x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
აინშტაინის საიდუმლო

image 1955 წლის 18 აპრილს, ღამის პირველ საათზე გაჩერდა უდიდესი მეცნიერის, ალბათობის თეორიის ავტორის ალბერტ აინშტაინის გული. ნიუ-ჯერსის შტატში, ტრენტონის მახლობლად, მხოლოდ ძალიან ახლობლები დაესწრნენ მისი ფერფლის დაკრძალვას. აინშტაინის ანდერძის თანახმად, ურნა საიდუმლოდ დაიკრძალა. ამბობენ, ფერფლთან ერთად ურნაში აინშტაინის უკანასკნელ ხელნაწერთა ფერფლიც იყოო. ხელნაწერებს სიკვდილის წინ თვითონვე წაუკიდა ცეცხლი. რა იყო ამ ხელნაწერებში? დიდმა მეცნიერმა პასუხი საფლავში ჩაიყოლა.image უკანასკნელ ხანს ალბერტ აინშტაინი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ბირთვული იარაღის დამუშავებასა და შექმნას. სავარაუდოა, რომ მოულოდნელად აღმოაჩინა რაღაც, რამაც აიძულა, თავისი ნაშრომი გაენადგურებინა. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ამერიკის სამხედრო უწყებამ მოასწრო თეორიული ნაშრომის ნაწილით სარგებლობა მანამ, სანამ მეცნიერი ბოლომდე გაიაზრებდა აღმოჩენილს. მიმდინარეობდა ომი. სპეციალისტები ყოველნაირად ცდილობდნენ თავიანთი ხომალდები და თვითმფრინავები ლოკატორებისთვის გაეუჩინარებინათ. აინშტაინს დაევალა ამ იდეის განხორციელება, რასაც მოჰყვა მოვლენა, რომელიც მე-20 საუკუნის გამოცანათა შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა.image 1943 წელს, ფილადელფიაში, გემი, რომელზეც, ვერსიის თანახმად, უხილავობის გენერატორი იდგა, არა მარტო გაქრა ეკრანების თვალსაწიერიდან, არამედ თითქოს სხვა განზომილებაში გადავიდა და მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ გამოჩნდა. ეკიპაჟი ნახევრად შეშლილი იყო. ზოგი მეზღვაური რაღაცნაირად "გაიყინა", რეალურ დროში ვეღარ ჩაეწერა, ზოგი კი თითქოს აორთქლდა და უკან დაბრუნებული აღარავის უნახავს. ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა, მაგრამ არსებობს საბუთები, რომლის თანახმადაც, 1943-44 წლებში აინშტაინი ვაშინგტონში საზღვაო სამინისტროში მუშაობდა, გემი "ელდრიჯის" გაქრობის ცოცხალი მოწმეებიც არსებობენ. დიდი ფიზიკოსის ხელნაწერები, ალბათ, აგვიხსნიდა, სად და როგორ გაქრა "ელდრიჯი", მაგრამ აინშტაინმა არ ისურვა მათი დატოვება.

8
3323
15-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
3323
  
2019, 14 აპრილი, 13:06
აინშტაინისაა
2015, 23 ოქტომბერი, 11:45
საიდან მოიტანეს ალბათობის თეორიის ავტორიო?-ალბათობის კი არა,ფარდობითობის თეორიის ავტორი იყო აინშტაინი...ალბათობის თეორიის ავტორი პასკალი იყო და არა აინშტაინი.
2013, 21 დეკემბერი, 23:41
მაგარ რაღაცეებს აქვეყნებ :)))
2013, 4 მარტი, 23:38
კარგიიია
2012, 17 ოქტომბერი, 20:07
თუ ასეთ სტატიებს ხშირად დადებ ჩათვალე რომ შენი ერთგული მკითხველი ვიქნები. :)
2012, 17 ოქტომბერი, 20:06
ვიცი ეგეც მინდოდა აღმენიშნა კომენტარში მაგრამ მერე აღარ აღვნიშნე.
2012, 17 ოქტომბერი, 19:51
ასეთებს კი არ კითხულობენ... უაზრო რაღაცეებს მეტი მკითხველი ჰყავს.
2012, 17 ოქტომბერი, 6:58
ძალიან საინტერესოა. ყოჩაღ კარგი სტატიაა :) +1000
0 1 8