x
image
Lerato
თუ პატარა სახლის აშენება გადაწყვიტეთ, ეს პროექტი ნამდვილად შთაგაგონებთ!
image


ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს პატარა მწვანე სახლი ძალიან მიმზედველად გამოიყურება. თუმცა, თუ შიგნით შეიხედავთ, განსაზღვრულად უფრო მეტად მოხიბლული დარჩებით. მისი მფლობელები ხელოვანების სფეროდან არიან (ჯესიკა ლინჩი ილუსტრატორია, მისი მეუღლე კარსონ ლინჩი ხის მაღაზიას ფლობს). ისინი აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ბორბლებიანი სტუმრების სახლის მშენებლობაში, რომელიც ხელნაკეთი ნივთებითაა მოწყობილი, რაც დასასვენებელ სახლს უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენს.


მდებარეობს 5.5 აკრ მიწის ნაკვეთზე Guemes კუნძულზე, ვაშინგტონი – პატარა თემი 650 მოსახლით. წყვილი აქირავებს ამ პაწაწინა სახლს იმ ადამიანებზე, ვისაც ბუნებასთან ახლოს ყოფნა სურთ, უნდათ რომ თავი დააღწიონ ქალაქის დაძაბულ რიტმს და ცოტა ხნით მაინც გაიფერადონ ცხოვრება.


სახლის პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო, მისაღები, სასადილო ოთახები, საოფისე ზონა და სააბაზანო. თუ ზემოთ აიხედავთ, დაინახავთ ორ საძინებელს – ერთი შედარებით დიდი, ორსაწოლიანი მატრასით, მეორე საძინებლის სივრცე ცოტა პატარაა ერთსაწოლიანით და ნამდვილად მყუდრო და კომფორტული ადგილია განსამარტოვებლად და წიგნის წასაკითხად. თუ კლაუსტროფობიის შეგრძნება გაგიჩნდებათ, სახლის წინ საოცარი ბაღია ცეცხლის კერით და გრილით.


სამზარეულო და მისაღები

imageimageimageimage


ზედა სართულზე 2 საკმაოდ კომფორტული საძინებელია განთავსებული

imageimageimageimage


სახლის ზედხედი ერთ-ერთი საძინებლიდან

imageimage

სააბაზანო მართალია პატარაა, თუმცა, ყველანაირად არის აღჭურვილი

imageimageimageimage

ის რაც ყველაზე მეტად მოგხიბლავთ ამ არაჩვეულებრივ სახლში, პატარა ვერანდა და ულამაზესი ბაღია

imageimage

ასევე დაგაინტერესებთ:image
65 საოცარი კედლის დეკორაცია, რომელიც სიმყუდროვეს შესძენს თქვენს საცხოვრებელსimage
როგორ შევქმნათ საცხოვრებელი კონტეინერებით მარტივად და იაფად – 8 საოცარი იდეა!

გაინტერესებთ, თუ რატომ ღირს ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი

7 600 000 $?


ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ვერ დაიჯერებთ, რომ ბინის ფართობი მხოლოდ 22 კვ.მ-ია


სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 33 000 $ სჭირდება



რემონტი და დიზაინი: უხეში სტილი - უბრალოება და სიმარტივე ინტერიერში. 45 ორიგინალური იდეა


როგორ მოვაწყოთ მოზარდი გოგონას ოთახი – 35 საოცარად ორიგინალური იდეა



1
186
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
186
  
2021, 14 ივლისი, 23:31
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Sexcont.Com
0 1 1