x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ გახდა 1954 წლის 11 აპრილი ყველაზე მოსაწყენი დღე ისტორიაში?
ალბათ ერთხელ მაინც მოგისმენიათ საღამოს ახალი ამბებისთვის. რა თქმა უნდა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი კითხულობს ინტერნეტით ან უსმენს ტელევიზიით სამყაროს ახალ ამბებს. არის ამაში რაღაც, როდესაც მოკალათდები დივანზე კომფორტულად და უსმენ, თუ როგორ გადმოსცემს გადაცემი წამყვანი ჟურნალისტი დღის ახალ ამბებს.


image


წარმოიდგინეთ, ჩართეთ ტელევიზორი, მთელ დღეს ელოდით "ახალ ამბებში" სიახლეებს, ყურადღებით უსმენთ წამყვანს და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ არის ახალი ამბები. ნუთუ შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს? განა შეიძლება დღე ასეთი მოსაწყენი იყოს? პროგრამისტი უილიამ ტანსტოლ პედოუს აზრით - კი. ის ამბობს, რომ უინტერესო დღეც არსებობს ისტორიის მანძილზე და ეს 1954 წლის 11 აპრილია.



2010 წელს უილიამ ტანსტოლ პედუს დაებადა აზრი გაეგო, არსებობდა თუ არა ისტორიაში თუნდაც ერთი მოსაწყენი დღე. ამისათვის მან გამოიყენა სამძებრო პროგრამები ინტერნეტში და საძიებო სისტემით True Knowledge შეძლო დაედგინა თუ რომელია ყველაზე მოსაწყენი დღე. პროგრამით მან 300 მილიონზე მეტი ფაქტი მოიძია.




image



მე-20 საუკუნეში არსებობს ასეთი რაღაც - ყოველი დღის სკანირების ალგორითმი, რაც დაეხმარა პროგრამისტს დაედგინა, რომ სწორედ 1954 წლის 11 აპრილს არ მომხდარა სამყაროში არაფერი ახალი და საინტერესო. ნუ, თუ არ გამოვრიცხავთ თურქი ინჟინერიის პროფესორი აბდულა ატალარის დაბადებასა და ინგლისელი სპორტსმენი ჯეკ შაფლებოტელის გარდაცვალებას. თუმცა, გარდა ამ ორი ადამიანისა, 1954 წლის 11 აპრილს, სხვა არცერთი ცნობილი ადამიანი არ დაბადებულა და არ გარდაცვლილა.



ასევე, არანაირი მნიშვნელოვანი სიახლეები არ იყო მთელს მსოფლიოში. არანაირი მნიშვნელოვანი საფონდო ბირჟის მოვლენა, არანაირი სპორტული ღონისძიება ან კოსმოსური გაშვება. არცერთი ფილმი არ გამოვიდა იმ დღეს.


თუ ფიქრობთ, რომ რაღაც აუცილებლად მოხდებოდა იმ დღეს, თქვენ მარტო არ ხართ. პროგრამისტ უილიამის განცხადების შემდეგ ბევრმა დაიწყო Google- სა თუ სხვა პროგრამების ძიებით ქექვა წარსულში, იქნებ რაიმე ფაქტისთვის მიეგნოთ. მეტიც, ისინი მათ, ვინც ცხოვრობდნენ და გამოიარეს 1954 წლის 11 აპრილი, აიძულებდნენ გაეხსენებინათ იმ დღეს მომხდარი რომელიმე განსაკუთრებული მოვლენა, თუმცა ამაოდ.



image



1930 წლის 18 აპრილს ინგლისის მოსახლეობამ BBC- ს საღამოს ახალი ამბების მისაღებად რადიო მომართა, თუმცა გაისმა წამყვანის ხმა - "ახალი ამბები არ არის" და გამომცხადებლის შემდეგ ეთერი ფორტეპიანოზე შესრულებული, 15 წუთიანი ლამაზი მელოდიით დაკავდა.



P.S. თქვენ თუ გქონიათ ოდესმე მოსაწყენი დღე?




0
43
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0