x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
რა არის ჰალიტოზი და რა იწვევს მას?
image
რა არის ჰალიტოზი?

ჰალიტოზი-უსოამოვნო სუნი პირის ღრუდან.ძალიან გავრცელებული პრობლემაა.

რა იწვევს ჰალიტოზს?

ჰალიტოზის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს და ზოგჯერ ცუდი სუნი უზიანოა, მაგრამ ასევე შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანიც იყოს. გამომწვევი შეიძლება იყოს: ბაქტერიები, სიმშრალე პირის ღრუში, საკვები, ღრძილის დაავადებები, მწევწლობა, სამწსიცინო პირობები და ა. შ.


ბაქტერიები.

ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს ჰალიტოზი პირის ღრუში ცუდი სუნის გამომწვევი ათასობით ბაქტერიის გამო, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან პირის ღრუში.ბაქტერიები პირის ღრუში შლიან საკვების ნარჩენებს და შეიძლება გამოყონ უსიამოვნო სუნის აირები. საკვების მიღებისას საკვების ნარჩენები, რომლებიც იჭედება კბილებში, განსაკუთრებით კი კბილებს შორის იშლება ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნი.პირის ღრუ არის იდეალური გარემო ბაქტერიების გამრავლებისთვის.

საკვები.

ძლიერი არომატის მქონე საკვების მიღება, როგორიცაა ხახვი და ნიორი და ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება, ასევე იწვევს არასასიამოვნო სუნს.

სიმშრალე პირის ღრუში.

პირის ღრუ მიდმივად ირეცხება და სუფთავდება ნერწყვის საშუალებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.თუ ნერწყვი საკმარისად არ გამოიყოფა(ჰიპოსალივაცია), ესეიგი პირის ღრუ არ სუფთავდება ისე, როგორც საჭიროა და ჩნდება უსიამოვნო სუნი.პირის ღრუს სიმშრალე შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი ფაქტორით, მაგალითად პირით სინთქვით, სხვადასხვა მედიკამენტის ზემოქმედებით, რომელიც ამცირებს ნერწყვის გამოყოფას, სანერწყვე ჯირკვლების პრობლემებით.

ღრძილის დაავადებები.

მუდმივი ცუდი სუნი ღრძილების დაავადების დროსაც ვითარდება. მას იწვევს წებოვანი კარიესის გამომწვევი ბაქტერია.

თამბაქოს მოწევა.

როგორც ცნობილი თამბაქო ალაქავებს კბილებს, იწვევს ცუდ სუნს და უამრავი დაავადების განვითარების რისკის ფაქტორს წარმოადგენს. თამბაქო აქვეითებს გემოვნების აღქმის უნარს და იწვევს ღრძილების ქსოვილების გაღიზიანებას. თამბაქოს მომხმარებლებს ღრძილების დაავადებები აღენიშნებათ.

სამწსიცინო პირობები.

ჰალიტოზის იწვევს ინფექცია ან დაავადება ან შეიძლება გამოწვეული იყოს კონკრეტული წამლების მიღებული შედეგად.

ინფექცია პირის ღრუში ასევე იწვევს ცუდ სუნს. თუ რეგულარულად იხეხება კბილები, წელიწადში ორჯერ ტარსება პროფესიონალური წმენდა და სტომატოლოგი გამორიცხავს პირის ღრუსთან დაკავშირებულ მიზეზებს, მაშინ პრობლემა შეიძლება იყოს გამოწვეული სინუსიტის, კუჭ ნაწლავის დაავადებების, დიაბედის, თირკმელების ან ღვიძლის პრობლემებისგან .

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, როგორც წესი, საკმარისია მდგომარეობის მკურნალობისა და განმეორების პრევენციის მიზნით.პირის ღრუს ჰიგიენის გასაუმჯობესებლად:ყოველდღიურად კბილებსშორისი სივრცის გაწმენდა კბილთაშორისი ჯაგრულებით ფლოსით; რეგულარულად(დილით და საღამოს)კბილების სწორად გამოხეხვა;და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენის გასიფთავება, რომ მოაორდეა ყველა ის ბაქტერია რომელიც იწვევს ცუდ სუნს.
აუცილებლად ექვს თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს პირის ღრუს პროფესიული წმენდა; ყველა კარიესი უნდა დაიბჟინოს და ჩატარდეს ყველა ის პროცედურა, რომელიც გამორიცხავს ჰალიტოზის განვითარებას პირის ღრუს რომელი მე პათოლოგიისაგან. იმ შემთხვევაში, თუ პირის ღრეს მოწესრიგების შემდეგ უსიამოვნო სუნი მაინც იჩენს თავს, უნდა მივმართოთ მკურნალ ექიმს.



0
104
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0