x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როდესაც ქალი კაცის სადავეებს "იღებს ხელში"
ურთიერთობის ფსიქოლოგია მამაკაცსა და ქალს შორის, ეს ის ამოუცნობი ფენომენია, რომლის ახსნაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მას არ ასწავლიან სკოლაში და უნივერსიტეტში, არ ატარებენ სპეციალურად მის შემსწავლელ ტრენინგებს, მხოლოდ ცხოვრება და გამოცდილება გვაწვდის მის შესახებ ინფორმაციას. თითქოს ერთი შეხედვით ქალსა და მამაკაცს შორის სხვაობა მხოლოდ "გენდერია", ვინაიდან სხვა დანარჩენი პირობებითა და მოთხოვნილებებით ორივე იდენტურია. თანამედროვე მეცნიერები მუდმივად მუშაობენ სუსტი და ძლიერი სქესის თავისებურებებზე და გამოაქვთ ახალ-ახალი დასკვნები, რომ მათ შორის ნამდვილად არსებობს თვისობრივი სხვაობა, რომელსაც ბევრი თქვენგანი ალბათ არც დაკვირვებია.



image



ნამდვილად, ქალსა და მამაკაცს შორის სხვაობა, მხოლოდ და მხოლოდ გენდერია და ე.წ სუსტი სქესი, სულაც არ არის ისეთი სუსტი, როგორადაც შერაცხეს. მას მამაკაცზე უკეთ შეუძლია გაუმკლავდეს უამრავ რთულ ამოცანას, ფიზიკურ შრომას, რომელიც ძლიერი სქესის ძალას და მონაცემს მოითხოვს.


ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და უკვე ყველასთვის განცხადებულია ფაქტი, რომ თითქოს ტრადიციულად იქცა ქალებს მოუწიოთ ან ვალდებულნი არიან მამაკაცური პასუხისმგებლობები იტვირთონ თავიანთ მყიფე მხრებზე. დღევანდელ თაობას ყავს ყოვლისშემძლე ქალები! აი ის კი ძნელი სათქმელია, კარგია ეს თუ არა.




ერთის მხრივ, ქალები სულ უფრო და უფრო, დღითიდღე დამოუკიდებლები ხდებიან და თავიანთი საქმითა თუ შესაძლებლობებით გაოცებულებს გვტოვებენ, მეორეს მხრივ კი მამაკაცები ნელ-ნელა კარგავენ თავიანთ სტატუსს - ძლიერ მხარეს. ისმის კითხვები - რაღა საჭიროა ქალის გვერდით მამაკაცი, რომელიც მისი საყრდენი არ იქნება და ქალს მოუწევს იმ ყველა სადავის საკუთარ ხელში აღება, რაც უწინ მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის საქმის განუყოფელი ნაწილი იყო?



როდესაც ქალი კაცის სადავეებს "იღებს ხელში"


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





0
562
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0