვიდ-19–ის წინააღმდეგ, წინა ხაზზე მებრძოლი ექიმების შეშფოთებას იწვევს შემთხვევების ზრდა გამოჯანმრთელებულ პაციენტებში, რომლებშიც სიმპტომები არ ვლინდება, მაგრამ ტესტირების შედეგები დადებითია.

მედიკოსები ვუჰანში, სადაც კორონავირუსის პანდემია წარმოიშვა, ამბობენ, რომ ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ქვეყანა გადადის ბრძოლის ახალ ეტაპზე.

ამჟამად, გლობალურად რეკომენდირებული იზოლაციის პერიოდი 14 დღეა. ვუჰანის საავადმყოფოს ვიცე-პრეზიდენტმა, იუან იუფენგმა თქვა, რომ მან იცის შემთხვევა, როდესაც პაციენტს ტესტირების დადებითი პასუხი ჰქონდა მას შემდეგ, რაც პირველად გამოუვლინდა ვირუსი, დაახლოებით 70 დღით ადრე.

” სარსის (SARS) დროს მსგავსი არაფერი დაგვიფიქსირებია, ” - განუცხადა მან როიტერს. ის გულისხმობდა 2003 წელს მწვავე რესპირატორული დაავადების სინდრომს, რომლითაც 8, 098 ადამიანი დაინფიცირდა მსოფლიოში, ძირითადად ჩინეთში. იუანმა თქვა, რომ მაშინაც კი, როდესაც პაციენტებს ანტისხეულები უვითარდებათ, არ გვაქვს გარანტია, რომ ისინი აღარ დაინფიცირდებიან.

ზოგიერთ პაციენტს ჰქონდა ანტისხეულების მაღალი დონე, მაგრამ კვლავ დადებითი იყო ნუკლეინის მჟავების ტესტებში. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე ჯერ კიდევ იბრძვის, ” - თქვა მან.

ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გუო იანჰონგმა განაცხადა: ”ახალი კორონავირუსი არის ახალი ტიპის ვირუსი. ამ დაავადებაში უცნობი ჯერ კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ცნობილი.”

ჩინეთში პაციენტების გაწერა ხდება ნუკლეინის მჟავაზე ორი უარყოფითი ტესტის შემდეგ, რომლებიც ტარდება მინიმუმ 24 საათის შუალედით, ამასთან, თუ მათ აღარ უვლინდებათ სიმპტომები.

ვირუსზე დადებითი შედეგები და შესაბამისად ადამიანების პოტენციური ინფიცირებულობის პერსპექტივა, საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს, რადგან ბევრი ქვეყანა ცდილობს შეზღუდვების მოხსნას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას.

სამხრეთ კორეაში, დაახლოებით 1000 ადამიანს, უკვე 4 კვირის ან მეტი ხნის დაინფიცირების შემდეგ, ტესტის დადებითი შედეგები უფიქსირდებათ.

კორეის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორი, ჯეონგ იუნ-კიონგი ამბობს, რომ ვირუსმა შესაძლოა "რეაქტივაცია" მოახდინოს პაციენტებში მას შემდეგ, რაც სახეზე იყო აშკარა გამოჯანმრთელება.

იტალიაში, პანდემიით დაზარალებულ პირველ ევროპულ ქვეყანაში, ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შენიშნეს, რომ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს ვირუსის დადებითი ტესტირება უვლინდებოდათ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი იკვლევენ იმ შემთხვევებს, როდესაც პაციენტებს, განმეორებითი ტესტირებისას, კვლავ დადებითი შედეგები უვლინდებათ.

”ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს კლინიკურ ექსპერტებთან, რათა მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ ამ ინდივიდუალურ შემთხვევებთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ როდესაც საეჭვო პაციენტების ტესტირებისთვის ნიმუშები გროვდება, პროცედურები სწორად მიმდინარეობს.

ვინაიდან კოვიდ-19 ახალი დაავადებაა, ჩვენ გვჭირდება მეტი ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რათა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.”

image


„სიენბისი“-ს (CNBC) ცნობით, პეკინი კვლავ ხურავს სპორტულ დარბაზებს, რადგან იზრდება შიშები კორონავირუსის მეორე ტალღის გამო. გასულ კვირას, მუნიციპალურმა ხელისუფლებამ გამოავლინა ჩინელი კაცი, რომელიც პეკინში დაბრუნდა ფლორიდიდან (მაიამის შტატი), სადაც სწავლობდა. იგი ავად გახდა 14 დღიანი იზოლაციის პერიოდის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, თუმცა სამჯერ ჰქონდა ტესტირებაზე უარყოფითი პასუხი. ოფიციალური პირების განცხადებით, ოჯახის სამ წევრს მისგან გადაედო ვირუსი. გასულ შაბათ-კვირას, ახლახანს ხელახლა გახსნილი მრავალი სპორტული დარბაზი, კვლავ დახურეს, 19 აპრილიდან განუსაზღვრელი ვადით.

