x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508648
"განა@ვით შორს და უკანმოუხედავად" – ვის მიმართავს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი დეპუტატი და პარლამენტარი ირინა სარიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ქალი დეპუტატების მიერ საკანონმდებლო ორგანოში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ მოწყობილ პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციონერებს აღნიშნულ საქციელს უწონებს, ხოლო აი, კრიტიკოსებს კი, ერთ, ფრიად საგულისხმო რჩევას აძლევს: "ნაციონალური მოძრაობის გოგოების ძალიან სწორ, ერთადერთ შესაძლებელ და თავგანწირულ პროტესტზე მოქირქილე "კრიტიკოს" დაბოღმილებს ქოცებიდანაც და სხვა ოპოზიციიდანაც (ისე რა განსხვავებაა), უმორჩილესად გთხოვთ – კდემამოსილი თამარ ივერი ჩაიყენეთ სათავეში ელისო ბოლქვაძის აკომპანიმენტით და განაჯვით შორს და უკანმოუხედავად ჩემი კედლიდან." - დაწერა ირინა სარიშვილმა. ცნობისთვის, ორი დღის წინ, პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან ჩავიდნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული. "ნაციონალური მოძრაობის" ქალმა დეპუტატებმა მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ ჩაიშალა. რაც შეეხება თამარ ივერს, მან პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოსტვენართა და მომკივანთა ეპოქა უნდა დასრულდეს და მოსახლეობა პარლამენტში მხოლოდ სოლიდურ სახეებს უნდა ხედავდეს. მის ამ ფეისბუქსტატუსს სოციალური მომხმარებლების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული არაერთი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა.





0
317
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
317