x
image
ლანა92
ცოცხალ ლეგენდას, ზიდანს საფრანგეთში ძეგლი დაუდგეს - როცა მორალი სპორტზე მეტია


image


საფრანგეთის მუზეუმში, "ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნულ ცენტრში" ცოცხალი ლეგენდის, ზინედინ ზიდანის ძეგლი დადგეს. ესაა ბრინჯაოს 5-მეტრიანი ქანდაკება.

ქანდაკება ასახავს 2006 წლის 9 ივლისს, ბერლინის ოლომპიურ სტადიონზე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზიდანის მიერ მარკო მატერაცისათვის შეთავაზებულ "თავურს". ძეგლის ავტორია სკულპტორი აბელ აბდესემედი.

image


როგორც ცნობილია, 2006 წელს იტალიამ დაამარცხა საფრანგეთის საფეხბურთო გუნდი და მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

მატჩის 110-ე წუთზე ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცი, "სკუადრა აძურას" მცველი მკერდში თავის ჩარტყმით ძირს დაანარცხა. ლეგენდარულ 10-იანს, ზიდანს მაშინათვე დაატოვებინეს მოედანი.


image


საიდუმლოდ დარჩა, თუ რა უთხრა მატერაციმ ზიდანს ისეთი, რომ მკერდი ჩაალეწეს. მოგვიანებით შერცხვენილმა იტალიელმა ფეხბურთელმა დაწერა იუმორისტული წიგნი "რა ვუთხარი ზიდანს?". ფეხბურთელი საუბრობს 250 სხვადასხვა სავარაუდო ვერსიაზე. მათ შორისაა: "ზიზუ, ტოტი უკეთესად ურტყამს პენალტს, ვიდრე შენ", "ზიზუ, დაგვიბრუნეთ ჯოკონდა!". მსგავსი ვერსიები საერთოდ არაა დამაჯერებელი.

მატერაცის ყველაზე სარწმუნო ვერსია ასეთია:

"-ზიდანი მატერაცის: მაისურზე ნუ მქაჩავ, თუ ასე მოგწონს, გაგიცვლი თამაშის შემდგომ.

მატერაცი ზიდანს: მაისური არ მინდა, შენი ბოზი და მირჩევნია ... ".

მატერაციმ პასუხად ის მიიღო, რაც რეალურად ეკუთვნოდა და არა ის, რაც სურდა.

სპორტის ლეგენდა ზიდანი პიროვნული პატიოსნებითა და პრინციპულობითაც გამოირჩა. მას დამსახურებულად დაუდგეს საფრანგეთში ძეგლი სიცოცხლეშივე, რადგან ზიდანი სპორტზე მეტია. მატერაცის კი მხოლოდ "ჰეროსტრატეს დიდება" ერგო (ჰეროსტრატე - ეფესოს მკვიდრი ბერძენი, რომელმაც ძვ. წ. 356 წელს გადაწვა არტემიდე ეფესოელის ტაძარი, მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, რათა ისტორიაში შესულიყო, შთამომავლობას მისი სახელი დამახსოვრებოდა). ზინედინ ზიდანის ძეგლის დადგმა უკვე ნიშნავს, რომ მას სპორტის ისტორიაში ღირსეული და გამორჩეული ადგილი უკავია, ხოლო მატერაცი მხოლოდ თავისი ეპატაჟური და სამარცხვინო საქციელის გამო მოხვდა ხელოვნების ნიმუშის მარჯვენა მხარეს.

1
274
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
274
  
2021, 14 ივლისი, 23:22
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Sexcont.Com
0 1 1