x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ემბერ ჰარდმა დაგვანახა, რომ მკერდი საერთოდ არ აქვს
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



image



რამდენიმე თვის განმავლობაში, მსახიობ ემბერ ჰარდის მკერდი მედიის განხილვის თითქმის მთავარი თემა იყო. თავდაპირველად ის გააკრიტიკეს კანის ფესტივალზე ჩაცმული კაბის გამო, რომლითაც ემბერი თავს იწონებდა წითელ ხალიჩაზე. ტაბლოიდები წერდნენ, რომ მისი მკერდი უსუსური და არარაობაა. თუმცა, ამაზე როდი შეჩერდნენ.


image


ამბერი კვლავ გამოიჭირეს პაპარაცებმა ფართე კომბინიზონში, საიდანაც ნათლად ჩანდა მისი მკერდი სრულიად და როგორც მოსალოდნელი იყო, სოციალურ ქსელში, კვლავ მწვავე განხილვის საგნად იქცა.


imageimage



უმეტესობა განიხილავდა და ამბობდა, რომ მას მკერდი საერთოდ არ აქვს, ზოგი პირიქით, ამბობდა, რომ გოგონა შესანიშნავ ფორმაშია და არ აქვთ პაპარაცეს მისი პირადის ხელყოფის უფლება.


imageimage


2
241
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
241
  
2021, 18 აგვისტო, 14:41
ყოველთვის სიხარულით ველი თქვენს კომენტარებს. პოზიტივით სავსეა. გაიხარეთ.
2021, 18 აგვისტო, 3:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2