x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
“ვინც ამ ჩამპალ დაბოღმილებს გასაქანი მიეცით, ბნელ საკნებში ხართ...” - რა მოხდა პლეხანოვზე

image


"ლეიბორისტული" პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ ამბის შესახებ წერს რომელსაც ის პლეხანოვზე თავად შეესწრო. მეტრეველის თქმით, უცნობმა გამვლელმა მის წინ მიმავალ შილიფად ჩაცმულ ქალბატონს შეურაცხყოფა მხოლოდ იმიტომ მიაყენა რომ მისი ზედმეტი სიშიშვლე არ მოეწონა: "პლეხანოვზე ჩემს წინ მიდის ფერად სამოსში შილიფად ჩაცმული ქალი. მოპირდაპირე მხრიდან მოჩლახუნობს რაღაც გაურკვეველი არსება, ბურტყუნით, რომელსაც სქესი მამრობითი ეწერება. ბრუნდება იმ ქალისკენ და უშვერად აგინებს სამოსის გამო... (მე მაშინვე ჩემს ფერად სათვალეს ვიხსნი და ვმალავ. არ შემიძლია ეგეთებთან არც საუბარი, არც ომი ) ჰოდა ვინც ამ ჩამპალ დაბოღმილებს სიბნელეს გასაქანი მიეცით, ბნელ საკნებში ხართ დიდი ხნით გამოსამწყვდევები" - წერს "ლეიბორისტული" პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი. შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქუჩაში გამვლელს მხოლოდ იმიტომ უსწორდებიან რომ ვიღაცას მისი გრძელი თმა ან ფერადი სამოსი არ მოსწონს. ცნობისთვის, 2 დღის წინ, რუსთავში 27 წლის გიორგი აბულაძეს სასიკვდილო ჭრილობები გამვლელმა მხოლოდ იმიტომ მიაყენა რომ მკვლელობაში ბრალდებულს აბულაძისა და მისი მეგობრის გარეგნობა არ მოეწონა, რადგან ერთს გრძელი თმა ჰქონდა, მეორეს კი ქოლგა ეჭირა.





0
410
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
410