„კორონავირუსის მეორე ტალღამ შეიძლება შემოგვიტიოს ამ ზამთარს, გრიპის სეზონთან ერთად და კიდევ უფრო მძიმე კრიზისი გამოიწვიოს“, განუცხადა „ვაშინგტონ პოსტ“-ს (The Washington Post) აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC ) დირექტორმა:

”არსებობს შესაძლებლობა, რომ ვირუსის შეტევა შემდეგ ზამთარს მეტად გაგვიძნელდეს, ვიდრე ის, რომელიც უკვე გვაქვს”, - თქვა რობერტ რედფილდმა, სამშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში”.

”ჩვენ გვექნება გრიპის ეპიდემია და კორონავირუსის ეპიდემია ერთდროულად და ეს იქნება ორმაგი თავდასხმა ჯანდაცვის სისტემაზე“ - დასძინა მან.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვაქცინა და წამლები, გრიპის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ, განსხვავებით ახალი კორონავირუსისგან, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს დამტკიცებული მედიკამენტი ან ვაქცინა - ის მაინც სასიკვდილო ინფექციად რჩება.

გრიპის სეზონი სექტემბრიდან დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ გრიპის აქტივობა ახლა დაბალია, სეზონმა ჰოსპიტალიზაციისა და დაინფიცირების დიდი რაოდენობა ნახა, რის შედეგადაც მინიმუმ 168 ბავშვი დაიღუპა. CDC- ის მონაცემებით, გასულ წელს, გრიპის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 34.200 ამერიკელი და სავარაუდოდ 35.5 მილიონი ადამიანი დაავადდა.

გრიპის და კორონავირუსის ერთდროულად შემოტევას შესაძლოა ვერ გაუმკლავდნენ საავადმყოფოები და სამედიცინო კაბინეტები, რომლებიც უკვე ისედაც არასაკმარისია გრიპის ცუდ სეზონზე“.

კვლავ დავუბრუნდეთ „გარდიანი”-ს კითხვას - იქნება თუ არა მეორე ტალღა?

„სულ უფრო მეტი ქვეყანა გეგმავს კორონავირუსის პანდემიისგან თავის დასაცავად დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეშფოთებულნი არიან მეორე ტალღის შესაძლებლობის გამო.“ წერს გარდიანი.

„აი ის, რაც ვიცით მსოფლიოს გამოცდილებიდან კოვიდ-19- ის განმეორების რისკის შესახებ:

ინფექციური დაავადებების ეპიდემიები განსხვავებულად იქცევიან, მაგრამ 1918 წლის გრიპის პანდემია, რომელმაც 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, განიხილება, როგორც მრავალჯერადი ტალღის სახით მიმდინარე პანდემიის უმთავრესი მაგალითი. ეს უკანასკნელი განმეორებადია შემდგომ პანდემიებში, თუმცა უფრო რბილ ფორმებში.

გრიპის სხვა პანდემიებს, მათ შორის 1957 და 1968 წლებში, ასევე რამდენიმე ტალღა ჰქონდა. H1N1 გრიპის პანდემია დაიწყო 2009 წლის აპრილში, ხოლო შემოდგომაზე მეორე ტალღა მოჰყვა შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

როგორ და რატომ ხდება მრავალჯერადი ტალღების გავრცელება და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი ტალღები. ეს გახდა ეპიდემიოლოგიური მოდელირების და პანდემიისათვის მზადყოფნის კვლევების საფუძველი, რომლებიც შეისწავლიდნენ ყველაფერს, სოციალური ქცევისა და ჯანმრთელობის პოლიტიკიდან დაწყებული, ვაქცინაციისა და საზოგადოების იმუნიტეტით დამთავრებული, რომელიც ასევე ცნობილია ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის სახელით (ტერმინი ეპიდემიოლოგიაში, რომელიც აღწერს ინფექციური დაავადებებისგან კოლექტიური იმუნიტეტის შეძენის ეფექტს, როდესაც პოპულაციის დიდი ნაწილი გამოიმუშავებს იმუნიტეტს ინფექციის მიმართ და შესაბამისად, აღარ წარმოადგენს ინფექციის გადამტანს - ავტორი).

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს განმეორებითი ტალღები და მეორადი პიკები ტექნიკურად განსხვავებულია, პრობლემა არსებითად იგივე რჩება: დაავადება ისევ ძალაშია“.

0
693
3-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
693
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0